ლელო პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს და ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს
ლელო საქართველოსთვის პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს და ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ჯაფარიძემ ფრაქცია ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის სახელით განცხადება გააკეთა და უკანონო მოსმენები დაგმო. მისი თქმით, ქვეყანაში უკანონოდ უსმენენ, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და სასულიერო პირებს.
"ორი დღეა, ინფორმაცია ვრცელდება, რომ ინტერნეტ სივრცეში არსებობს 30 ათასამდე ფაილი, რომელიც შეიცავს ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და საეკლესიო პირების თვალთვალის და მიყურადების შედეგად უკანონოდ მოპოვებულ ინფორმაციას", — აცხადებს ჯაფარიძე.
იგი ადასტურებს, რომ გავრცელებულ უკანონო ჩანაწერებში თავისი და ერთ-ერთი სასულიერო პირის კომუნიკაციაა ასახული. ჯაფარიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მოსვლის აუცილებლობას ხედავს.
"ვადასტურებ ინფორმაციას, რომ ჩაწერილია ჩემი და ერთ-ერთი სასულიერო პირის სატელეფონო კომუნიკაცია. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარეობდა მოსმენა, სხვაგვარად ასეთი სიზუსტით ვერ აისახებოდა მოცემულ ფაილებში აღნიშნული დიალოგი. როგორც, ჩანს მოსმენა ხორციელდება რიგი საჯარო და სასულიერო პირების მიმართაც, გადაუდებელი საჭიროებაა იმისა, რომ პარლამენტმა განიხილოს ეს უპრეცედენტო ვითარება.
"აღმოჩნდა, რომ განურჩევლად ყველა ვართ უკანონო მიყურადების და თვალთვალის სუბიექტი. ამიტომ ფრაქცია ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის იწყებს კონსულტაციებს ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებთან, რათა მოწვეულ იქნეს პარლამენტის საგანგებო სხდომა. ამისთვის საჭიროა პარლამენტის სიით შემადგენლობის მეოთხედის მხარდაჭერა. აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ბატონი ლილუაშვილის დასწრება და ამისთვის ჩვენ დავიწყებთ საჭირო რაოდენობის ხმების შეგროვებას. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ სახელმწიფოს დანგრევისკენ მიმართული პრაქტიკა, რაც გულისხმობს უკანონო მიყურადებას, პირად ცხოვრებაში ჩარევას. ყველა იმ ადამიანმა, რომელიც დგას ამ საქმიანობის უკან, პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე, სრული სიმკაცრით", — დასძენს ჯაფარიძე.
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები