ამერიკელ კაცს, რომელმაც მკვლელობა HBO-ს სერიალში აღიარა, განაჩენი გამოუტანეს
ამერიკელ მილიონერ რობერტ დარსტს, რომელიც ამასთანავე HBO-ს დოკუმენტური სერიალის The Jinx-ის (ავი თვალი) მთავარი პერსონაჟია, საუკეთესო მეგობრის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
2000 წელს მოკლული სუზან ბერმანის საქმეში დამნაშავედ დარსტი ცნეს, რომელიც მსხვერპლის ახლო მეგობარი იყო. მკვლელობის მოტივად კი ის სახელდება, რომ მილიონერს არ სურდა, სუზანს პოლიციისთვის მისი გაუჩინარებული ცოლის შესახებ რამე ეთქვა.
BBC-ის მიხედვით, დეტექტივების მწერალი სუზან ბერმანი დარსტის მოწმე იყო იმ პერიოდში, როცა ის საკუთარი ცოლის გაუჩინარების საქმეში ეჭვმიტანილად ითვლებოდა. ბოლო სასამართლო პროცესზე ნაფიცმა მსაჯულებმა განაცხადეს, რომ დარსტი ცოლის მკვლელობაშიც დამნაშავეა, რომელიც 1982 წელს გაუჩინარდა და რომლის სხეული დღემდე არ უპოვიათ. სავარაუდოდ, სუზან ბერმანმა მთელი ამ დროის განმავლობაში ეს ისტორია იცოდა და მალავდა. პროკურორები ამტკიცებენ, რომ დარსტმა მესამე ადამიანიც მოკლა და ეს მისი მეზობელი მორის ბლექი იყო. ბლექმა დარსტი 2001 წელს ტეხასში მიმალვისას ამოიცნო, როცა თავს მუნჯ ქალად ასაღებდა.
აღსანიშნავია, რომ ამ ისტორიის შესახებ HBO-მ გახმაურებული დოკუმენტური სერიალი ავი თვალი გადაიღო, რომელმაც საქმის გახსნაში დიდი როლი ითამაშა. სერიალის სიუჟეტი თანმიმდევრულად მიჰყვებოდა მკვლელობების მოვლენებს, ხოლო დარსტი ბოლო ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ დააკავეს. "რა ჩავიდინე? რა და მე ისინი მოვკალი", — ამბობს დარსტი ბოლო სერიაში ისე, რომ არ იცოდა, მის ხმას რომ იწერდნენ. საინტერესოა ისიც, რომ სერიალის ეს ფრაზა ერთ-ერთმა ბრალმდებელმა სასამართლო პროცესზე არგუმენტადაც კი გამოიყენა.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები