თიბისის ბიზნესდაჯილდოება — ღონისძიება, რომელიც საქართველოში ბიზნესის პოპულარიზაციასა და ბიზნესსოციუმის განვითარებას ემსახურება, მეექვსედ გვიბრუნდება — ამჯერად განახლებული ნომინაციებით!

ბიზნესდაჯილდოება 2021 დაიწყო

ფოტო: თიბისი

დასაწყისიდან დღემდე დაჯილდოების პლატფორმამ 2500-მდე წევრი გააერთიანა და შესაბამისად, მთელ ქვეყანას გააცნო მათი ბიზნესის წარმატების ისტორია. თიბისი, პროექტის ფარგლებში, პარტნიორებთან ერთად, შემდეგ 5 ნომინაციაში გამოავლენს იმ კომპანიებს, რომლებმაც საქართველოს ბიზნესსოციუმის განვითარებასა და გაჯანსაღებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს:

  • საუკეთესო პროდუქტი ან მომსახურება;
  • საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი;
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა;
  • საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობა;
  • გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში.

მათგან ორი — ნომინაციები საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობისა და გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში — წელს პირველად გამოჩნდა. გამარჯვებული კომპანიები კი საკუთარ საქმიანობასა და საჭიროებებზე მორგებულ პრიზებს მიიღებენ — მათ შეეძლებათ, არჩევანი გააკეთონ ვებ-გვერდის შექმნას, ბრენდის სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და მედიის მხარდაჭერას შორის, რომლებიც დღევანდელ სწრაფადცვალებად, ციფრულ სამყაროში ნებისმიერი ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო კომპონენტებია.

ჩვენ მომდევნო თავში უფრო დეტალურად მიმოვიხილავთ ახალ ნომინაციას — "გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში", გაგაცნობთ ნომინაციის მიზნებსა და ჟიურის წევრებს, რომლებიც საქართველოს რეგიონიდან გამორჩეულ ბიზნესს გამოავლენენ.

ბიზნესდაჯილდოების ახალი ნომინაცია — გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

ფოტო: Shutterstock

ბიზნესდაჯილდოება წელს მნიშვნელოვანი მისიით წარსდგა საზოგადოების წინაშე — გამოავლინოს ბიზნესები, რომლებსაც სასიკეთო ცვლილებები მოაქვთ რეგიონებისთვის, ავითარებენ ინფრასტრუქტურას, შეაქვთ ინოვაციები, აჩვენებენ მაგალითს და ავითარებენ ადგილობრივ ეკონომიკას.

უკანასკნელი წლების განმავლობაში რეგიონები მრავალი გამოწვევის წინაშე დადგნენ — მოსახლეობის გადინებამ, უმუშევრობამ, დაბალმა ანაზღაურებამ, ეკონომიკურმა იზოლაციამ თუ სხვა პრობლემამ თავი თითქმის ყველგან იჩინა. სწორედ ამიტომ, ბიზნესდაჯილდოების მიზანია, მოტივაცია მისცეს ბიზნესებს, რომლებიც ბარიერების მიუხედავად აქ, ახლა ფუძნდებიან რეგიონებში, ავითარებენ მეწარმეობას, ნერგავენ ინოვაციებს და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს ადგილობრივებისთვის.

ნომინაციაზე "გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში" განაცხადის გაკეთება შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუკი უკვე 1 წელი მაინცა გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენი ბიზნესი საქართველოს რომელიმე რეგიონში ოპერირებს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის განვითარებაში.

თუ თვლით, რომ თქვენი ბიზნესისტორია სხვებისთვის შთამაგონებელია, ხოლო საზოგადოებისთვის თქვენს ბიზნესს სარგებელი მოაქვს მატერიალური თუ არამატერიალური ღირებულებების სახით, მაშინ ეს ნომინაცია თქვენთვის შეიქმნა.

საგულისხმოა, რომ ბიზნესდაჯილდოებაზე ელიან ყველა სახის ბიზნესს, იმისდა მიუხედავად, თუ რა ზომისაა და რა დარგში ოპერირებს ის.

ჟიურის წევრები და შეფასების კრიტერიუმები

ბიზნესებს, რომლებიც რეგიონებს აძლიერებენ ხუთი ექსპერტით დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. ისინი არიან:

  • დავით წიკლაური — კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი, USAID საქართველო. მარკეტინგის პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ეკა ქათამაძე — GEC JSC, პარტნიორი;
  • გვანცა ირემაშვილი — UNDP, კოორდინატორი ეკონომიკური განვითარების საკითხებში;
  • მედეა ტაბატაძე — Insource, მმართველი პარტნიორი;
  • გვანცა მელაძე — Gateway&Partners Georgia, CEO.

როგორც ჟიურის წევრები აღნიშნავენ, პროექტში "გამჭვირვალე და ადეკვატური" კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ, ყველას ეძლევა თანაბარი შანსი და არავინ რჩება ყურადღების მიღმა.

თუკი თქვენმა ბიზნესმა არსებულ რეგიონში შეიტანა სიახლე ან გააჩინა წვდომა იქამდე მიუწვდომელ სერვისზე, ასევე თუ კომპანია დადებით გავლენას ახდენს ბიზნესგარემოზე, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც ითვალისწინებს და ამავდროულად, თქვენი ბიზნესი მზარდიცაა, მაშინ დრო არ უნდა დაკარგოთ დააუცილებლად უნდა წარდგეთ ამ ახალ ნომინაციაზე.

დავით წიკლაური, კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი, USAID საქართველო. მარკეტინგის პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი;

ფოტო: თიბისი

ბიზნესდაჯილდოება ადამიანებს ეხმარება ოპტიმისტურად უყურონ ცხოვრებას, აძლიერებს ბიზნესსექტორს, ახალისებს კომპანიებს და აძლევს საშუალებას სხვებსაც, ახალი იდეები დანერგონ.

ამბობს დავით წიკლაური.

დავითი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით დასაფასებელია ბიზნესები, რომლებმაც მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შექმნეს. ეკა ქათამაძის თქმით კი, ჟიურის წევრებს ახალი ნომინაციისა და კანდიდატების მიმართი დიდი ინტერესი და მოლოდინი აქვთ. “ამ ბიზნესების შეფასება ერთგვარი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა”, — ამბობს იგი.

გვანცა ირემაშვილი, UNDP, კოორდინატორი ეკონომიკური განვითარების საკითხებში;

ფოტო: თიბისი

გვანცა ირემაშვილი, UNDP-ის კოორდინატორი ეკონომიკური განვითარების საკითხებში, მრავალი წელია რეგიონების საკითხებზე მუშაობს და ამბობს, რომ ერთი ბიზნესის წახალისებითაც კი რამდენიმე პრობლემაზე პასუხის გაცემა შეგვიძლია.

გვინახავს მაგალითები, თუნდაც მაღალმთიან რეგიონებში, სადაც დაცლილი სოფლები ერთმა ბიზნესინიციატივამ აღადგინა. მანდ შემოიკრიბა მეზობლები და შექმნა ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი. რეგიონში ერთ კომპანიაც კი ერთბაშად პასუხობს რამდენიმე პრობლემას — მიგრაციის, ეკონომიკური განვითარების თუ გარემოს დაცვის კუთხით.

აღნიშნავს გვანცა ირემაშვილი.

ჟიურის წევრები აღნიშნავენ, რომ ბიზნესდაჯილდოება მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს დიდი გამოცდილებას შესძენს.

გვანცა მელაძე, Gateway&Partners Georgia, გენერალური დირექტორი

ფოტო: თიბისი

ეკა ქათამაძე, GEC JSC, პარტნიორი

ფოტო: თიბისი

მედეა ტაბატაძე, Insource, მმართველი პარტნიორი

ფოტო: თიბისი

"ბიზნესდაჯილდოება არის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი შორიდან შეიცნო შენი ბიზნესი, დაინახო სისუსტეები და სიძლიერეები, გააანალიზო შესაძლებლობები", — ამბობს გვანცა მელაძე. მედეა ტაბატაძის აზრით კი, დღევანდელ ცვალებად სამყაროში უდავოდ მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესები მიიღებენ ისეთი ძლიერი ინსტიტუტის დახმარებასა და მხარდაჭერას, როგორიც თიბისია.

ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაწყებულია ვებგვერდზე www.businessaward.ge და გაგრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით. გამარჯვებულები დეკემბერში გამოვლინდებიან.

ბიზნესდაჯილდოების პარტნიორები არიან: EFSE Entrepreneurship Academy და Forbes Georgia.