მიბმული საფინანსო სერვისები ყველა კომპანიას ფინტექად არ აქცევს
უკანასკნელ ათწლეულში, მაშინ, როდესაც პროგრამულმა უზრუნველყოფამ სამყაროზე დიდი გავლენის მოხდენა დაიწყო, ვრცელდებოდა ბევრი სიახლე, რომელიც კომპანიების ფინტექებად გადაქცევის შესახებ გვაუწყებდა. ეს ყველაფერი კი გაერთიანებული საფინანსო ბიზნესმოდელების დამსახურებით მოხდა.
ეს ნარატივი ძალიან ამარტივებს იმ ევოლუციურ გზას, რომელიც საფინანსო სექტორმა გაიარა. ფულის შენახვა, მოძრაობა ან კრედიტების გაცემა რეგულირებულ გარემოში ძნელია. იმისათვის, რომ თქვენი წინადადება გამოირჩეოდეს არსებული საფინანსო ინსტიტუების მიერ შემოთავაზებული სერვისებისგან, მხოლოდ ზედაპირული ცვლილებები საკმარისი არ არის.
ის, რაც ბიზნესს მართლა აქცევს ფინტექ კომპანიად, აღემატება მხოლოდ სამომხმარებლო ინტერფეისის გაუმჯობესებასა და მომხმარებლამდე ფინანსური სერვისების მიტანას. ის, რაც ბიზნესს ფინტექად აქცევს მეტად კომპლექსურია, რადგან თქვენ უნდა მიიტანოთ ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლამდე.
არსებობს ოთხი ძირითადი კომპონენტი, რომელიც თქვენ ფინანსური სერვისების პროვაიდერად გაქცევთ — პროდუქტი უნდა იყოს კლიენტზე ორიენტირებული, თქვენ უნდა გქონდეს გადარიცხვების გამართული ინფრასტრუქტურა, უნდა შეგეძლოთ რისკების მართვა და თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილება და ბოლოს, თქვენ უბრალოდ კარგად უნდა მოემსახუროთ თქვენს კლიენტებს. კრედიტების გაცემის შემთხვევაში არსებობს მეხუთე კომპონენტიც — კომპანიას უნდა შეეძლოს კაპიტალის სწორად მართვა. ჩაშენებული საფინანსო სერვისები კი ხშირად ხდება ის, რაც რეალურად კომპანიას ფინტექობისგან აშორებს.
დღეს ჩაშენებული ფინანსური სისტემები ძალიან პოპულარულია, მაგრამ White-labeled ფინანსური მომსახურების სისტემები დიდი ხანია არსებობს. ეს ისეთი სერვისებია, რომლებზეც ასე ვთქვათ, საავტორო უფლებები არ ვრცელდება, ანუ საკრედიტო ბარათი მის პირველად შემქნელს არ ეკუვთნის, მისი გამოყენება და თავისი ბრენდის ქვეშ მოქცევა სხვა კომპანიებსაც შეუძლიათ. საკრედიტო ბარათებმა მომხმარებელთა გულები მალევე დაიპყრო, თუმცა ეს ნოუ-ჰაუ აღარაა და თუ თქვენი კომპანია მას დაამზადებს, ამით ვერავის გააკვირვებთ.
White-label პროდუქტებისადმი ასეთი მიდგომა სხვა სერვისებზეც ვრცელდება და ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. ფინანსური სერვისები კომპლექსური და მკაცრად რეგულირებულია, ამიტომ ბრენდები ცდილობენ გამარტივებული და უკვე გამოცდილი გზები გამოიყენონ. ანუ, თუ მაგალითად Verizon ან T-Mobile ფინანსურ მომსახურებას გვთავაზობენ, ეს მათ ფინტექ კომპანიებად არ აქცევს.
ამის საპირწონედ, ზოგ კორპორაციას სურს შექმნას საფინანსო სისტემები ნულიდან. მაგალითად Wallmart, რომელიც თვითონ ფინტექი ვერასდროს გახდება, ახალ კომპანიაზე მუშაობს და ფინტექის შექმნას ცდილობს.
სხვა მხრივ, არასაფინანსო ორგანიზაციებისთვის სულ უფრო მარტივი ხდება რომ შექმნან და ააწყონ კარგი, გამართული საფინანსო სერვისები — ვენჩურული კაპიტალის მქონე ინვესტორები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ახალი მოთამაშებიით, რომლებიც ინოვაციურ საგადახდო და საბანკო სერვისებს API-ებზე დაყრდნობით ქმნიან.
კომენტარები