ჩინურმა კომპანიამ მსოფლიოში პირველი კობალტის გარეშე დამზადებული ელემენტი გამოუშვა
თუ გავითვალისწინებთ ავტომობილებს, სატვირთოებს, თვითმფრინავებსა და მატარებლებს, გამოვა რომ ტრანსპორტი ამერიკის სასათბურე გაზების უმეტეს ნაწილს გამოყოფს. თუ ჩვენ გვსურს, რომ კლიმატის დრამატულ ცვლილებებს ვებრძოლოთ, მაშინ საწვავის მოხმარება მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. ამ პროცესს ელექტრომობილები აჩქარებენ, თუმცა აქაც არის პრობლემები — ლითიუმ-იონური ელემენტები, რომლებიც ელექტრომობილებს სჭირდებათ, ისეთი მძიმე მეტალებისაგან მზადდება, როგორიც კობალტია. პრობლემა მხოლოდ ამ მატერიალების სიმცირე არაა, მათი მოპოვება ბავშვთა ექსპლუატაციისა და ბუნების განადგურების ხარჯზე ხდება. სწორედ ამიტომ, ისეთი კომპანიები, როგორიც IBM, Panasonic და Tesla არიან, თავდაუზოგავად შრომობენ მძიმე მეტალებისაგან დაცლილი ელემენტების შექმნაზე.
მათი მცდელობები ჯერჯერობით უშედეგოა და კვლევები ლაბორატორიებს არ გასცდენია, ამასობაში კი ჩინურმა კომპანიამ — SVOLT, რომელიც ელექტომობილებისთვის ელემენტებს ქმნის, კობალტის გარეშე დამზადებული ელემენტების წარმოება დაიწყო. Chengdu Motor Show-ზე კომპანიამ 82.5KWh მოცულობის მქონე ელემენტი წარადგინა, რომელიც ჩინური ავტომწარმოებლის Great Wall Motors-ის ავტომობილში იყო მოთავსებული. ნორმალური ტემპერატურის პირობებში, SVOLT-ის თქმით, მათი ელემენტი ერთი სრული დატენვით 600 კილომეტრის გავლას შეძლებს, ხოლო მანქანა 0-დან 100 კმ/სთ-მდე 5 წამზე ნაკლებ დროში აჩქარდება.
SVOLT-ის თქმით, ჯერ უცნობია როდის გამოჩნდება ელემენტები ჩინური ავტომწარმოებლების მანქანებში. კომპანიას არც ის დაუდასტურებია თუ რამდენი უკობალტო ელემენტის დამზადება შეუძლიათ მათ ახლა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები