"სკოლა დაამთავრეთ თქვენ?" — ღარიბაშვილი ჟურნალისტის შეურაცხყოფას ცდილობს
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი მის შეურაცხყოფას ცდილობს.
"სკოლა დაამთავრეთ თქვენ?" — ასე მიმართა მან მედიის წარმომადგენელს მას შემდეგ, რაც მისი კითხვა არ მოეწონა.
TV პირველის ჟურნალისტმა პრემიერმინისტრს ამავე არხის მიერ გავრცელებული დოკუმენტების შესახებ ჰკითხა, რომლის მიხედვით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ქართული ოცნება ხმების მოპოვებისთვის პატიმრებს სასჯელს უმცირებდა, აუქმებდა ჯარიმებს, იყენებდა ძალოვანი უწყებების თანაშრომლებს და ა.შ.
კითხვაზე, იყენებს თუ არა ქართული ოცნება სახელმწიფო უწყებებს არჩევნების გასაყალბებლად, ღარიბაშვილმა გაიცინა და თქვა:
"როგორი კითხვა აქვს თან".
შემდეგ ჟურნალისტის ასაკით დაინტერესდა, რომელმაც უთხრა, რომ 22 წლისაა.
"გასაგებია, რომ თქვენ იყავით ძალიან პატარა და ალბათ არ გახსოვთ [სააკაშვილის პერიოდი], მაგრამ ჩართეთ Youtube, გადაახვიეთ, ჰკითხეთ თქვენს მეზობლებს, ნათესავებს ყველას მოუსმინეთ და შეისწავლეთ რეალური ისტორიები, რეალური ადამიანები. არჩევნების გაყალბებაზე რომ მელაპარაკებით სოფო...".
ამ დროს ჟურნალისტმა სცადა კითხვის გამეორება, რაზეც ღარიბაშვილმა უთხრა:
"ნუ მეკამათები რა, დამამთავრებინე. სკოლა დაამთავრეთ თქვენ? უნივერსიტეტში სწავლობთ? ახლა მე რა მინდა გასწავლოთ — როცა რესპონდენტს უსვამთ კითხვას, დაამთავრებინეთ პასუხი. ახლა მე გეტყვით შემდეგ რაღაცას, თქვენ რომ ისწავლოთ და დაარიგოთ გარშემომყოფებიც — როცა არჩევნების გაყალბებაზე თქვენ ლაპარაკობთ, როგორც პარტიული ტელევიზია, მე მინდა თქვენ შეგახსენოთ, როგორც პარტიული ტელევიზიის წარმომადგენელს და პარტიულ აქტივისტს, თქვენ ხართ აქტივისტი დღეს, ნაცმოძრაობის აქტივისტი ხართ თქვენ დღეს, აი, ახლა და სააკაშვილის პარტიას წარმოადგენთ. სააკაშვილის დროს არჩევნებს აყალბებდნენ, სოფო. პირდაპირ ათასობით ბიულეტენს ყრიდნენ საარჩევნო ყუთებში. თქვენ რომ საუბრობთ გაყალბებაზე, ეს არის დიდი უხერხულობა, დიდი სირცხვილი".
ამის შემდეგ ღარიბაშვილმა თქვა, რომ ცაგერსა და ბაღდათში ქართული ოცნების მერობის კანდიდატებს 45 და 55 ხმა დააკლდათ და ხელისუფლებას რაიმე არაკანონიერის გაკეთების სურვილი რომ ჰქონოდა, მათ ხელშია ყველა რესურსი, მაგრამ "არ კადრულობენ", რადგან "ნამდვილად დემოკრატიული მთავრობაა, რომელიც ნამდვილად დემოკრატიულ არჩევნებს ატარებს".
TV პირველმა შაბათის გადაცემაში გაავრცელა დოკუმენტები, სადაც ჩანს, რომ ამომრჩეველთა მობილიზებაში დახმარებისთვის, ქართული ოცნება პატიმრებს ათავისუფლებს, სასჯელს უმცირებს ან გადაჰყავს სხვა დაწესებულებაში, საიდანაც დარეკვასა და ხმების მოპოვებაში დახმარებას შეძლებს, ასევე, უქარწყლებს ნასამართლეობას. ამავე ფაილებში ჩანს, რომ ადამიანებს ხმების სანაცვლოდ უუქმებენ ჯარიმებს, ასევე, ეხმარებიან, სავარაუდოდ, ყალბი ნარკოლოგიური ცნობის მოპოვებაში.
საუბარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდზე, როცა ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იყო. ტელეკომპანიამ გაავრცელა ათობით დოკუმენტი, რომლებსაც აწერია, რომ არის მოხსენებითი ბარათი და მოჰყვება კონკრეტული ადამიანების ხელმოწერები, მათ შორის, დეპუტატების. ისინი პარტიის ხელმძღვანელებს სხვადასხვა თხოვნით მიმართავენ. მაგალითად:
"გიგზავნით, ჩვენი მხარდამჭერების სიას და გთხოვთ, გვიშუამდგომლოთ სათანადო სტრუქტურებთან, მათთვის პირობითი სასჯელის შემსუბუქების მიზნით", — ვკითხულობთ ერთ-ერთ მოხსენებით ბარათში, რომელიც, TV პირველის ინფორმაციით, გურჯაანის მაჟორიტარს, დავით სონღულაშვილს ეკუთვნის.
ამასთან, TV პირველის მიხედვით, მმართველი პარტია რეგიონებში ხმების მოპოვების მიზნით, იყენებს დაშინებასა და შანტაჟს, ათავისუფლებს მასწავლებლებს.
კიდევ ერთი ნაწილია არჩევნებში სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების ჩართვა — დოკუმენტების მიხედვით, არჩევნების დღეს კონკრეტულ ადამიანებს სამსახურიდან ათავისუფლებდნენ, რათა ისინი პარტიას დახმარებოდენ.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები