რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე

1 Sep. 2021, 20:42

კიდევ ერთი ნათელი მაგალითი მინდა მოვიყვანო იმისა, თუ რა გაკეთდა და ბუნებრივია, დასკვნები შემდეგ თქვენ გამოიტანეთ. რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი ურეკში და მივდიოდი ბათუმის მიმართულებით. გავჩერდი შლაგბაუმზე, სადაც ჩაიარა შტადლერის ახალმა მატარებელმა, რომელიც მაქამდე არ იყო და უცებ, გარკვეულწილად, ადამიანი იბნევი, იმიტომ, რომ თავს გრძნობ ნამდვილად ევროპაში, როცა ხედავ ამ მატარებელს.

მას შემდეგ, რაც გაიხსნა შლაგბაუმი და დავიძარი ბათუმის მიმართულებით, მარჯვენა მხარეს დავინახე დენდროლოგიური პარკი, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამხელა ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, როდესაც ხეების გადმოტანა მიმდინარეობდა. დღეს კი გვაქვს უმშვენიერესი პარკი, რომელიც მართლაც, რომ საოცრება არის. გავიხედეთ მარცხენა მხარეს და დავინახეთ მუსიკოსების პარკი, სადაც უამრავი ტურისტი, მართლაც რომ გაოცებული იყურებოდა. კიდევ მინიატურების პარკი და ბლექ სი არენა და ახალი გზით წავედით ბათუმისკენ და ახალი ავტობანით, სულ რაღაც 15-20 წუთში ვიყავით ბათუმში.

აი, ეს არის მეგობრებო ის ნათელი ცვლილებები, რომელიც შეგვიძლია ვიხილოთ საკუთარი თვალით. უბრალოდ, განსხვავებით წინამორბედებისაგან არ ახდენს ამის დამადლებას, იმიტომ, რომ ამით ჩვენ თავი კი არ უნდა მოვიწონოთ, არამედ, უბრალოდ, გაბარებთ ანგარიშს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  2. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  3. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
  4. მთავრობის პროპაგანდისტი: ჩემი ადგილი ევროპაშია, მაგრამ ევროპა ჩემთვის ევროკავშირი არ არის
  5. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს

რა ხდება: რუსეთში ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა გამომცემლობა AST-მა, იტალიელი რეჟისორისა და მწერლის, პიერ პაოლო პაზოლინის…