მთავრობა 2022 წელს 3,1 მილიარდი ლარის საგარეო ვალს აიღებს
ფოტო: stock.adobe
მთავრობა 2022 წლისთვის 3,1 მილიარდი ლარის ახალი საგარეო ვალის აღებას გეგმავს. ამის შესახებ ცნობილი მომავალი წლის ბიუჯეტის დოკუმენტიდან ხდება.
ეს იმის ფონზე, როდესაც მთავრობამ ევროკავშირის 75 მილიონი ევროს მოცულობის მაკროფინანსურ დახმარების, ანუ დაბალპროცენტიანი სესხის აღებაზე უარი თქვა. მაშინ პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნულ ტრანშზე უარის თქმის მოტივად საგარეო ვალის შემცირების აუცილებლობას ასახელებდა.
როგორც 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიიდან ხდება ცნობილი, მომავალ წელს აღებული 3,1 მილიარდი ლარის საგარეო ვალიდან 1,9 მილიარდი უცხო ქვეყნის მთავრობების მიერ გამოყოფილი გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტები იქნება.
ამასთან, მომავალ წელს მთავრობა ბიუჯეტის მხარდასაჭერად 1,2 მილიარდის მობილიზებას გეგმავს:
- ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები — 318 მილიონი ლარის ოდენობით;
- წყალმომრაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები — 150 მილიონი ლარის ოდენობით;
- კლიმატზე მორგებული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები — 190,3 მილიონი ლარის ოდენობით;
- განვითარების პოლიტიკის ღონისძიება 2022 პროგრამის (DPO-2022) ფარგლებში მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები სახსრები — 157,38 მილიონი ლარის ოდენობით;
- სოციალური კეთილდღეობის პროგრამა IV-ის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები — 109,8 მილინი ლარის ოდენობით;
- წყალმომრაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები — 109,8 მილიონი ლარის ოდენობით (ADB-ს II ტრანშის თანადაფინანსება);
- საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა V-ის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები — 164,7 მილიონი ლარის ოდენობით.
ბიუჯეტის პროექტში ნათქვამია, რომ 2022 წელს საგარეო ვალის დაფარვისთვის 1,44 მილიარდი ლარი დაიხარჯება, საიდანაც 1,19 მილიარდი ლარი სესხების ძირითადი თანხა, ხოლო 250 მილიონი ლარი — პროცენტის თანხა იქნება.
გარდა ამისა, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა 2,85 მილიარდი ლარის საშინაო ვალს აიღებს. ამასთან, მთავრობა მომავალ წელს შიდა ვალის 1,55 მილიარდით შემცირებას გეგმავს.
ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მინისტრი ამბობს, რომ 2020 წელთან შედარებით, როდესაც მთავრობის ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან 60% იყო, წელს ეს მაჩვენებელი 7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. ხუციშვილი იმასაც ამბობს, რომ მიმდინარე წელს უარი ითქვა არა მხოლოდ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე, არამედ სხვა წინასწარ შეთანხმებულ საგარეო ვალდებულებებზეც.
"ვალის მოცულობა მცირდება მნიშვნელოვნად, 7 პროცენტული პუნქტით შემცირება არის მნიშვნელოვანი შემცირება. ეს შემცირება განხორციელდა იმის ხარჯზე, რომ საქართველომ თქვა უარი ძალიან ბევრ საგარეო ვალდებულებებზე, რომლებიც შეთანხმებული იყო, ან იყო მოლაპარაკების პროცესში და ეს არ იყო მხოლოდ ევროკავშირთან მიმართებაში, ეს არის მთელი რიგი სხვა მიმართულებები მათ შორის, კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში, სადაც საქართველომ შეცვალა მიმართება, ან საერთოდ უარი თქვა კონკრეტული პროექტებისთვის ვალის აღებაზე, ან შევიდა ბიუჯეტი ამ პროექტების თანადაფინანსებაში, რამაც საშუალება მოგვცა, რომ ვალის მოცულობა [მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით] შეგვემცირებინა 60%-დან 52,7%-მდე", — განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ბიუჯეტის 2022 წლის პროექტის მიხედვით, ჯამში, მომავალი წლის ბოლოთვის მთავრობის საგარეო ვალი 26,6 მილიარდს, ხოლო საშინაო ვალდებულებები 7,09 მილიარდ ლარს მიაღწევს.
-
ზამთრის ოლიმპიადა კრიზისშია — სპორტსმენებმა პრეზერვატივების მარაგი გაათავეს ზამთრის ოლიმპიადა კრიზისშია — სპორტსმენებმა პრეზერვატივების მარაგი გაათავეს
გადახედვა
-
კალაძის თქმით, ტრამვაის ხაზი დიდი დიღმიდან დაიწყება და აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით მეტრო "დიდუბეს" დაუკავშირდება კალაძის თქმით, ტრამვაის ხაზი დიდი დიღმიდან დაიწყება და აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით მეტრო "დიდუბეს" დაუკავშირდება
გადახედვა
-
ChatGPT ზუსტად გვხატავს, რადგან ჩვენზე ბევრი იცის — როგორ წავშალოთ თავი ბოტის მეხსიერებიდან ChatGPT ზუსტად გვხატავს, რადგან ჩვენზე ბევრი იცის — როგორ წავშალოთ თავი ბოტის მეხსიერებიდან
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: საბოტაჟს და ექსტრემიზმს კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს ირაკლი კობახიძე: საბოტაჟს და ექსტრემიზმს კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს
გადახედვა
-
Volvo Cars EMEA — ვოლვო ქარ კავკასიამ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა Volvo Cars EMEA — ვოლვო ქარ კავკასიამ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
-
ქვიზი: გამოიცანი სამშენებლო ხელსაწყო ქვიზი: გამოიცანი სამშენებლო ხელსაწყო
-
ქარიშხლიანი უღელტეხილი და ტოქსიკური ბოიფრენდის დაბადება ქარიშხლიანი უღელტეხილი და ტოქსიკური ბოიფრენდის დაბადება
გადახედვა
-
სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ საქართველოზე უკვე იყო საუბარი სახდეპში და იგეგმება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მაკა ბოჭორიშვილი: მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ საქართველოზე უკვე იყო საუბარი სახდეპში და იგეგმება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა
გადახედვა
-
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს 100%-იანი ქეშბექი Bolt Food-ის წლიური გამოწერის სერვისზე ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს 100%-იანი ქეშბექი Bolt Food-ის წლიური გამოწერის სერვისზე
-
ნინო დობორჯგინიძე: ვიცავთ ტრადიციას, ვაგრძელებთ ტრადიციას და ვქმნით მომავალს, არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია, ეს სვლა გააჩეროს ნინო დობორჯგინიძე: ვიცავთ ტრადიციას, ვაგრძელებთ ტრადიციას და ვქმნით მომავალს, არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია, ეს სვლა გააჩეროს
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ცილის მექანიზმი, რომელსაც ტვინის გაახალგაზრდავება შეუძლია აღმოაჩინეს ცილის მექანიზმი, რომელსაც ტვინის გაახალგაზრდავება შეუძლია
გადახედვა
-
გალაქტიკის ცენტრიდან სიგნალი მოდის, რომლითაც შეიძლება აინშტაინის ფარდობითობის თეორია გამოცადონ გალაქტიკის ცენტრიდან სიგნალი მოდის, რომლითაც შეიძლება აინშტაინის ფარდობითობის თეორია გამოცადონ
გადახედვა
-
გია ვოლსკი: "ილიას უნივერსიტეტის გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ" გია ვოლსკი: "ილიას უნივერსიტეტის გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ"
გადახედვა
-
AI ფსიქოზი: როგორ კარგავენ ადამიანები რეალობას ჩატბოტებთან საუბრით AI ფსიქოზი: როგორ კარგავენ ადამიანები რეალობას ჩატბოტებთან საუბრით
გადახედვა
-
გიორგი სანიკიძე: ირანული მხარე "გვაზეიმებს“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას და ხელისუფლებას რეაქცია არ აქვს გიორგი სანიკიძე: ირანული მხარე "გვაზეიმებს“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას და ხელისუფლებას რეაქცია არ აქვს
გადახედვა
-
რატომ ზღუდავს რუსეთი Telegram-ზე წვდომას? რატომ ზღუდავს რუსეთი Telegram-ზე წვდომას?
გადახედვა
-
ჩინეთმა მთვარის ხომალდი და რაკეტა გამოცადა — მათ სურთ, მთვარეზე დაშვება აშშ-ს დაასწრონ ჩინეთმა მთვარის ხომალდი და რაკეტა გამოცადა — მათ სურთ, მთვარეზე დაშვება აშშ-ს დაასწრონ
გადახედვა
-
ლევან ჯაგველაძის საქმის პროკურორის თქმით, ოთარ ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებისთვის შესაბამის ორგანოს მიმართეს ლევან ჯაგველაძის საქმის პროკურორის თქმით, ოთარ ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებისთვის შესაბამის ორგანოს მიმართეს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: მე პოლიტიკურ პარტიას ვერ შევქმნი, ჩემთვის ეს დრო დასრულებულია სალომე ზურაბიშვილი: მე პოლიტიკურ პარტიას ვერ შევქმნი, ჩემთვის ეს დრო დასრულებულია
გადახედვა
-
დისნეის ფიფქია ჩავარდა — სტუდიამ $170 მილიონი იზარალა დისნეის ფიფქია ჩავარდა — სტუდიამ $170 მილიონი იზარალა
გადახედვა
კომენტარები