ფარერელი მონადირეების მიერ ერთ დღეში 1400 დელფინის დახოცვამ მსოფლიო აღაშფოთა
გაფრთხილება: სტატია შეიცავს ძუძუმწოვრებზე ნადირობის გრაფიკულ აღწერას. შესაბამის აბზაცამდე მითითებულია ძახილის (!) ნიშანი.
ფარერის კუნძულებზე დელფინებზე ნადირობის პრაქტიკა ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მონადირეებმა ერთ დღეში 1 400 ცხოველი — რეკორდული რაოდენობა — დახოცეს.
12 სექტემბერს, თეთრგვერდა დელფინების გუნდი მონადირეებმა ატლანტიკის ოკეანის ყველაზე დიდ ფიორდში, წყალმეჩხერ ადგილას მოამწყვდიეს და დახოცეს, ცხოველების ლეში კი ადგილობრივებს გადასცეს მოსახმარებლად.
ფარერის კუნძულებზე ასეთი აქტივობა ტრადიციას უკავშირდება. გრინდადრაპი, ანუ ძუძუმწოვრებზე (ძირითადად, ვეშაპებზე) ნადირობის პრაქტიკა აქ საუკუნეებს ითვლის.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ფარერის კუნძულებზე ყოველწლიურად 600 შავ დელფინს იჭერენ, თეთრგვერდა დელფინებს, შედარებით, მცირე რაოდენობით: 2020 წელს მათი რიცხვი 35 იყო, 2019-ში კი — 10.
გრინდადრაპის მომხრეები ამბობენ, რომ ეს აქტივობა ბუნებაში საკვების მოპოვების ერთ-ერთი გზა და მათი კულტურული იდენტობის ნაწილია. თუმცა, ცხოველთა უფლებამდამცველ ჯგუფებს მთელ მსოფლიოში არაერთხელ გაულაშქრიათ ამის წინააღმდეგ და აღუნიშნავთ, რომ ვეშაპებზე ნადირობა სასტიკი და არასაჭირო პრაქტიკაა.
გამონაკლისი არც 12 სექტემბრის ნადირობა იყო, თუმცა, დახოცილი ცხოველების რაოდენობამ ბევრი ადგილობრივიც აღაშფოთა. სოციალურ ქსელებში ჰეშტეგით #EndGrindadrap ("დასრულდეს გრინდადრაპი") ასობით პოსტი გამოქვეყნდა.
ფარერელი მევეშაპეების ასოციაციის თავჯდომარის, ოლავურ შიურდაბერგის თქმით, ნადირობა ამჯერად ზღვარს გადავიდა. თავად მას მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, აღნიშნავს, რომ მონადირეების შეფასებით ფიორდში 200-მდე დელფინი იყო მოქცეული, მათ კი მხოლოდ დახოცვის შემდეგ გაიაზრეს ცხოველების რეალური რაოდენობა.
თუმცა, შიუდაბერგი იმასაც დასძენს, რომ ნადირობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან იყო ნებადართული, შესაბამისად, კანონი არ დარღვეულა.
ფარერის კუნძულებზე ძუძუმწოვრებზე ნადირობა ხშირად სპონტანურად იმართება, როდესაც ვინმე ვეშაპების ან დელფინებს გუნდს შენიშნავს. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, მსურველს საგანგებო წვრთნის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი ჰქონდეს. !
წვრთნა კი, როგორც ჩანს, ნადირობის "სწორი გზების" სწავლებას მოიცავს — ვეშაპის ან დელფინის ზურგის ტვინში შუბის ჩასობას, სანამ მას დანით ყელს გამოსჭრიან. მონადირეების თქმით, ასე "წამზე ნაკლებია საჭირო ვეშაპის მოსაკლავად".
ფარერის კუნძულები დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიაა, ქვეყნის პარლამენტარი, შიურდურ სკეელი კი აცხადებს, რომ "სწორი გზებით" ნადირობა "ჰუმანურია".
"ცხოველთა კეთილდღეობის კუთხით თუ შევხედავთ ამ საკითხს, ხორცის მოსაპოვებლად ეს კარგი გზაა — ბევრად უკეთესი, ვიდრე ძროხებისა და ღორების დამწყვდევა", — ამბობს სკეელი.
თუმცა, გარემოსდამცველთა ჯგუფი, Sea Shepherd Conservation Society, აცხადებს, რომ დელფინებისა და ვეშაპების დახოცვა ისეთი სწრაფი პროცესი არაა, როგორც ამას ფარერის კუნძულების ხელისუფლება ამტკიცებს. ჯგუფის თქმით, გრინდადრაპი ხშირად გადაიქცევა ქაოსურ სასაკლაოდ ხოლმე.
"დელფინებსა და ვეშაპებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხოცავენ მათი ოჯახის წევრების თვალწინ. ქვიშაზე ხოხიალით, ქვებით ან, უბრალოდ, წყალმეჩხერ ადგილას მომწყვდევით".
თუმცა, როგორც ჩანს, დამოკიდებულება კუნძულებზე მაინც იცვლება. ფარერის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი აცხადებს, რომ მათ გამოკითხვაში, უნდა გაგრძელდეს თუ არა დელფინების ასე ხოცვა, 50-მა პროცენტმა უარყოფითი პასუხი გასცა, 30-მა პროცენტმა კი — დადებითი.
ამის საპირწონედ, სხვა გამოკითხვა მიუთითებს, რომ ხალხის 80 პროცენტი შავ დელფინებზე ნადირობის წინააღდეგი არაა.
ფარერული ტრადიცია სისასტიკის გამო არაერთხელ გაუკრიტიკებიათ, თუმცა, ფართო საზოგადოების ყურადღება ვეშაპებზე ნადირობას ნეტფლიქსის დოკუმენტური ფილმის, Seaspiracy-ის გამოსვლის შემდეგ მიექცა.
ამჯერად კი, როცა სისასტიკე რეკორდული მაჩვენებლით გამოიხატა, ადგილობრივების განცხადებით, ყველაზე შესაფერისი დროა, რათა ტრადიციის წინააღმდეგ ცხოველთა უფლებადამცველებმა კიდევ ერთხელ და უფრო მასშტაბურად გაილაშქრონ.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები