ვაქცინის შექმნა კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რომელიც მილიონობით ადამიანს იცავს და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობასაც საგრძნობლად ზრდის.

ამაზე ციფრებიც მეტყველებს, მაგალითისთვის, მხოლოდ 2000 წლიდან მოყოლებული, ვაქცინებმა 37 მილიონი ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა. ხოლო ბოლოდროინდელი კვლევებით, 2030 წლამდე ვაქცინაცია 120 მილიონი სიკვდილის პრევენციის საშუალებას მოგვცემს.

პოდკასტში მიმოვიხილავთ როგორც ზოგადად ვაქცინაციას, ისე კონკრეტულად კორონავირუსის ვაქცინებს. ვცდილობთ, უფრო ახლოდან გავიგოთ, თუ რა არის ვაქცინა, როგორია მისი ისტორია, საიდან მოდის ვაქცინაციის მიმართ შიშები და რაც მთავარია, ინფორმაციას მივიღებთ ამ საქმის პროფესიონალისგან — ჩვენი სტუმრისგან, ნინო გაჩეჩილაძისგან, რომელიც თსუ-ს ასოცირებული პროფესორი და ვირუსოლოგია.


SoundCloud

PodBean

Google Podcasts

Spotify

Apple Podcasts

Pocket Casts