მოძალადეები გამოუშვა გარეთ, რადგან ღარიბაშვილი თავად არის მოძალადე — გრიგოლია სანაიაზე თავდამსხმელებზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
"ასეთი სასტიკი ძალადობის ავტორები გამოუშვა გარეთ, იმიტომ რომ ღარიბაშვილი თავად არის მოძალადე" — ასე ეხმაურება ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ვახო სანაიაზე თავდამსხმელების გათავისუფლების საკითხს. გრიგოლიას თქმით, ეს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ჟურნალისტებს წინ ბევრი 5 ივლისი გველოდება.
"ეს არის ხელისუფლების მთავარი გზავნილი. დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უთხრა მოძალადეებს, სადაც დაინახავთ ჟურნალისტებს, ვინც გვაკრიტიკებს, დაესხით თავს, მოკალი ცემაში, პატარა შვილის თვალწინ შეგიძლიათ გაუსწორდეთ ან შეგიძლიათ ცემით სიკვდილამდე მიიყვანოთ, მაგრამ თქვენი თავისუფლება არის გარანტირებული და, აი, დღევანდელმა მართლა დამონებულმა სასამართლომ ეს ყველაფერი ცხადყო.
სპეციალურად მიუსაჯეს ექვსი თვე, იმიტომ რომ უკვე გაათავისუფლონ, იმიტომ რომ წინ არის არჩევნები, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს მოძალადე ხელისუფლება, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა ეს, როცა ასეთი სასტიკი ძალადობის ავტორები გამოუშვა გარეთ და გამოუშვა გარეთ იმიტომ რომ ღარიბაშვილი თავად არის მოძალადე, ღარიბაშვილი თავად დგას მოძალადეებზე და ახლა ამ არჩევნებზე მხოლოდ ამ მოძალადეების იმედი აქვს მას", — განაცხადა მან.
დღეს, 25 აგვისტოს ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა 150-საათიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ისინი სანაიას თავს 25 თებერვალს დაესხნენ და სამივე მათგან იმ დღესვე დააკავეს. სწორედ დღეს, 25 აგვისტოს, გავიდა 6 თვე მათი დაპატიმრებიდან, შესაბამისად, დღესვე გამოვლენ ციხიდან.
აღსანიშნავია, რომ საქმეზე ბოლო სასამართლო პროცესი 13 აგვისტოს ჩატარდა, თუმცა, მოსამართლემ განაჩენის გამოტანა 25 აგვისტომდე გადადო. სანაია მაშინ ამბობდა, რომ ყველა არგუმენტი და მტკიცებულება "დევს ხელის გულზე" იყო და განაჩენის გამოცხადების გადადების საფუძველი არ არსებობდა.
ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს დაესხნენ. მას ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ მის მიმართ გამოხატული აგრესიის მიზეზი ჟურნალისტური საქმიანობა იყო.
გაიგე მეტი:
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები