შალვა ტაბატაძე: სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა 3 000-ითაა შემცირებული
ფოტო: პირველი არხი
განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე ოცნების ხელისუფლების მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტის კვოტირების ახალ სისტემას ეხმაურება და წერს, რომ "2025-2026 წელთან შედარებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა 3 000-ითაა შემცირებული. მისი თქმით, შემცირებულია განსაკუთრებით ილიას უნივერსიტეტის პროგრამები (92%-ით), ასევე სოხუმის (58.9%-ით), ქუთაისის (6.8%), გორის (64.6%), სამცხე-ჯავახეთის (67.6%), თელავის უნივერსიტეტებში (22.9%) სტუდენტთა ადგილების რაოდენობა.
შალვა ტაბატაძის მიერ გამოქვეყნებული ინფოგრაფიკის მიხედვით, თბილისში 42.9%-ითაა გაზრდილი კომპიუტერულ მეცნიერებათა, ინჟინერიის, ინფორმატიკის მიმართულებებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა. სამაგიეროდ შემცირებულია — სამართლის (24.7%), ბიზნეს-ადმინისტრირების (25.4%), ფსიქოლოგიის (79%), ეკონომიკის (44%), საერთაშორისო ურთიერთობების (88.3%), სოციოლოგიის (88.5%) მიმართულებებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა.
რეგიონებშიც გაზრდილია სტუდენტების მიღება კომპიუტერულ მეცნიერებათა და ბიზნესის მიმართულებებზე, შემცირებულია — ეკონომიკის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებებზე.
რაც შეეხება უნივერსიტეტების მიხედვით მისაღები სტუდენტების რაოდენობას, შალვა ტაბატაძის ინფოგრაფიკით, ასეთი სურათია:
"გვიან ღამით დაიდო საუნივერსიტეტო პროგრამები კვოტებით და მე და ქეთევან ჩაჩხიანი შევეცადეთ გაგვეანალიზებინა 2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამები უნივერსიტეტების, პროგრამების და რეგიონების დონეზე. შეჯამებული ინფორმაცია ვიზუალურად ვაჩვენეთ სლაიდებზე ქვემოთ. ზოგადად, შემდეგი სურათი გამოჩნდა:
1. 2025-2026 წელთან შედარებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა შემცირებულია 3,000 ადგილით;
2. უნივერსიტეტების დონეზე გაზრდილია თსუ-ს, სტუ-ს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მისაღებ სტუდენტთა საერთო რაოდენობა.
3. შემცირებულია განსაკუთრებით ილიას უნივერსიტეტის პროგრამები და დატოვებულია მხოლოდ პედაგოგიკა +აბეტ აკრედიტებული პროგრამები და შესაბამისად მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 92%-ით მცირდება, ასევე შემცირებულია სოხუმის, ქუთაისის ორივე უნივერსიტეტის, გორის, სამცხე-ჯავახეთი, თელავის უნივერსიტეტების სტუდენტთა ადგილების რაოდენობა;
4. მიმართულებების მიხედვით (მხოლოდ 7 მიმართულება გავაანალიზეთ ტენდენციების დასანახად, თუმცა ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები) მკვეთრად შემცირებულია სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, სოციოლოგია თბილისშიც და რეგიონებშიც. მეტიც, ამ მიმართულებებზე გორის, თელავის, ზუგდიდის, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტების სტუდენტებს აღარ ექნებათ ხელმისაწვდომობა.
5. გაზრდილია კომპიუტერული მეცნიერებების, კომპიუტერული ინჟინერიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინფორმატიკის საერთო რაოდენობაც და რაოდენობები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, თუმცა ხელმისაწვდომობა ამ მიმართულებაზე აღარ აქვთ გორის, თელავის, ზუგდიდის, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტების სტუდენტებს.
6. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიუხედავად იმისა, რომ აღარ არის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, სამართალი და ბიზნესის პროგრამები და დარჩენილია საინჟინრო-ტექნიკურ-ტექნოლოგიური-აგრარული მიმართულებები, 2026-2027 წლების კვოტა მაინც აღემატება 2025-2026 წლების გამოცხადებული ადგილების რაოდენობას, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფილირებულ საინჟინრო-ტექნოლოგიურ მიმართულებებზე მისაღები სტუდენტთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია;
7. ბრძანების მიხედვით გამონაკლისებში არ არიან 1+4 კვოტირების სისტემით ჩარიცხული სტუდენტები, რომელთა რაოდენობა 2025-2026 წლებში 1500-მდე იყო სახელმწიფო უნივერსიტეტებში და რომელთაც წელს უნდა აირჩიონ საბაკალავრო პროგრამა, შესაბამისად გამოყოფილი 21,300 ადგილიდან დაახლოებით 1500 ადგილი ამ სტუდენტებზე უნდა გადანაწილდეს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სამცხე-ჯავახეთის, თელავის, გორის უნივერსიტეტის 1+4 პროგრამის სტუდენტებს შეექმნებათ საბაკალავრო პროგრამის არჩევის პრობლემა 2026-2027 სასწავლო წელს, რადგან ის პროგრამები, რომელზეც მათ სწავლის გაგრძელება შეიძლება სურდეთ, აღარ იქნება მათ უნივერსიტეტებში.
უფრო მეტი დეტალი იხილეთ ატვირთულ სლაიდებში, სადაც უფრო კონკრეტული და სპეციფიკური ინფორმაციებია, რაზეც ზოგადად დავწერეთ. გარდა ამისა, საყურადღებოა რომ:
1. 2026-2027 წლების პროგრამებში დამატებულია მასწავლებელთა განათლების ინტეგრირებული პროგრამა ილიაუნის, სოხუმის და რეგიონალური უნივერსიტეტებისთვის 1,300 ადგილით, რაც წინა წელს საერთოდ არ იყო საბაკალავრო პროგრამებში;
2. დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების პროგრამა საერთოდ აღარ არის პროგრამების ჩამონათვალში", — წერს სოციალურ ქსელში განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე წერს.
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები