Apple-მა 14 სექტემბრის ვირტუალურ პრეზენტაციაზე ოთხი ახალი iPhone წარმოგვიდგინა. სმარტფონებმა მიიღეს ეფექტური, გამძლე და წყალგაუმტარი დიზაინი, გაუმჯობესებული კამერების სისტემა, გაზრდილი წარმადობა და ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა და კიდევ უამრავი სიახლე, რომელთა შესახებაც დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებთ iSpace ბლოგში.

ფოტო: Apple

ახალი მოდელების პრეზენტაციის დღიდან დიდი ინტერესია, თუ რა ფასად შეიძლება მათი შეძენა. Apple-ის ოფიციალურ პარტნიორებთან iPhone-ის ფასები იქნება შემდეგი:

8 ოქტომბრიდან Apple-ის ოფიციალური რესელერების ვებ-გვერდებზე, Apple-ის ერთგული მომხმარებელი შეძლებს სმარტფონის წინასწარ შეკვეთას. წინასწარი შეკვეთით შეძენილი სმარტფონი ხელმისაწვდომი იქნება 15 ოქტომბრიდან.

საქართველოს მასშტაბით 15 ოქტომბრამდე გაყიდული iPhone 13 სერია არ არის ოფიციალური და არ ისარგებლებს Apple-ის ოფიციალური გარანტიით.

ფოტო: iSpace

არაოფიციალური პროდუქციის შეძენისგან თავის ასარიდებლად საქართველოში ერთადერთი Apple Аuthorized Service Provider გვთავაზობს ონლაინ ფუნქციონალს — ვებ-გვერდზე iSupport.ge შესაბამის ველში მიუთითეთ მოწყობილობის სერიული ნომერი და გადაამოწმეთ პროდუქტის ოფიციალურობა.

გაითვალისწინეთ, სმარტფონის ნებისმიერ რესელერთან შეძენისას აუცილებლად დაიზღვიეთ თავი და გადაამოწმეთ პროდუქტის ოფიციალურობა.