10 საინტერესო ფაქტი Squid Game-ის შესახებ, რომელიც აქამდე, ალბათ, არ იცოდი
ალბათ, მსოფლიოში სერიალების ერთი ისეთი მოყვარულიც აღარ დარჩა, ვისაც Squid Game-ის შესახებ რაღაც მაინც არ სმენია. ნეტფლიქსის ახალი სამხრეთ კორეული სერიალი სასიკვდილო თამაშებში ჩაბმულ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც ერთმანეთს ფულადი პრიზისთვის ერკინებიან. კალმარის თამაშის გამოსვლიდან 1 თვეც კი არაა გასული, თუმცა მას უკვე ნეტფლიქსის ყველა დროის ყველაზე პოპულარული სერიალის ტიტულსაც უწინასწარმეტყველებენ.
სერიალმა მაყურებლამდე მოსასვლელად საკმაოდ დიდი გზა გაიარა, ამიტომაც სიუჟეტთან ერთად მისი შექმნის პროცესიც ძალიან საინტერესოა. თუ კალმარის თამაშს ერთი ამოსუნთქვით უყურე და სერიალის შესახებ მეტის გაგება გინდა, გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს, რომელიც აქამდე, ალბათ, არ იცოდი:
1. სერიალის რეჟისორს კალმარის თამაშის შექმნის იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა უამრავი ვალი ჰქონდა
ჰვან დონგ-ჰიუკს კალმარის თამაშის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2008 წელს გაუჩნდა, როდესაც უამრავი ვალი ჰქონდა და მის ოჯახსაც ფინანსურად ძალიან უჭირდა. Battle Royale-ის კომიქსების კითხვისას იმაზე დაფიქრდა, თუ როგორი იქნებოდა ფულადი პრიზისთვის სასიკვდილო თამაშები სამხრეთ კორეულ რეალობაში. ასე შეიქმნა კალმარის თამაშის სცენარის თავდაპირველი ვერსია.
2. რეჟისორს სერიალის გადაღებაზე უარს 10 წელი ეუბნებოდნენ
რეჟისორს სერიალის გადაღებაზე უარს 10 წლის განმავლობაში კომპანიები იმ მიზეზით ეუბნებოდნენ, რომ მათი აზრით, სცენარი "ზედმეტად გროტესკული და არარეალური" იყო. რეჟისორს მხოლოდ ორი წლის წინ გაუმართლა, როცა პროექტის განხორციელებაზე ნეტფლიქსი დაითანხმა.
3. კალმარის თამაში ფილმი უნდა ყოფილიყო
თავდაპირველად რეჟისორი ფილმის გადაღებას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტა, სიუჟეტში მეტი თამაში და პერსონაჟი, მაგალითად, პოლიციელი ჰვან ჯუნ-ჰო დაემატებინა. სცენარის გადაკეთების შემდეგ არჩევანი სერიალზე შეაჩერა.
4. კალმარის თამაში ბავშვობაში რეჟისორის საყვარელი გასართობი იყო
სერიალში ნაჩვენები თამაშები რომ რეალურია, ალბათ, უკვე იცი. რეჟისორმა ჰვან დონგ-ჰიუკმა სერიალის სათაურად და ფინალურ თამაშად კონკრეტულად კალმარის თამაში იმიტომ შეარჩია, რომ ის ბავშვობაში მისი საყვარელი გასართობი იყო. აგრეთვე, მისი თქმით, კალმარის თამაში ჩვენს კონკურენტულ საზოგადოებას ყველაზე კარგად ასახავს.
5. სერიალი ჰოიონ იუნგის სამსახიობო დებიუტია
ყველასათვის საყვარელი 67-ე მოთამაშე პროფესიით მოდელია და კალმარის თამაში მისი სამსახიობო დებიუტია. აღსანიშნავია, რომ სერიალში გამოჩენის შემდეგ ინსტაგრამზე მისი გამომწერთა რიცხვი რამდენიმე მილიონით გაიზარდა.
6. 240-ე მოთამაშე თავდაპირველად კაცი უნდა ყოფილიყო
240-ე მოთამაშე, რომელმაც მინის ბურთებით შეჯიბრებისას 67-ე მოთამაშე გადაარჩინა, თავდაპირველად კაცი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ სერიალში ორ ქალს შორის არსებული ურთიერთობის აღწერა და შესწავლა უფრო საინტერესო იქნებოდა.
7. შუშის ხიდის თამაშში ხიდი მიწიდან 1 მეტრის სიმაღლეზე იყო
ამან მსახიობების დიდი ნაწილი გვარიანად დააფრთხო.
8. ოთახი, სადაც თამაშში მოკლულ მონაწილეებს წვავდნენ, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის მიხედვით შექმნეს
ამ ფაქტის გაგების შემდეგ სერიალს სულ სხვა თვალით შეხედავ.
9. სერიალის ბოლო ეპიზოდში გი-ჰუნის წითელი თმა მის ბრაზს გამოხატავს
მართალია, სერიალის ფანებს გი-ჰუნის წითელ თმასთან დაკავშირებით საკუთარი თეორია ჰქონდათ, თუმცა რეჟისორის თქმით, წითელი თმა გი-ჰუნის ბრაზს გამოხატავს. ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორმა აღნიშნა, რომ დიდხანს ფიქრობდა, თუ როგორ ვარცხნილობას არ გაიკეთებდა არასდროს გი-ჰუნი. რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ თმის წითლად შეღებვა მთავარი პერსონაჟისთვის ყველაზე დიდი სიგიჟე იქნებოდა, რის გამოც გი-ჰუნი სწორედ ამ გადაწყვეტილებას იღებს. ამით გი-ჰუნი მაყურებლებსა და თამაშის ორგანიზატორებს საკუთარ ბრაზს უჩვენებს.
10. მეორე სეზონის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიციელის ძმის შესახებ უფრო მეტს გავიგებთ
ჯერჯერობით კალმარის თამაშის მეორე სეზონი ოფიციალურად დამტკიცებული არაა, თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაში რეჟისორს მაყურებლისთვის პოლიციელის ძმისა და თამაშების ერთ-ერთი წამყვანის, იდუმალი ნიღბიანი კაცის უკეთ გაცნობა უნდა.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები