ჩაკ პალანიკი — სამყაროს შავბნელი სურათების მხატვარი
ფოტო: The Talks
ჩაკ პალანიკი თანამედროვეობის გამორჩეული მწერალია, რომელიც ჩვენს დროებას გულწრფელად აღწერს, მაშინაც კი, თუ ეს გულწრფელობა მიუღებლობის ზღვარზეა. ვერ უარვყოფთ, რომ როცა რეალობას თვალს ვუსწორებთ, მის ყველა წინააღმდეგობასა და ნაკლს (ავადმყოფობებს, ადიქციებს, ძალადობასა და სიკვდილს) ვხედავთ, რაც სამყაროს შავბნელ სურათს ქმნის. ცხოვრების მახინჯი ნაწილების აღწერას გამბედაობა სჭირდება, რასაც პალანიკი ნამდვილად არ უჩივის.
ფოტო: Leah Nash/The Guardian
ცხოვრებისეული გამოცდილება, როგორც ლიტერატურის საფუძველი
როგორც წესი, პალანიკის პერსონაჟები განდეგილები არიან: ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მომხმარებლები, სექსზე დამოკიდებულები, მოძალადეები ან სასიკვდილოდ დაავადებული ადამიანები. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ავტორი განზრახ აზვიადებს სამყაროს სისასტიკეს, მაგრამ თუკი მის ცხოვრებას გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, საიდან მოდის ასეთი მსოფლმხედველობა.
პალანიკი მწერლად გახდომამდე თავშესაფარში და უიმედო პაციენტებისთვის განკუთვნილ კლინიკაში მუშაობდა, თუმცა ეს გამოცდილება არაფერია იმ ფაქტთან შედარებით, რომ მამამისი საყვარელთან ერთად ჯერ მოკლეს, შემდეგ კი დაწვეს. მკვლელობა ქალის ყოფილმა პარტნიორმა ჩაიდინა, რომელიც მანამდე ფიზიკური ძალადობის გამო იყო ნასამართლევი. მამის სასტიკმა მკვლელობამ პალანიკს მძიმე ტრავმა მიაყენა. მოგვიანებით ეს ისტორია მის რომანს ძილისპირულს დაედო საფუძვლად.
ფოტო: leanashe89 / Deviantart.com
ეს მწერლის ცხოვრებიდან ერთადერთი სულისშემძვრელი ისტორია არაა: პალანიკის ბაბუამ ჯერ საკუთარ ცოლს ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
მიუხედავად იმისა, რომ პალანიკის მოთხრობილი ამბები გამოგონილია, მათი საფუძვლები შეგვიძლია მწერლის ბიოგრაფიაში ვეძიოთ. მართალია, პალანიკი ბინძური დეტალებით იპყრობს მკითხველის ყურადღებას, თუმცა მისი რომანები ამავდროულად ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: სიკეთე, საკუთარი თავის გაუმჯობესება და სიყვარული.
სტილი და წარმატების ისტორია
პალანიკმა წერა 35 წლის ასაკში დაიწყო. პირველ რომანს თავად მწერალი იმედგაცრუებად აფასებს, მეორე რომანი, უხილავი ურჩხულები, პროვოკაციულობის გამო რამდენიმე გამომცემლობამ დაიწუნა და მხოლოდ მოგვიანებით გამოქვეყნდა. პალანიკის მესამე წიგნი, მებრძოლთა კლუბი კი არავის დაუყენებია ეჭვქვეშ. წიგნმა განსაკუთრებული პოპულარობა დევიდ ფინჩერის ამავე სახელწოდების ფილმის გამოსვლის შემდეგ მოიპოვა.
ფოტო: Fox 2000 Pictures
გამოუცდელმა მკითხველმა შეიძლება იფიქროს, რომ მეტაფორებისა და ფილოსოფიური კონცეფციების გარეშე წერა მარტივია, თუმცა ასე ნამდვილად არაა: პალანიკი საკუთარ ტექსტების რამდენიმე შრეზე მუშაობს — დაწყებული სტრუქტურით და დასრულებული — სიტყვების შერჩევით. პალანიკი თავისი საქმის დიდოსტატია და სხვებსაც ასწავლის წერას ესეებისა და სემინარების დახმარებით. სიტყვების მოხელთებაში მას ჟურნალისტური გამოცდილებაც ეხმარება. მწერალი აღიარებს, რომ ხშირად მიმართავს რეპორტიორებისთვის დამახასიათებელ ტექნიკებს. სიმართლე რომ ვთქვათ, ჟურნალისტებმა ყველაზე უკეთ იციან, როგორ მიიპყრონ მკითხველის ყურადღება. პალანიკის აზრით, ტექსტი ზედმეტი დეტალებისგან დაცლილი და ამასთანავე ინფორმაციული უნდა იყოს. მისი თქმით, მკითხველებს სურთ, თვალი ადევნონ თავბრუდამხვევ მოქმედებებს და არა — ავტორის მოსაზრებებს.
ამბის თხრობის ამ მეთოდით ტექსტი ისევე მომაჯადოებელი ხდება, როგორც სატელევიზიო სერიალი და პალანიკის მიზანიც სწორედ ესაა. მისი აზრით, თანამედროვე ლიტერატურის უმთავრესი მიზანია, ფართო მასებს მისწვდეს. პალანიკს სჯერა, რომ ლიტერატურა ინფორმაციის მიღების ერთადერთი ღირებული წყაროა მთელ მასმედიაში.
ფოტო: Neilson Barnard / Getty Images
პალანიკის ტექსტები დამაჯერებელია, რადგან გამომსახველობითია. მისი რომანების კითხვისას მკითხველი ბოლომდე ეფლობა წიგნში. მებრძოლთა კლუბის პირველივე სიტყვებიდან მკითხველს შეუძლია, ამ წარმოსახვითი სამყაროს გემო, სუნი და სტრუქტურა იგრძნოს: "ენის წვერით ვეხები ნახვრეტებს პისტოლეტის ლულაზე, რომელიც ერთად გავხვრიტეთ. სროლისას ხმაურს აირის გაფართოება იწვევს, თორემ სწრაფად მოძრავი ტყვია სულ ოდნავ ზუზუნებს. ხმის ჩასახშობად ლულა ბევრგან უნდა გახვრიტო. ნახვრეტებიდან აირი თავისუფლდება და აღარც ტყვია მიქრის ბგერის სიჩქარით".
ზოგიერთ შემთხვევაში აღწერა იმდენად გრაფიკულია, რომ წასაკითხად მძიმეა, თუმცა წიგნს გვერდზე მაინც ვერ გადადებთ. პალანიკი უნიკალური ავტორია: მან იცის, როდის დაამატოს სიბინძურე და როდის განმუხტოს ტრაგიკული სიტუაცია ირონიით. აქედან გამომდინარე, მისი რომანები სრულყოფილად დაბალანსებულია.
ფოტო: Ryan Snow
კიდევ ერთი ტექნიკა, რომელსაც პალანიკი მიმართავს, გაზვიადებაა, რის გამოც მისი პერსონაჟები უფრო ბუნებრივები ჩანან. მაგალითად, რომან ხრჩობაში მთავარი გმირი სექსზე დამოკიდებული კაცია, რომელიც მუზეუმში მუშაობს და სხვადასხვა რესტორანში საკვების გადაცდენის ინსცენირებას ახდენს, რათა მომავალში საკუთარი “მხსნელებისგან” ფული და წერილები მიიღოს. ის ფულს დედამისის მკურნალობისთვის იყენებს და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ აბსურდისა, რომელსაც ისტორიის განვითარებისას ვეჩეხებით.
პალანიკის სტილისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ნიშანი რეფრენების (განმეორებების) გამოყენებაა, რაც რამდენიმე მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, ის მკითხველს პერსონაჟისადმი თანაგრძნობით განაწყობს, შემდეგ კი აჩვენებს ცხოვრების ტემპს, მის ცვალებადობასა თუ სტაბილურობას. მაგალითისთვის ავიღოთ ეს ამონარიდი უჩინარი ურჩხულებიდან, სადაც მოდელის ყოველდღიური ცხოვრებაა აღწერილი:
"კაცი ყვირის, ვნება დამანახე, პატარავ. ჩხაკ. ბრაზი დამანახე. ჩხაკ. რეალობას მოწყვეტილი ეგზისტენციალური ნაღველი დამანახე. ჩხაკ."
პალანიკი არცერთ სიტყვას არ იყენებს ამაოდ. მან ზუსტად იცის, რა რეაქციის გამოწვევა სურს. შესაძლოა, ეს სტრატეგია ზედმეტად მანიპულაციურად აღიქმებოდეს, მაგრამ ავტორი მკითხველს მზა პასუხებს სულაც არ აძლევს: ყოველთვის ტოვებს საკმარის სივრცეს დაფიქრებისა და ანალიზისთვის. აუდიტორიას უწევს, თავად გამოიცნოს, რას გრძნობს პერსონაჟი და რა არის რომანის მთავარი კონფლიქტი. ის ფაქტი, რომ მკითხველთა დასკვნები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, მწერლის შემოქმედებას ორაზროვნებას მატებს.
ფოტო: Ryan Snow
ამავდროულად, პალანიკი ხშირად მიმართავს "არასაიმედო მთხრობლის" ხერხს. ამის თვალსაჩინო მაგალითი მებრძოლთა კლუბია, სადაც სწორედ ეს ხრიკი ქმნის საფუძველს სიუჟეტის წარმოუდგენელი განვითარებისათვის.
რა თქმა უნდა, არსებობს მიზეზები, რის გამოც ადამიანებს არ ესმით ან არ მოსწონთ პალანიკის შემოქმედება. მისი წიგნებით სიამოვნების მიღება გაგიჭირდებათ, თუ უხამს დეტალებსა და ძალადობაზე კონცენტრირდებით, თუმცა გულისამრევი სცენების მიღმაც კი იმალება უმნიშვნელოვანესი გზავნილი: მაშინაც კი, როცა ფსკერზე ხარ, შეგიძლია, წამოდგე და ცხოვრების აზრი იპოვო. მისი პერსონაჟები მარტოობაში იხრჩობიან, თუმცა მაინც დაატარებენ იმედის პატარა ნაპერწკალს — ზუსტად ისე, როგორც რეალურ ცხოვრებაში ხდება.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები