რაც მეტია შიმშილობის გარშემო აურზაური, მით უფრო ფერხდება პატიმრის მიერ კვების განახლება — წულუკიანი
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პატიმრის გადაწყვეტილება შიმშილობის შეწყვეტასთან დაკაშირებით სულ უფრო ფერხდება, როცა ამ ამბის გარშემო დიდი აურზაურია. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ წინასაარჩევნო პერიოდისთვის სააკაშვილის შიმშილობაზე საუბარი ვიღაცებს სჭირდებათ, ეს ეწინააღმდეგება პატიმრის უფლებებს, თავისუფლად გადაწყვიტოს, როდის შეწყვიტოს შიმშილი.
"ერთ საიდუმლოსაც გეტყვით, რომ როდესაც პატიმარი შიმშილობს, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რაც მეტია შიმშილობის გარშემო აურზაური, მით უფრო ფერხდება პატიმრის მიერ გადაწყვეტილების მიღება, რომ განაახლოს კვება. ეს ყოველი პატიმრის შემთხვევაში ასეა ხოლმე. მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდისთვის სჭირდება ვიღაცას, მუდმივად შიმშილობაზე ისაუბროს ტელევიზიით, მაგრამ პატიმარი, რომელიც შიმშილობს, როდესაც მთელი საზოგადოება მის შიმშილზე საუბრობს და ამით ცდილობენ, გვაცხოვრონ, პირდაპირ ეწინააღმდეგება მოცემული პატიმრის უფლებებს, რომ მან თავისუფლად გადაწყვიტოს, როდის შეწყვიტოს შიმშილი, რაც, იმედი მაქვს, მალე დადგება", — აცხადებს წულუკიანი.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკი არ არსებობს და "მითუმეტეს არ არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს, მისი გარდაცვალების რისკი".
ამ თემაზე წულუკიანმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც სახალხო დამცველმა თქვა, რომ პენიტენციური სამსახურისა თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ექსპრეზიდენტზე გაკეთებული განცხადებებით იქმნება დამატებითი საფრთხე, რომ მოშიმშილე სააკაშვილმა უარი თქვას სამედიცინო მომსახურების მიღებაზეც. ომბუდსმენი უარყოფითად აფასებს ნებისმიერი სახის განცხადებას, რომელიც "უბიძგებს პატიმარს უფრო მძიმე შიმშილობის ფორმაზე გადასვლას და კიდევ უფრო ამძიმებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას".
ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრომ ჯანდაცვის უწყებას მიმართა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოყოს. მათი განმარტებით, მედიკოსების ჯგუფის მიზანი იქნება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა.
მიხეილ სააკაშვილი 13 დღეა შიმშილობს. 10 ოქტომბერს, მისმა პირადმა, ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ექიმი განმარტავს, ეს შიმშილობის გამო მოხდა და მას უჭირს საუბარი და მოძრაობა. პასუხად პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, როგორც მოშიმშილე, სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომდევნო დღეს სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ საკითხებით უტრირება არ ღირს.
გარდა ამისა, 8 ოქტომბერს პენიტენციულმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი შეიძინა და დაწყებული აქვს საკვების მიღება. ამას უპასუხა სააკაშვილის ექიმმა და თქვა, რომ თაფლს მხოლოდ ერთ კოვზს იღებდა და ჩაიში აგდებდა. მისივე თქმით, ამ ინფორმაციაზე სპეკულაციების შემდეგ სააკაშვილმა თაფლის მიღებაც შეწყვიტა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები