პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. კითხვას, ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილ აქციაზე ხომ არ არის მოსალოდნელი დაპირისპირება, ღარიბაშვილმა ასე უპასუხა:

"არა, რა თქმა უნდა, არა. მე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ დღეს გვჭირდება სიმშვიდე. შემდეგ ჩავატაროთ მშვიდად მეორე ტური, არჩევნები. დავასრულოთ ეს არჩევნები. ყველამ გაიმარჯვოს, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება".

დღეს, თავისუფლების მოედანზე ნაციონალური მოძრაობა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას მართავს. თბილისში წამოსულ ენმ-ს მხარდამჭერთა კოლონებს გზებზე ცოცხებით ხვდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ. ვიდეოებში ჩანს, რომ მობილიზებული პირები ცოცხებს მანქანებს ესვრიან და ოპოზიციურ პარტიას აგინებენ.