ბეჟაშვილის თქმით, ენმ-ის პარტიულ სიაში მყოფი პირების მიმართ ზეწოლა ხორციელდება
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მათ პარტიულ სიაში მყოფი პირების მიმართ ზეწოლა ხორციელდება. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სპეცსამსახურებმა რამდენიმე ადამიანს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.
"მნიშვნელოვანი დარღვევა ეს არის ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, სადაც გამოცხადებულია დევნა ჩვენს პარტიულ სიაში მყოფი პირების მიმართ. ახალქალაქში, დაახლოებით, 4 ადამიანთან მიმართებაში, სპეცსამსახურებმა დააწერინეს განცხადება და ისინი თავდაპირველად უარს ამბობდნენ ენმ-ის პარტიულ სიაში ყოფნაზე სხვადასხვა მოტივით. ერთს მაგალითად, მეუღლე ჰყავს ენერგოკომპანიაში დასაქმებული, მეორეს რძალი ჰყავს საბავშვო ბაღში დასაქმებული. მათზე განახორციელეს ზეწოლა და მოსთხოვეს თანამდებობის დატოვება", — თქვა ბეჟაშვილმა.
On.ge სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
წინასაარჩევნოდ ზეწოლასა და დაშინებაზე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც რამდენჯერმე ისაუბრეს. მაგალითად, 3 სექტემბერს გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხალხს, ვინც სხვადასხვა ოლქის სიებში ჰყავთ, "პრობლემების შექმნით" ემუქრება. ამაზე არაერთხელ უსაუბრიათ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრებსაც.
23 აგვისტოს პარტია საქართველოსთვის ბათუმის მერობის კანდიდატმა, ირაკლი მიქელაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრები ფულს სთავაზობდნენ პარტია საქართველოსთვის კანდიდატებს, რათა წარდგენის შემდეგ პარტია დაეტოვებინათ. ზეწოლასა და მუქარაზე ისაუბრა გახარიას გუნდის რამდენიმე სხვა წევრმაც. 25 აგვისტოს სალომე ღონღაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნებიდან წასვლისა და გახარიას პარტიაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, შეუთვალეს, რომ შეეწყვიტა გუნდის ფორმირება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრნენ, რომ არა თუ მუნიციპალიტეტის, არამედ ქვეყნის დატოვებაც მოუწევდა.
პირველ სექტემბერს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყოს იმაზე, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან კავშირის გამო 62 ადამიანის მიმართ სხვადასხვა სახის ზეწოლა განხორციელდა. ომბუდსმენის ცნობით, დასაქმებულები გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სსიპ-ებიდან, ააიპ-ებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები