ქარიშხლიანი უღელტეხილი და ტოქსიკური ბოიფრენდის დაბადება
ჰითკლიფისა და კეტრინის ტრავმით გადაბმული რომანი დისფუნქციურიცაა და ამაზრზენიც. მაგრამ ტირილისგან თავს მაინც ვერ იკავებ.
სტატია შეიცავს ფილმის სპოილერებს და წარმოადგენს The Washington Post-ის რეცენზიას "ქარიშხლიან უღელტეხილზე".
თუ ცხოვრებაში ოდესმე გიფიქრია, რომ ქალები თითქოს ამბობენ, კარგი ბიჭები გვინდაო, მაგრამ სინამდვილეში "ცუდ ბიჭებს" ეტანებიან; ან რომ ნამდვილმა სიყვარულმა აუცილებლად უნდა გატკინოს; ან რომ რომანტიკა და ადევნება პრინციპში ერთი და იგივეა, მგონი ყველამ ვიცით, ვის დავაბრალოთ ეს:
- საკაცეთს;
- პატრიარქატს;
- და ერთ ახალგაზრდა ბრიტანელ ქალს, რომელიც 1848 წელს, 30 წლის ასაკში, ტუბერკულოზით გარდაიცვალა, თუმცა მანამდე გამოუშვა ყველა დროის ყველაზე პრობლემური სიყვარულის ისტორია "ქარიშხლიანი უღელტეხილი".
ემილი ბრონტეს ეს რომანი 1847 წელს გამოქვეყნდა და კრიტიკოსები თავიდანვე ვერ მიხვდნენ, რა ეყოთ მისთვის. ერთმა მას "ველური, დაბნეული, დაშლილი და დაუჯერებელი" უწოდა, თუმცა თან დაამატა, რომ "დიდ ძალასაც" ფლობდა. მეორემ დაწერა, რომ მასში "ჯეინ ეარის (ემილის დის, შარლოტას რომანი) ყველა ნაკლი ათასჯერაა გაზრდილი" და რომ "ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ იგი ვერასდროს გახდება ფართოდ წაკითხვადი". ერთზე მეტმა რეცენზენტმა უბრალოდ "უცნაური" უწოდა.
თანამედროვეთა მთავარი პრობლემა რომანის "მორალური ცენტრის" არარსებობა იყო. აქ არავინაა კარგი. არავინ სწავლობს გაკვეთილს. ქარიშხლიანი უღელტეხილი არის იორკშირელი მეზობლების რამდენიმე თაობის ამბავი, რომლებიც ერთმანეთს სიკვდილამდე ტანჯავენ, უყვართ და სძულთ.
კეტრინ ერნშოუ ბავშვობაში მინდვრებში დარბის ჰითკლიფთან ერთად, ბიჭთან, რომელიც მამამ ქუჩიდან აიყვანა და აღზარდა. კეტრინის ძმა, ჰინდლი, მასზე ძლიერად ეჭვიანობს. როცა მამა კვდება, კეტრინი ხვდება, რომ ჰითკლიფი უყვარს, მაგრამ ჰინდლი ჰითკლიფს სიღარიბისთვის წირავს და მსახურად აქცევს. ამ დროს სცენაზე ჩნდება ედგარ ლინტონი, ახლომახლო მამულის ღირსეული, მშვიდი ახალგაზრდა, რომელიც კეტრინს ხელს სთხოვს. კეტრინი თანხმდება, რადგან სჯერა, რომ ქმრის სიმდიდრით ჰითკლიფს სიღარიბიდან იხსნის.
მარგო რობი კეტრინ ერნშოუს როლში
ფოტო: Warner Bros. Pictures/AP
და აი, იწყება უბედურება. ჰითკლიფი გარბის. კეტრინი ორსულდება. ჰითკლიფი მდიდარი ბრუნდება. ის ედგარის დას, იზაბელას, ირთავს ცოლად, ნაწილობრივ იმისთვის, რომ კეტრინის ცხოვრებაში დარჩეს, ნაწილობრივ კი იმისთვის, რომ უარყოფისთვის დასაჯოს. გეგმა მუშაობს: კეტრინი ემოციურად ინგრევა. ჰითკლიფი იზაბელას სცემს და აწამებს. იზაბელა მოახლეს სასოწარკვეთილ წერილებს სწერს: "ჰითკლიფი საერთოდ კაცია? თუ კი, შეშლილია? თუ არა, ეშმაკია?"
თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ეს არის ზუსტად ის, რასაც AI ჩატბოტი გიპასუხებდა, თუ "ტოქსიკური რომანის" განმარტებას სთხოვდი. ჰითკლიფი სიყვარულით "ბომბავს". კეტრინი მოლოდინში ამყოფებს. ისინი თაობიდან თაობაზე გადაცემული ძალადობის ტრავმით არიან ერთმანეთზე გადაბმული. ჩემს ქალიშვილს ჰითკლიფთან პაემანზე რომ დაეწყო სიარული, პირადად მივიყვანდი ელიზაბეთ უორენის კართან და ფემინიზმს ვთხოვდი, გამოესწორებინა.
მაგრამ აქ შვილებზე არ ვსაუბრობთ. აქ იმაზე ვსაუბრობთ, რაში ვვარდებით ჩვენ თვითონ.
რადგან ყველა ფსიქოლოგიური წამების პარალელურად ჰითკლიფს ისეთი ფრაზებიც აქვს, როგორიც ესაა, სადაც საკუთარ სიყვარულს კეტრინის მიმართ ლინტონისას ადარებს:
თუნდაც მთელი თავისი სუსტი არსებობის ძალით უყვარდეს, ოთხმოც წელიწადში ვერ შეიყვარებს ისე, როგორც მე ერთ დღეში შემიძლია
მართლა კორსეტის თასმებით ასწია ჰაერში? აჰ, რა რომანტიკულია!
ფოტო: Warner Bros. Pictures/AP
ან ეს საპასუხო ფრაზა, როცა კეტრინი ჰითკლიფს გულის გატეხაში ადანაშაულებს:
უბედურება, დამცირება, სიკვდილი, თვით ღმერთი ან სატანაც ვერ დაგვაშორებდა. შენ თვითონ გააკეთე ეს. შენი გული მე არ გამიტეხავს. შენ გატეხე და როცა გატეხე, ჩემიც მიაყოლე
ან ეს, როცა ის მომაკვდავ კეტრინთან გარბის:
კეტრინ ერნშოუ, არ მოგეცეს მოსვენება, სანამ მე ვცოცხლობ. შენ თქვი, რომ მე მოგკალი, მაშ, მაწამე! მოკლულები ხომ თავიანთ მკვლელებს დასდევენ. მე მჯერა, ვიცი, რომ სულები დედამიწაზე დადიან. ყოველთვის ჩემთან იყავი, ნებისმიერი სახე მიიღე, ჭკუიდან შემშალე. ოღონდ არ დამტოვო ამ უფსკრულში, სადაც ვერ გპოულობ! ღმერთო, აუტანელია! მე ვერ ვიცოცხლებ ჩემი სიცოცხლის გარეშე! ვერ ვიცოცხლებ ჩემი სულის გარეშე!
ხედავ? გესმის ჰითკლიფის პრობლემა?
თუ ის ქალი ხარ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩემ უკან იჯდა ახალი ქარიშხლიანი უღელტეხილის პრესჩვენებაზე, მაშინ შეიძლება ვერ ხედავ. ის ქალი კეტრინის სიკვდილის სცენაზე იცინოდა, ოხრავდა და ერთ მომენტში ჩურჩულით თქვა: "ოო, კაი რაა".
მაგრამ თუ ჩემნაირი ხარ, პროფესიონალი, რომელმაც ჩვენებაზე რედაქტორიც წამოიყვანა, მაშინ ამ სცენაზე თავიდან იცხოვრებ ყველა იმ საშინელ, ამაღელვებელ, "საშინელ, მაგრამ ამაღელვებელ" რომანს, რაც ოდესმე გქონია ახალგაზრდობაში, როცა სულელი იყავი, და საკუთარ თავს უბრძანებ, რომ უფროსის წინ არ ატირდე.
ელორდი და რობი — კორსეტში, რომელიც თითქოს განგებ ელოდება გახევას
ფოტო: Warner Bros. Pictures/AP
კარგი, ფილმს დავუბრუნდეთ. ამიტომ ვართ აქ. ემერალდ ფენელმა გადაიღო "ქარიშხლიანი უღელტეხილის" ახალი ეკრანიზაცია, თუმცა ფილმის სათაურშივე ბრჭყალები მიგვანიშნებს, რომ ეს ვერსია ორიგინალს ზუსტად არ მიჰყვება.
ფენელი (Killing Eve, Promising Young Woman) დღეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფემინისტი რეჟისორია, და თითქმის ყველა ცვლილება, რაც მან ბრონტეს ტექსტში შეიტანა, მიზნად ისახავს ჰითკლიფის გარშემო ქალებს მეტი მოქმედების ძალა მისცეს, რითიც თავად ჰითკლიფი რბილდება და მისი სისასტიკე უფრო მისაღები ხდება. როლზე იაკობ ელორდის ქასთინგი საკამათო იყო, წიგნში ჰითკლიფი "მუქკანიანად" არის აღწერილი, რაც ბევრმა მკითხველმა, მათ შორის მეც, "არათეთრად" გაიგო. თუმცა ის ფაქტი, რომ ელორდი ვიზუალურად მიმზიდველია, საქმეს ნამდვილად ამარტივებს.
ერთ-ერთი დიდი ცვლილება ისაა, რომ ფილმში საერთოდ აღარ არის ჰინდლი, მისი ალკოჰოლიზმი და სისასტიკე კეტრინის მამაზეა გადატანილი. მეორე ცვლილება კი ჰითკლიფისა და იზაბელას ქორწინების ჩვენებაა, აქ ის ნაკლებად ძალადობრივად და უფრო ორმხრივად ბოროტ თამაშადაა გადაკეთებული. ჰითკლიფი მას ცუდად ექცევა, მაგრამ თავიდანვე ეუბნება, რომ ის უბრალოდ ინსტრუმენტია და არა სიყვარულის ობიექტი და იზაბელა მაინც თანხმდება.
"გინდა, შევწყვიტო?" — ეკითხება ის ისევ და ისევ და ეს ერთგვარ თანხმობის მოდელადაც კი ჩანს, იზაბელა მაინც სთხოვს, არ გაჩერდეს. მოგვიანებით ისინი ერთად წერენ იმ სასოწარკვეთილ წერილებს, რომლებითაც კეტრინის ყურადღება უნდა მიიქციონ. ამ ვერსიაში იზაბელაც საკმაოდ "ეშმაკური" ფიგურაა.
ქეით, გახსოვდეს: ის ვერასდროს შეგიყვარებს ისე, როგორც ჰითკლიფი
ფოტო: Warner Bros. Pictures
მაგრამ ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვრული გადაწყვეტილება სიყვარულსა და ზიზღს შორის საზღვრის გამოკვლევაა, რა გვიზიდავს და რა გვაძრწუნებს. ფილმი სიბნელეში იწყება, ისმის რიტმული ჭრიალი და კაცის ხვნეშა, და გგონია, რომ სექსის სცენაა, მაგრამ სინათლე რომ ჩნდება, ვხედავთ, რომ ეს საჯარო ჩამოხრჩობა ყოფილა. ეს მოტივი მეორდება: სექსი გვესმის თუ ღორის გამოფატვრა? როცა ჰითკლიფი და კეტრინი ერთმანეთს საწოლში "სიურპრიზებს" უტოვებენ (კვერცხებს) და მერე ნამტვრევებში თითებს იგლისავენ, ზიზღია ეს თუ აღგზნება?
ქარიშხლიანი უღელტეხილის ტრიუკი ყოველთვის ეს იყო, პასუხი ერთდროულად ორივეა. სიყვარულის საწინააღმდეგო, როგორც ხშირად ამბობენ, სიძულვილი კი არა, გულგრილობაა. რომანტიკის სამყაროში ჯობია "ძლიერად გრძნობდე რამეს", ვიდრე არაფერს. სწორედ ამას აკეთებენ ჰითკლიფები და "ცუდი ბიჭები": ისინი გაძლევენ ძლიერ ემოციას. იმიტომ, რომ ძალიან უყვარხარ. იმდენად უყვარხარ, რომ ცუდები უნდა იყვნენ. იმდენად უყვარხარ, რომ სხვებს ცუდად უნდა მოექცნენ. სიყვარული დიდია.
სიყვარულის საწინააღმდეგო, როგორც ხშირად ამბობენ, სიძულვილი კი არა, გულგრილობაა
სინამდვილეში ეს სიყვარული არ არის, მაგრამ სცადე ეს აუხსნა 19 წლის ლიტერატურის სტუდენტს, რომელიც პირველად კითხულობს ბრონტეს. სცადე აუხსნა იმ შებმის ოსტატებს, რომლებიც თავიანთ მიმდევრებს ასწავლიან, რომ "არა" წინადადების მხოლოდ დასაწყისია და არა სრული პასუხი.
სცადე აუხსნა 200-წლიან ლიტერატურულ კრიტიკას, ან Reddit-ის თემებს სათაურით "ჰითკლიფი მონსტრია", კომენტარებით "ვიცი, მაგრამ მაინც მიყვარს".
იმიტომ, რომ ახლა უკვე შეგიძლია კინოში წახვიდე და ნახო, როგორ ეუბნება მარგო რობი კეტრინის როლში "არა"-ს ელორდის ჰითკლიფს, და როცა მის თვალებში ნატვრას დაინახავ, მიხვდები იმას, რასაც ჰითკლიფი ხვდება, როცა მას კორსეტის თასმებით ცალი ხელით სწევს ჰაერში: რომ სინამდვილეში "კი"-ს გულისხმობს.
ელორდი ჰითკლიფის პიკზე, მზად არის, მზის ჩასვლისკენ გაიქცეს, ვიდრე კეტრინთან რეალურად ისაუბროს
ფოტო: Warner Bros. Pictures/AP
იცი, რა პრობლემაა აქ? ძველი აღთქმა / ახალი აღთქმის დილემა. რომანის პირველ ნახევარში ჰითკლიფი უხეშია, მაგრამ გასაგები, მისი ქმედებები ცუდია, თუმცა ადამიანური ემოციების სპექტრში ჯდება. დიახ, გადაირეოდი, თუ გაიგებდი, რომ შენი სიყვარული სხვას ეუბნება, რომ შენზე ქორწინება დაამცირებს. დიახ, საშინელება იქნებოდა, რომ შენ სიმდიდრის მოსაპოვებლად წასულიყავი და დაბრუნებისას ის სხვაზე დაქორწინებული დაგხვედროდა.
(იზაბელას ძაღლისადმი სისასტიკეს აქ არ გავიხსენებთ, ვივარაუდოთ, რომ ბრონტე თავადაც ხვდებოდა, რომ ეს შეცდომა იყო და რომ შეეძლოს, ალბათ აღარ დაწერდა).
მაგრამ ჰითკლიფის ბოროტება რომანის მეორე ნახევარში პიკს აღწევს, რაც თავიდან არ მახსოვდა, სანამ ხელახლა არ წავიკითხე. კეტრინი კვდება და წიგნში კიდევ 200 გვერდია დარჩენილი. ამ 200 გვერდში ჰითკლიფი შემდეგ თაობას ანადგურებს: სჯის კეტრინის გოგოს, რადგან მამა ედგარია და არა ის; სჯის საკუთარ ბიჭს, რადგან დედა იზაბელაა და არა კეტრინი. იმეორებს ბავშვობის ძალადობას, ითვისებს ქონებას, მონსტრია. არავის აქვს მოსვენება, სანამ თავადაც არ მოკვდება, სამ ათეულ წელიწადში.
ახალი ფილმი ამას საერთოდ არ გვიჩვენებს, არც სხვა ეკრანიზაციები. ისინი წიგნის შუაში წყვეტენ ამბავს, და მიზეზიც გასაგებია: კეტრინის სიკვდილის შემდეგ ჰითკლიფის მიმართ სიმპათიაც კვდება. ის აღარ არის სიყვარულით შეპყრობილი სექსუალური გმირი, ის უბრალოდ ადამიანია, რომელსაც მკურნალობა სჭირდება (მე-19 საუკუნის ვერსიით, ალბათ წურბელებით სისხლის გამოწოვა?)
Reddit-ზე მათ, ვინც ამბობს, რომ ჰითკლიფი მონსტრია, ალბათ ახსოვს წიგნის მეორე ნახევარიც. ხოლო მათ, ვისაც მაინც უყვართ, შეიძლება ჩემსავით ჩუმად დაივიწყეს. ჩათვალეს, რომ ეს უბრალოდ გაგრძელების იდეების ნაკრებია, რომელიც თავის დროზე შემთხვევით გამოაქვეყნეს. ჩათვალეს, რომ ეს არაოფიციალური ტექსტია და არა ორიგინალი.
მოეკიდე ამას როგორც იმ ესკაპიზმს, რომელსაც შენი ცოტა სულელი გული ხანდახან ნატრობს. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ მხატვრული ტექსტია, იდეა, რომ ვიღაც ისე უიმედოდ და თავგზააბნეულად არის შენზე შეყვარებული, რომ ურჩევნია შენი გამოფიტული, გამაღიზიანებელი აჩრდილი მარადიულად დასდევდეს, ვიდრე თუნდაც ერთი წუთით იცხოვროს შენ გარეშე.
-
ChatGPT-ს შემქმნელმა კომპანიამ უახლესი მოდელი გამოუშვა — რა გაუმჯობესდა GPT-5.4-ით ChatGPT-ს შემქმნელმა კომპანიამ უახლესი მოდელი გამოუშვა — რა გაუმჯობესდა GPT-5.4-ით
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: პრემიერმინისტრი კობახიძე აანონსებს ახალ კანონებს, რომლებიც ბრალდებებს ახლად ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ პარტიებზეც ავრცელებს სალომე ზურაბიშვილი: პრემიერმინისტრი კობახიძე აანონსებს ახალ კანონებს, რომლებიც ბრალდებებს ახლად ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ პარტიებზეც ავრცელებს
გადახედვა
-
"ყველაფერს ვიზამ, რომ ისრაელმა არ მოიგოს" — შვედეთის წარმომადგენელი ევროვიზიაზე "ყველაფერს ვიზამ, რომ ისრაელმა არ მოიგოს" — შვედეთის წარმომადგენელი ევროვიზიაზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა მიხეილ ყაველაშვილმა ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
გადახედვა
-
კაცობრიობამ მზის გარშემო ასტეროიდის ორბიტა შეცვალა კაცობრიობამ მზის გარშემო ასტეროიდის ორბიტა შეცვალა
გადახედვა
-
TI: 2026 წლის მონაცემებით, თაღლითური ქოლ-ცენტრები კვლავ აგრძელებენ მუშაობას TI: 2026 წლის მონაცემებით, თაღლითური ქოლ-ცენტრები კვლავ აგრძელებენ მუშაობას
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს დააკორექტირებენ, რადგან "თავისუფლების მოედანიც" ნაცმოძრაობის წიაღიდანაა ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს დააკორექტირებენ, რადგან "თავისუფლების მოედანიც" ნაცმოძრაობის წიაღიდანაა
გადახედვა
-
ბელგიის ქალაქ ლიეჟში სინაგოგასთან აფეთქება მოხდა — მთავრობა მომხდარს "ანტისემიტურ ფაქტად" აფასებს ბელგიის ქალაქ ლიეჟში სინაგოგასთან აფეთქება მოხდა — მთავრობა მომხდარს "ანტისემიტურ ფაქტად" აფასებს
გადახედვა
-
SOLO-ს საგაზაფხულო კამპანია: ნათია ლაბაძე, პირველი ქართველი ქალი კაპიტანი SOLO-ს საგაზაფხულო კამპანია: ნათია ლაბაძე, პირველი ქართველი ქალი კაპიტანი
-
სალომე ზურაბიშვილი: დათო ჩხეიძე ვერაფერი მოუხერხეს, იმდენად ღვთის და ერის კანონს უფრთხილდება. ურიგო არ იქნება მიხედოთ თქვენკენ ნამდვილ ნარკომანებს, მომხმარებლებს, გამსაღებლებს და მათ მფარველებს! სალომე ზურაბიშვილი: დათო ჩხეიძე ვერაფერი მოუხერხეს, იმდენად ღვთის და ერის კანონს უფრთხილდება. ურიგო არ იქნება მიხედოთ თქვენკენ ნამდვილ ნარკომანებს, მომხმარებლებს, გამსაღებლებს და მათ მფარველებს!
გადახედვა
-
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულმა მოქმედმა პოლიციელმა ბათუმში "სპარი" გაქურდა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულმა მოქმედმა პოლიციელმა ბათუმში "სპარი" გაქურდა
გადახედვა
-
ტესტი: შეარჩიე საჩუქარი და გეტყვით, რას ამბობს ეს შენზე ტესტი: შეარჩიე საჩუქარი და გეტყვით, რას ამბობს ეს შენზე
-
სარა ჯ. მაასი განმარტავს, რატომ შეწყდა ACOTAR-ის ეკრანიზაციაზე მუშაობა სარა ჯ. მაასი განმარტავს, რატომ შეწყდა ACOTAR-ის ეკრანიზაციაზე მუშაობა
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: Eagle Hills-ის პროექტიდან მივიღებთ დაუმთავრებელ, რამდენიმე ათეულ წელიწადის განმავლობაში მიმდინარე მშენებლობას, რომლიდანაც ნაღებს აიღებს არაბული კომპანია, ისე, რომ საკუთარ ფულსაც კი არ ჩადებს მასში რომან გოცირიძე: Eagle Hills-ის პროექტიდან მივიღებთ დაუმთავრებელ, რამდენიმე ათეულ წელიწადის განმავლობაში მიმდინარე მშენებლობას, რომლიდანაც ნაღებს აიღებს არაბული კომპანია, ისე, რომ საკუთარ ფულსაც კი არ ჩადებს მასში
გადახედვა
-
Pixar მონსტრების კორპორაციის მესამე ნაწილზე მუშაობს — აი, რა ვიცით Pixar მონსტრების კორპორაციის მესამე ნაწილზე მუშაობს — აი, რა ვიცით
გადახედვა
-
ტემპერატურის მატებასთან ერთად, აუცილებლად გააქტიურდება დაძრული მიწის მასები — კახა კიკნაძე ხარაგაულში მეწყერზე ტემპერატურის მატებასთან ერთად, აუცილებლად გააქტიურდება დაძრული მიწის მასები — კახა კიკნაძე ხარაგაულში მეწყერზე
გადახედვა
-
Gen Z კაცების თითქმის მესამედი მიიჩნევს, რომ ცოლი ქმრის მორჩილი უნდა იყოს Gen Z კაცების თითქმის მესამედი მიიჩნევს, რომ ცოლი ქმრის მორჩილი უნდა იყოს
გადახედვა
-
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის მილსადენზე IRGC-ის ტერორისტული თავდასხმა აღკვეთა აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის მილსადენზე IRGC-ის ტერორისტული თავდასხმა აღკვეთა
გადახედვა
-
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი რანგის დელეგაცია საქართველოს ეწვია — გამოხმაურებები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი რანგის დელეგაცია საქართველოს ეწვია — გამოხმაურებები
გადახედვა
-
ხამენეის მხარდამჭერი აქციის კრიტიკის შემდეგ, გიგა ბოკერიას მარნეულელი რელიგიური პირი ეხმაურება ხამენეის მხარდამჭერი აქციის კრიტიკის შემდეგ, გიგა ბოკერიას მარნეულელი რელიგიური პირი ეხმაურება
გადახედვა
-
ნებისმიერი უცხოური დაფინანსების კრიმინალიზაცია და ამის გამო 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არაპროპორციული ზომაა — ODHIR "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებზე ნებისმიერი უცხოური დაფინანსების კრიმინალიზაცია და ამის გამო 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არაპროპორციული ზომაა — ODHIR "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებზე
გადახედვა
კომენტარები