თურქეთში დარბევის შედეგად 1100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს — აქედან 9 ჟურნალისტია
თურქეთში 1100 დაკავებულთა შორის, ცხრა ჟურნალისტია. ისინი სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების წინააღმდეგ სხვადასხვა ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. შესაბამის ინფორმაციას თურქეთის ჟურნალისტთა გაერთიანება ავრცელებს.
შეგახსენებთ, 19 მარტს თურქეთის ხელისუფლებამ თურქეთის, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტი, სტამბულის მერი ექრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორის გამოძიების ფარგლებში დააკავა და პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებიდან მალევე იმამოღლუ თანამდებობას ფორმალურად ჩამოაშორეს, ხოლო მის ნაცვლად მერის პოსტზე ნური ასლანი დაინიშნა, რომელიც ამჟამად სტამბოლის მოქმედი მერია.
ცნობისათვის, თურქეთში მთავარი ოპოზიციური ძალის, თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში სტამბოლის მერმა, ექრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა. 23 მარტს ჩატარებულ შიდაპარტიულ არჩევნებში 15 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და აქედან 13 211 000 მოქალაქემ 2028 წლის საპრეზიდენტო კანდიდატად იმამოღლუ აირჩია.
დაკავება საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. როგორც თურქული მედია წერს, მთავარ ოპოზიციურ რესპუბლიკურ სახალხო პარტიას (CHP) იმამოღლუ საპრეზიდენტო კანდიდატად უნდა დაესახელებინა. ერთი დღით ადრე, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რითაც ფაქტობრივად პოპულარული ოპოზიციური ფიგურის საპრეზიდენტო არჩევნებიდან დისკვალიფიკაცია მოახდინა.
მიუხედავად სტამბოლის გუბერნატორის ბრძანებისა, "საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად" 23 მარტამდე ქალაქში აქციის გამართვია აკრძალულიყო, მერის დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, სადაც ადგილი ჰქონდა შეტაკებას და პოლიციელების მხრიდან ძალის გამოყენებას.
20 მარტს, თურქეთში, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში "პროვოკაციული" პოსტების გამოქვეყნების ბრალდებით 37 ადამიანი დააკავეს. ინტერნეტ-დამკვირვებლის NetBlocks-ის ინფორმაციით, თურქეთში X-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე წვდომა შეიზღუდა.
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები