7 პრობლემა, რომელიც გადამეტებული მუშაობისას იჩენს თავს
ფოტო: Shutterstock
პანდემიურ რეალობაში განსაკუთრებით აქტუალური დისტანციური, ან სახლიდან მუშაობის რეჟიმია. დაგვეთანხმებით, რომ ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით რთულია სამუშაო და დასვენების დროების გამიჯვნა და მათ შორის ბალანსის დაცვა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, 55 საათზე მეტი მუშაობა კვირის განმავლობაში ზრდის ინსულტისა და გულის დაავადებების რისკს. მათ შორის, 2016 წელს აღრიცხულ გარდაცვალებათა 745,000 შემთხვევა ვორკაჰოლიზმს უკავშირდება.
იაპონიაში, სიკვდილის ეს ტიპი კაროშის სახელითაც კი არის ცნობილი და მას ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ეწირება.
მაშ ასე, ჩვენ გიყვებით რისკებზე, რომელიც გადამეტებულ მუშაობას თან სდევს:
1. იმატებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი
ფოტო: Shutterstock
კვლევების მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც კვირაში 55 საათს და მეტს მუშაობენ, 35-40 საათს მომუშავეებისგან განსხვავებით, 1.4%-ით მეტია ალბათობა, განუვითარდეთ არარეგულარული გულისცემა (წინა-გულოვანი ფიბრილაცია), რომელიც იწვევს სისხლის კოლტების დაგროვებას გულში. იმ შემთხვევაში, თუ არსებული კოლტები გულიდან გამოვა და ტვინის სისხლძარღვებში გაიჭედება, განვითარდება ინსულტი.
2. ქვეითდება ნივთიერებათა ცვლა
მიზეზ-შედეგობრივ გარემოებებს რომ მივყვეთ, ხანგრძლივი დროით მუშაობა გულისხმობს ჭარბი რაოდენობით ენერგეტიკული სასმელის, კოფეინის ან საკვების მიღებას. ამავდროულად, არღვევს თქვენი ფიზიკური აქტივობისა და ძილის ჰიგიენას, რაც, საბოლოოდ, ნივთიერებათა ცვლის დაქვეითებას იწვევს.
3. უარესდება მხედველობა
ფოტო: Shutterstock
პანდემიის მიმდინარეობისას, ოფთალმოლოგები აღნიშნავენ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებით მომართვიანობის ზრდას, რაც გამოწვეულია ჭარბი გამოსხივებისგან მიღებული ჩივილებით და თვალის სიმშრალის სინდრომით. ამიტომ, კომპიუტერთან თუ სხვა გაჯეტთან მუშაობის დრო ლიმიტირებული და მოზომილი უნდა იყოს.
4. ირღვევა ძილის რეჟიმი
მუშაობისას ორგანიზმი, განსაკუთრებით კი ტვინი, აქტიურ მდგომარეობაშია, გაღიზიანებულია ნერვული სისტემა და სრულად არის ჩართული მიმდინარე პროცესებში.
სამწუხაროდ, დღის მანძილზე არსებული სტრესი ორგანიზმის მომატებული ძილიანობით ან სრული უძილობით გამოიხატება. მიჩნეულია, რომ ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანებში ძილის ჰიგიენა იმდენად დარღვეულია, რომ ცალკე დაავადებად ფორმირდა. სამსახურისგან არეული ძილის გრაფიკი შესაძლოა გახდეს ისეთი სერიოზული დაავადებების მიზეზი, როგორიცაა: დიაბეტი, გულისა და საჭმლის მომნელებელი სისტემების პათოლოგიები.
5. ჩნდება ფიზიკური პრობლემები
ფოტო: shutterstock
Occupational & Environmental Medicine journal-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ხანგრძლივი სამუშაო საათების მქონე ადამიანებს უჩნდებათ ტკივილები სხვადასხვა ზონაზე, კერძოდ, ქალების შემთხვევაში — კისრის, მამაკაცების შემთხვევაში — წელის არეში. ეს დაჭიმულობა თუ ტკივილი ზედმეტი სტრესის მანიშნებელია.
6. ჩნდება მენტალური პრობლემები
გადამეტებული სტრესი, ნერვული დაძაბულობა, უძილობა, კოფეინზე დამოკიდებულება, არააქტიური რეჟიმი საბოლოოდ მენტალურ პრობლემებად კონვერტირდება. სამედიცინო პორტალ Healthline-ის მიხედვით, ვორკაჰოლიკები განიცდიან დეპრესიას, უჭირთ ურთიერთობა სხვებთან და საკუთარ თავთან.
7. თქვენი გულიც გადამეტებულად მუშაობს
ფოტო: Shutterstock
დიახ, მაშინაც კი, თუ ვერ ამჩნევთ, მუშაობის სტრესისას ჰორმონი კორტიზოლი სინთეზირდება. ყოველდღიურად გადაჭარბებული მუშაობა ქმნის კორონალური დაავადებების, ინსულტის, მეორე ტიპის დიაბეტისა და სიმსივნის რისკებსაც კი.
ყველაფერი ზემოთ თქმული რომ შევაჯამოთ, ფაქტია, აუცილებელია შეიქმნათ დასვენებისა და მუშაობის ბალანსი ცხოვრებაში, მოიწესრიგოთ ძილის რეჟიმი, ისიამოვნოთ პატარა-დიდი მოვლენებითა და საგნებით, განიტვირთოთ და გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას.
აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
კომენტარები