Moderna-ს აივ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა უახლოეს დღეებში დაიწყება
ეს ხდება — სულ მალე, შესაძლოა, აივ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა გვქონდეს. აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, Moderna, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებითაც ვიცნობთ, ამ კვირაში აივ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდას ადამიანებზე დაიწყებს. ვაქცინა ახალი თაობის არის და ის mRNA-ის სისტემაზეა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლოა, სულ მალე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადება დავამარცხოთ.
Modernas-ს აივ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ფაზის ტესტირება გაგრძელდება 10 თვე
Moderna-ს პირველი ფაზის კვლევა 56 ჯანმრთელ (აივ ინფექციის არ მქონე) ზრდასრულ ადამიანს მოიცავს. მათი ასაკი 18-დან 50 წლამდე იქნება. პირველი ეტაპი მიზნად ისახავს ვაქცინის უსაფრთხოების შეფასებას, რის ფარგლებშიც დააკვირდებიან თუ როგორ ვითარდება ადამიანის იმუნური რეაქციები.
ფარმაცევტული კომპანიის COVID-19-ის ვაქცინის მსგავსად, აივ საწინააღმდეგო ვაქცინაც mRNA-ზეა დაფუძნებული.
ეს ყველაფერი mRNA ვაქცინების პოტენციალის მრავალწლიანი კვლევის შედეგად ხდება, როდესაც Moderna და Pfizer მსგავსი ვაქცინების მსოფლიოში პირველი მწარმოებლები გახდნენ. ეს მიდგომა წარმატებული აღმოჩნდა COVID-19-ის ინფექციების სიმძიმის შემცირებისა და პირდაპირ პრევენციაში.
ცნობისთის, აივ ინფექციის ვაქცინისთვის კომპანიას ორი კანდიდატი ჰყავს — mRNA-1644 და mRNA-1574. ისინი სრულიად ახალ მიდგომას იყენებენ — ეს ადამიანის ორგანიზმში ფართოდ გამანეიტრალებელ აივ-1 ანტისხეულებს (bNAbs) წარმოქმნის. ეს უკანასკნელი Moderna-მ შიდსის ვაქცინის საერთაშორისო ინიციატივასთან (IAVI) და ბილ და მელინდა გეიტსების ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნა.
აღსანიშნავია, რომ mRNA ვაქცინა ტრადიციული მეთოდისგან განსხვავდება, რომლის დროსაც ორგანიზმში ინაქტივირებული ვირუსი შეჰყავთ.
მოდერნას mRNA ვაქცინა შეიძლება იყოს ადრეული იმუნური პასუხის გასაღები
მას შემდეგ, რაც ვაქცინა დაასრულებს ტესტირების საწყის ფაზას, მკვლევრებს კიდევ შემდეგი ეტაპები ექნებათ გასავლელი. მე-2 და მე-3 ფაზები ფოკუსირებული იქნება ვაქცინის ეფექტურობის გაანალიზებაზე ფართო მოსახლეობაში აივ ინფექციის თავიდან ასაცილებლად.
ექსპერტების თქმით, ვაქცინას საბოლოო წარმატების მიღწევის საკმაოდ დიდი შანსები აქვს.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები