რითი ხურავდნენ სახლებს ძველად საქართველოში და რა არჩევანი გვაქვს დღეს
ძველად საქართველოს თითოეულ კუთხეში განსხვავებული ფორმის შენობებს აგებდნენ. ეს დამოკიდებული იყო მათ ლანდშაფტსა და გარემო-პირობებზე. თუმცა, შეზღუდული იყო ნაგებობების საშენი და გადასახური მასალა. სახურავებისთვის ძველ საქართველოში ყველაზე ხშირად ისლს, ყავარს და კრამიტს იყენებდნენ.
ისლით სამეგრელოსა და აფხაზეთში გავრცელებულ ნაგებობას — ფაცხას ხურავდნენ. თუმცა, მის გადასახურად იყენებდნენ ჩალასაც და გვიმრასაც. ფაცხა წნელისგან მოწნული მცირე ზომის და პრიმიტიული სახლი იყო. მას დროებით საცხოვრებლად მწყემსებიც იკეთებდნენ. ისლით სახურავებს სამეურნეო ნაგებობებისთვისაც ამზადებდნენ.
ყავრით, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სახლები — ოდები იხურებოდა. ის ხის თხელი ფიცრებისგან მზადდებოდა და მისთვის საუკეთესო მასალად ნაძვის ხეს მიიჩნევდნენ.
კრამიტი კი გავრცელებული იყო როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ის თიხისგან მზადდება და ვარაუდობენ, რომ მისი წარმოება უძველესი დროიდან დაიწყო. საქართველოში კრამიტი ჯერ კიდევ ძვ.წ. VI საუკუნეში საბერძნეთიდან უნდა შემოსულიყო.
"… იბერია კარგადაა დასახლებული მეტწილად როგორც ქალაქებად, ისე დაბებად; ისე რომ აქ გვხვდება კრამიტის სახურავები და ხუროთმოძღვრების წესით აგებული სახლები, ბაზრები და სხვა საზოგადოებრივი შენობები", — წერდა ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი. ის ძვ.წ. II საუკუნის საქართველოს აღწერდა.
უძველესი კრამიტი საქართველოში ვანში, ნაქალაქარ სამადლოსა და მცხეთაში აღმოაჩინეს. ის ფართოდ გამოიყენებოდა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. მისი უპირატესობა სიმყარე და ცეცხლგამძლეობაა.
საქართველოში ამზადებდნენ სხვადასხვა ფორმის კრამიტებს. განსხვავებული იყო მისი დამზადების ტექნიკაც. ანტიკური ხანის საქართველოში მას წითლად ღებავდნენ, შუა საუკუნეებში კი მისი მწვანე, ცისფერი და სხვა ფერებით დაფარვის წესიც გავრცელდა. კრამიტებზე წარწერებსა და სხვადასხვა სახის სიმბოლოებსაც აკეთებდნენ.
ძველი საქართველოსგან განსხვავებით, დღეს სხვადასხვა ტიპის საშენი მასალის ხელმისაწვდომობამ და მათი ტექნოლოგიურად დამუშავების შესაძლებლობამ სახურავების არჩევანი ძალიან გაზარდა. ასე რომ, სხვადასხვა მასალის, ხარისხის, დანიშნულების, ფორმისა თუ ფერის სახურავების უდიდესი არჩევანი გვაქვს.
დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გადასახური მასალა მეტალო-კრამიტია. ის არის გამძლეც და ლამაზი ვიზუალურადაც. მაღალი ხარისხის მეტალო-კრამიტის სახურავებს საქართველოში კომპანია ნოვა უკვე 10 წელია აწარმოებს. მოთუთიებულ ლითონის ფურცლებს მათ საწარმოში სპეციალური ტექნოლოგიით ამუშავებენ.
მეგაცენტრ ნოვაში ხელმისაწვდომია 10-ზე მეტი ფერის, განსხვავებული ზომის, სისქისა და მასალისგან დამზადებული მეტალო-კრამიტი, რომლის ნახვაც შესაძლებელია ონლაინმაღაზიაში https://nova.ge/ ამიტომ, მისი არჩევა კლიმატის, სპეციალური საჭიროებებისა და თქვენი გემოვნების მიხედვით, თავისუფლად შეგეძლებათ.
რაც მთავარია, მეტალო-კრამიტის ეს სახურავები მსუბუქია, რაც დამონტაჟების პროცესს ამარტივებს. არის ყინვაგამძლე და ხანძარუსაფრთხო. მას არც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება და ზედმეტი დანახარჯების გარეშე 50 წელზე მეტი ხნით ძლებს.
ნოვას წარმოებას ცოტა ხნის წინ სახურავების ახალი ხაზი — ნოვა კლასიკიც დაემატა. ის ჩამკეტიანი ფურცლოვანი ფენილია, რომელიც ქართულ საწარმოში ევროპული სტანდარტით მზადდება. მეგაცენტრებში მისი ოთხი ფორმა — სწორი, ოთხკუთხა, სამკუთხა და ტალღისებურია — ხელმისაწვდომი. ევროპაში ასეთი ტიპის გადახურვა დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მარტივად ეხამება სხვადასხვა არქიტექტურულ სტილს, არის ვიზუალურად ლამაზიც და ხარისხიანიც. საქართველოში ის ჯერ იშვიათად გვხვდება, თუმცა, სწორედ მისი ამ მახასიათებლების გამო, სავარაუდოა, რომ ამ ახალ ქართულ ნაწარმზე სულ უფრო მეტი მომხმარებელი შეაჩერებს არჩევანს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები