ჯენიფერ ენისტონი ემის დაჯილდოებაზე დასწრებას პანდემიის გამო არ აპირებს
პანდემიის პერიოდში ჯენიფერ ენისტონმა საზოგადოებას თავი რეგულაციების სამაგალითო დაცვით დაამახსოვრა. ჯენიფერი საზოგადოებას ვაქცინაციისა და პირბადის ტარებისკენ გამუდმებით მოუწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების ნაწილში ცხოვრება თანდათანობით ძველ ტემპს უბრუნდება და სხვადასხვა ღონისძიებებიც ტარდება, ჯენიფერი ემის დაჯილდოებაზე დასწრებას არ აპირებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ პანდემია არ დასრულებულა.
ჯენიფერი ჯერ კიდევ არიდებს თავს დახურულ სივრცეში გამართულ ღონისძიებებსა და შეკრებებს. სწორედ ამიტომ მას წლევანდელ ემის დაჯილდოებაზე ვერ ვიხილავთ მიუხედავად იმისა, რომ Friends:The Reunion-მა ემის რამდენიმე ნომინაცია მოიპოვა. ამის შესახებ ჯენიფერმა ჯიმი კიმელის შოუში ისაუბრა.
"არა, წასვლას არ ვაპირებ", — უთხრა ჯენიფერმა ჯიმი კიმელს.
მსახიობმა აღნიშნა, რომ ჯიმის შოუში მონაწილეობის მიღება მისთვის უკვე დიდი ნაბიჯი იყო, რადგან პანდემიის დროს ცხოვრების სტილი რადიკალურად შეიცვალა.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოში ჯენიფერმა განაცხადა, რომ აუცრელ მეგობრებთან ურთიერთობას წყვეტდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ აღნიშნული ადამიანების ნაწილს ვაქცინის გაკეთება არ სურდა, მეორე ნაწილს კი იმის გამხელა, იყო თუ არა აცრილი.
"ეს რთულია, რადგან ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი, თუმცა ბევრი აზრი მხოლოდ შიშსა და პროპაგანდას ეფუძნება", — ამბობს ჯენიფერი.
ჯენიფერის თქმით, ადამიანებს მორალური და პროფესიული ვალდებულება აქვთ, რომ სხვებს გაუმხილონ, აიცრნენ თუ არა, რადგან კოვიდტესტირებას ყოველდღიურად არ ვიკეთებთ. ჯენიფერი წუხდა, რომ ირგვლივ უამრავი ანტივაქსერია, რომელთაც ფაქტებისთვის ყურის დაგდება არ უნდათ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები