Bang & Olufsen's Beosound Explore — აკუსტიკური სისტემა დასვენებისა და მოგზაურობისთვის
Bang & Olufsen წარმოგიდგენთ თავგადასავლებისთვის შემქნილ Beosound Explore-ის გამძლე, წყალგაუმტარ დინამიკს.
მოსახერხებელი ფორმა, ოპტიმალური წონა და მიმაგრებული კარაბინი Beosound Explore-ს მაქსიმალურად პორტატულს ხდის. მისი უნიკალური ცილინდრული ფორმა, მაღალი ხარისხის დინამიკებთან და გამაძლიერებლებთან ერთად, იძლევა ძლიერ და ხმამაღალ ჟღერადობას, რაც ბანაკში ან ლაშქრობის დროს მუსიკის კომფორტულად მოსასმენად იდეალურია. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად შორს წახვალთ სამოგზაუროდ, დინამიკის ბატარეა უზრუნველჰყოფს 27 საათიან მუშაობის რეჟიმს. მტვრისა და წყლის გამძლე IP67 კორპუსი დინამიკის დაცვას ყველანაირ ამინდში უზრუნველჰყოფს. იგი დაუზიანებლად ძლებს წყალში 1 მეტრ სიღრმეზე 30 წუთის განმავლობაში.
Beosound Explore-ი Bang & Olufsen–ის ხელწერით შექმნილი იდეალური დინამიკია. პორტატული და საიმედოდ დაცული მოდელი სკანდინავიური დიზაინითა და გამძლეობით გამოირჩევა და მოგზაურობისთვისაა განკუთვნილი.
Beosound Explore-ის ძირითადი მახასიათებლები:
- ძლიერი ანოდირებული ალუმინის კორპუსი;
- ხმის დაფარვის ზონა — 360 გრადუსი;
- ნაკაწრების მიმართ მდგრადი, მტვრისა და ტენიანობის დაცვა IP67-ის სტანდარტის შესაბამისად;
- ბატარეის ხანგრძლივობა 27 საათამდე;
- მოსახერხებელი ფორმა მიმაგრებული კარაბინით.
მოწყობილობა აღჭურვილია ორი 1,8 დიუმიანი სრული დიაპაზონის დინამიკით, რომელიც შექმნილია გარე გამოყენებისთვის. ცილინდრული ფორმის მეშვეობით და სპეციალური DSP ალგორითმისა და True360 ტექნოლოგიის წყალობით სპიკერი გამოსცემს ყოვლისმომცველ ჟღერადობას და ღრმა, მდიდარ ბასს. მოათავსეთ სადაც გსურთ: ბანაკის შუაგულში, მთაზე, კლდეზე თუ კარავთან. Beosound Explore-ი გამოირჩევა ძლიერი ჟღერადობით ნებისმიერ გარე ლოკაციაზე, ხოლო ბატარეის ხანგრძლივობა საშუალებას გაძლევთ დინამიკი მთელი დღის განმავლობაში დატენვის გარეშე გამოიყენოთ.
მოსახერხებელი ფუნქციები
Beosound Explore-ი წარმოადგენს პირველ დინამიკს, რომელმაც ნაკაწრებისგან დაცვის გასაუმჯობესებლად, II ტიპის ანოდირებული ალუმინი გამოიყენა, რაც მოწყობილობას იდეალურს ხდის გარე გამოყენებისთვის.
კორპუსის ზედა ნაწილში განთავსებულია ღილაკები, მუსიკის ჩართვის, პაუზისა და ხმის კონტროლის ფუნქციებისთვის. Beosound Explore-ს აქვს Bluetooth 5,2-ის მხარდაჭერა და სწრაფი დაწყვილების ტექნოლოგია Apple-ის, Google-ის და Microsoft-სგან. ასევე, უკაბელო დაწყვილება საშუალებას გაძლევთ დააკავშიროთ ორი დინამიკი სტერეო წყვილში.
დიზაინი
Beosound Explore-ის ყველა დეტალი კარგად გააზრებული და გათვლილია. მისი ფორმა და ოპტიმალური წონა კი დინამიკის ხელით ტარებას განსაკუთრებით მოსახერხებელსა და პორტატულს ხდის.
მოწყობილობის სისტემას მყარი ქვედა კორპუსი აქვს და აღჭურვილია ალუმინის კარაბინით. შესაბამისად, მისი განთავსება თითქმის ნებისმიერ ზედაპირზეა შესაძლებელი. დინამიკს აქვს მოქნილი და ამინდის შესაბამისად გამძლე სამაჯური, უნიკალურ, ჩამონტაჟებულ კარაბინულ სამაგრთან ერთად. მისი დამაგრება შესაძლებელია ქამარსა და ზურგჩანთაზე, რაც გრძელი ლაშქრობების დროს, კომფორტულ და საიმედო პორტატულობას უზრუნველყოფს.
დინამიკის მართვის პანელი ყველა სახის პირობებში, უპრობლემოდ მუშაობისთვის არის შექმნილი. მისი გამოყენება შესაძლებელია — წყალში, დასვრილი ხელებით ან, თუნდაც, ხელთათმანების საშუალებით.
მიუხედავად მისი მყარი გარე გარსისა, დინამიკი არის მსუბუქი (631 გრამი), რაც მოგზაურობის დროს ზედმეტად არ დაგამძიმებთ.
სკანდინავიური ლანდშაფტებისათვის დამახასიათებელი ტყეების, მყინვარებისა და ფიორდების შთაგონებით შექმნილი დინამიკის დიზაინი ხელმისაწვდომია ანთრაციტულ შავ, მწვანე და ნისლისფერ, ნაცრისფერ ფერებში. პრემიუმ მასალებითა და კომპაქტური დიზაინით შექმნილი, Beosound Explore ნებისმიერი ცხოვრებისეული თავგადასავლებისთვისაა განკუთვნილი.
თუ გიყვართ მუსიკა, ლაშქრობა და ბუნებაში თავგადასავლები Beosound Explore-ის სრულყოფილი მუსიკალური სპიკერი თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარსა და კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის.
ფასი — 859 ლარი.
ფოტო: Bang & Olufsen
Bang & Olufsen-ის კიდევ ერთი პროდუქტი, მე-2 თაობის Beosound A1 ასევე შესანიშნავი საშუალებაა დასვენებისა და მოგზაურობისთვის. დინამიკი მძლავრი პორტატიული ხმოვანი სისტემით, დახვეწილი დიზაინით, განახლებული ინტერფეისითა და მრავალი ახალი მახასიათებლით გამოირჩევა. Beosound A1 აღჭურვილია კომპაქტური, წყალგამძლე დიზაინით, რომლის საშუალებით დინამიკი ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ თან წაიღოთ. კომპაქტური მოდელის შთამბეჭდავი ჟღერადობა ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. Beosound A1 2nd Gen პირველი თაობის მოდელთან შედარებით 5%-ით მსუბუქი და 1 მმ-ით უფრო თხელია. დინამიკის ქვედა კორპუსის ფორმა შეთხელებულია, რაც მას ელეგანტურ, მცურავ ვიზუალს უქმნის.
ფასი — 1079 ლარი.
ფოტო: Bang & Olufsen
საქართველოში Bang&Olufsen-ის პროდუქცია ხელმისაწვდომია მაღაზიებში: iSpace, iCity, ElitElectronics, Motif.
Bang & Olufsen წარმოადგენს აუდიო და ვიდეო სისტემების ლუქს ბრენდს, რომელიც 1925 წელს დანიაში დაარსდა. Bang & Olufsen-ის ღირებულებები, რომლებიც ჯერ კიდევ 1925 წელს მისმა დამფუძნებლებმა პიტერ ბანგმა და სვენდ ოლუფსენმა ჩადეს კომპანიის საფუძველში, დღესაც აქტუალურია. თითქმის ერთსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში, Bang & Olufsen აუდიო ტექნოლოგიური და აკუსტიკური ინოვაციების სათავეშია. დღეს ბრენდის პროდუქცია გამორჩეულია შეუდარებელი ხმის, უნიკალური დიზაინის და ხარისხის კომბინაციით. კომპანიაში დასაქმებულია 700-მდე თანამშრომელი; ბრენდი წარმოდგენილია 70-ზე მეტ ქვეყანაში.
წაიკითხეთ მეტი Bang&Olufsen-ის ვებგვერდზე.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები