პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს და ურჩევს, რომ ჭორაობას მოეშვას და დაელოდოს გამოძიების შედეგებს.

"იმაზე დიდი შეურაცხყოფას, რასაც სახელმწიფო უწყებებს ქართული ოცნება აყენებს, მდინარაძე აყენებს, კობახიძე აყენებს, როცა ინსტიტუტებს პრაქტიკულად საკუთარი თავით ანაცვლებენ, ამაზე დიდ შეურაცხყოფას უწყებებს და თითოეული რიგითის ღირსებას იქ დღეს არავინ არ აყენებს, ამიტომ მოეშვან ამ ჭორაობას, დაელოდონ გამოძიების შედეგებს, ნება იბოძონ, ჩართონ საერთაშორისო ექსპერტები, ჩართონ სახალხო დამცველი ამ პროცესში იმიტომ, რომ ისეთ დღეში ჩააგდეს რეალურად ძალოვანი უწყებები, რომ ამ უწყებების მიმართ ნდობა პრაქტიკულად ნულის ტოლია", — ამბობს მეზვრიშვილი TV პირველის ეთერში.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გახარიას მხრიდან საუბარი იმაზე, რომ არ იცოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რას აკეთებდა, სირცხვილია, რადგან მისივე თქმით, სუს-ის უფროსის მოადგილე ყოფილი პრემიერმინისტრის კადრი იყო.