როგორ ებრძოდნენ ანტისანიტარიას ძველ თბილისში
კომპანია ნოვას განცხადებით, ძველ ქართულ პრესაში ხშირად გვხვდება ტექსტები და კარიკატურები, რომლებიც ქალაქის უსუფთაობის პრობლემას ეხება. მათი თქმით, იმ დროის თბილისის მოქალაქეები სახლებიდან და ეზოებიდან ნაგავს პირდაპირ ქუჩებში ყრიდნენ, ქუჩებში ხვდებოდა სავაჭრო დახლებიდან და დუქნებიდან მორჩენილი და გაფუჭებული პროდუქტები, ქარხნებიდან კი — წარმოების ნარჩენები.
ნოვას თქმით, ძველი თბილისის ანტისანიტარია ბევრი დაავადების მიზეზი ხდებოდა, რაც კიდევ უფრო უწყობდა ხელს იმ დროს ქვეყანაში მოდებული შავი ჭირის, ქოლერისა და სხვა ინფექციების გავრცელებას. მათი განცხადებით, პრობლემა თბილისის მოსახლეობის ზრდასთან ერთად სულ უფრო მწვავდებოდა და ამის ერთ-ერთი მიზეზი წყლის დეფიციტიც იყო, რაც ქუჩების მორეცხვასა და ეზოების გასუფთავებას ართულებდა.
"იმ დროის თბილისში, ისევე, როგორც აზიისა თუ ევროპის სხვა ქალაქებში, ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების, ნაგვის ურნების დადგმისა და ნაგავსაყრელებისთვის სპეციალური ადგილების გამოყოფის კულტურა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ქალაქის თავკაცებმა უსუფთაობასთან ბრძოლა დაიწყეს. დააწესეს ჯარიმები მათთვის, ვინც ქუჩაში ნაგავს დაყრიდა", — აცხადებენ ნოვაში.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სანიტარული კომიტეტიც შეიქმნა, რომელსაც ქუჩების სისუფთავეზე ზრუნვა და ახალი რეგულაციების აღსრულება დაევალათ.
"ქალაქში სანაგვე ურნებიც დაიდგა, გაიზარდა მეეზოვეების რიცხვიც. თუმცა, ქალაქის გასასუფთავებლად მიმართული ღონისძიებები საკმარისი მაინც არ იყო. ძველი თბილისის თავკაცებს არც საკმარისი რესურსი ჰქონდათ და არც გამოცდილება, რომ ქალაქში ანტისანიტარია აღმოეფხვრათ. სიბინძურესთან ბრძოლას სისტემური ხასიათი ნელ-ნელა მიეცა, როდესაც გაიმართა საკანალიზაციო სისტემა, გაკეთდა ნაგავსაყრელები და ნაგვის ქალაქიდან გატანა აქტიურად დაწყო", — აღნიშნავენ ნოვაში.
კომპანიის განცხადებით, ამ გზის გავლას არათუ თბილისისთვის, მსოფლიოს სხვა ქალაქებისთვისაც დიდი დრო დასჭირდა, კერძოდ, ქუჩებში სისუფთავის მისაღწევად და დღევანდელ მდგომარეობამდე მოსასვლელად ადამიანებს ჯერ კომპეტენციაც უნდა დაეგროვებინათ და ინფრასტრუქტურაც გაემართათ.
"ნარჩენებთან ბრძოლის ფორმები დღემდე იცვლება. თუკი, რამდენიმე წლის წინ სანაგვე ურნების დადგმა და ნარჩენების ნაგავსაყრელებზე სისტემატურად გატანა საკმარისად გვეჩვენებოდა, დღეს ასე აღარ არის. თანამედროვე სამყაროს მიზანი ნაგვის სეპარირებულად შეგროვება, მათი გადახარისხება და ნარჩენების მინიმუმამდე შემცირებაა. ამ პროცესში თავისი წვლილი კომპანია ნოვასაც შეაქვს. ის პოლიეთილენის სანაგვე ურნებს საქართველოში თავად აწარმოებს. მათი დახმარებით ნარჩენების სეპარირებაც მარტივადაა შესაძლებელი", — აცხადებენ კომპანიაში.
მათი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სანაგვე ურნები დღეს საქართველოში სრულად იმპორტირებულია, ნოვას მიზანი კი მათი მაღალი ხარისხის ქართული ნაწარმით ჩანაცვლებაა.
კომპანიის წარმოებას კიდევ ერთი პროდუქტი — სეპტიკური ავზები და მისი დამონტაჟებისთვის საჭირო აქსესუარები შეემატა. მათი დახმარებით, სანიაღვრე სისტემის არარსებობის შემთხვევაშიც, კანალიზაციის პრობლემის მოგვარება მარტივადაა შესაძლებელი.
ორივე პროდუქტი — სანაგვე ურნებიც და სეპტიკური ავზებიც — საქართველოში პირველად იწარმოა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახლა ნოვას მიზანია ამ ქართული პროდუქტებით ქვეყანას თანამედროვე სამყაროს გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმაროს.
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვათურმე სპაიდერმენის სამივე შეყვარებულს ჩოგბურთელის როლიც მოურგია თურმე სპაიდერმენის სამივე შეყვარებულს ჩოგბურთელის როლიც მოურგია
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
კომენტარები