შესაძლებელი იქნება უფრო სანდო ინვესტორების მოძებნა — თურნავა ანაკლიის პორტზე
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორის მხრიდან "გაჩაღებულმა" საარბიტრაჟო დავამ გარკვეული დარტყმა მიაყენა პროექტს, თუმცა ამაში დადებითსაც ხედავს, რადგან სამომავლოდ უფრო "სანდო ინვესტორების" მოძებნა იქნება შესაძლებელი.
"მე გეთანხმებით, რომ მიმდინარე საარბიტრაჟო დავამ, რომელიც წინა ინვესტორის მხრიდან არის გაჩაღებული, გარკვეული დარტყმა მიაყენა ამ პროექტს. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ვერ განხორციელდა ამდენი წელი და დღეს უნდა გვქონოდა ოპერირებადი პორტი და ამის მაგივრად გვაქვს ჯერ კიდევ პროექტი, თუმცა, მეორეს მხრივ, ამაში დადებითსაც ვხედავ, იმიტომ, რომ უფრო სანდო ინვესტორების მოძებნა იქნება შესაძლებელი", — განაცხადა ნათია თურნავამ.
თურნავას თქმით, მთავრობა ფიქრობს, რომ მომავალში ეკონტაქტოს ინვესტორებს. ის ამბობს, რომ მათ აქვთ სურვილი, ანაკლიის პორტის ინვესტორების შესარჩევად 2022 წელს გამოაცხადონ საერთაშორისო ტენდერი.
"ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მომავალ წელს გამოცხადდეს საერთაშორისო ტენდერი, შერჩევა ინვესტორების. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი კვლავაც არის, რომ ამერიკელი, ან ევროპელი ინვესტორები მონაწილეობდნენ ამ პროექტში, თუმცა შევხედავთ", — ამბობს ეკონომიკის მინისტრი.
თურნავა იმასაც აცხადებს, რომ მთავრობამ მოიწვია კონსულტანტები, რათა განაახლონ საინვესტიციო შეთავაზება. მინისტრი პროექტის განხორციელებაში სახელმწიფოს როლზეც საუბრობს და ამბობს, რომ განახლებულ პროექტში მთავრობის მონაწილეობა შეიძლება მეტად წონადი იყოს.
"ჩვენ რამდენიმე თვის წინ მოვიწვიეთ საერთაშორისო კონსულტანტები — კომპანია MTBS, რომელიც საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის სფეროში ცნობილია სანდო კვლევებით. მათ ჩვენთვის გააკეთეს განახლება ამ პროექტისა და საინვესტიციო შეთავაზების. განახლებული სტრუქტურით, სადაც მთავრობის მონაწილეობა შეიძლება მეტად წონადი იყოს და უფროს მეტად მიმზიდველი გავხადოთ ეს პროექტი ამ თვალსაზრისით.
მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო ისედაც ძალიან კარგად იყო წარმოდგენილი ამ პროექტში. გარანტორი სახელმწიფო არ უნდა იყოს ამ პროექტში, პროექტი არის თავისთავად ძალიან მიმზიდველი. სახელმწიფო კვლავაც წარმომადგენლობითად იქნება პროექტში და ჩვენ ვხედავთ მის პერსპექტივას", — აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.
შეგახსენებთ, ანაკლიის პორტის აშენების ტენდერი 2016 წელს გაიმართა, სადაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გაიმარჯვა. კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე იყო. მაშინ ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობას გიორგი კვირიკაშვილი იკავებდა.
როგორც ჩანს, კონსორციუმს პორტის აშენებასთან დაკავშირებით პრობლემები უკვე 2017 წლისთვის შეექმნა. "რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში", — მამუკა ხაზარაძის თქმით, ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა მას 2017 წელს გამართულ შეხვედრაზე.
ხაზარაძე ივანიშვილთან გამართულ კიდევ ერთ შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ 2018 წელს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, მას უთხრა, რომ მისი აზრით, ანაკლია იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. როგორც ხაზარაძემ თქვა, ამ შეხვედრიდან რამდენიმე კვირაში თანამდებობიდან მოხსნეს გიორგი კვირიკაშვილი და თიბისი ბანკის საქმეზე გამოძიება დაიწყო. კვირიკაშვილის გადადგომას წინ ქართული ოცნების დახურული სხდომა უსწრებდა, სადაც, კონსორციუმის ინფორმაციით, განხილვის მთავარი საკითხი ანაკლიის თემა იყო.
2019 წლის დასაწყისში ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მოიპოვა პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსება — 600 მილიონი დოლარი, საიდანაც 400 მილიონი დოლარი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დადასტურებული სესხი იყო. ამის პარალელურად მიმდინარეობდა თიბისი ბანკის წინააღმდეგ აღძრული საქმე — მაშინ მამუკა ხაზარაძე ამბობდა, რომ ეს თანხების მოძიებისა და პარტნიორებთან ურთიერთობების დამყარების პროცესს აზიანებდა.
2019 წლის ივნისის თვეში საქართველოს იმჟამინდელი პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პოპეოს შეხვდა. პომპეომ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ბოლომდე მიიყვანს ანაკლიის პორტის პროექტს. მისი თქმით, პორტი გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან და თავიდან აარიდებს რუსულ და ჩინურ ეკონომიკურ ზეგავლენას.
2019 წლის ივლისში მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის მმართველი საბჭო დატოვეს და პოლიტიკაში წასვლის შესახებ განაცხადი გააკეთეს. მალევე ანაკლიის პროექტიდან ამერიკული კომპანია, კონტი ჯგუფი გავიდა.
2020 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე თვის შემდეგ, კონსორციუმმა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლა.
გაიგეთ მეტი:
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები