"ვირუსმა გარჩევა არ იცის, ჩემამდეც მოაღწევს" — სერბეთში გამოქვაბულში მცხოვრები კაცი კოვიდვაქცინით აიცრა
ჯერ კიდევ 20 წლით ადრე, სანამ მსოფლიოში კოვიდრეგულაციები დაწესდებოდა, სერბმა პანტა პეტროვიჩმა სოციალური დისტანცირება და ერთ-ერთ გამოქვაბულში გადასახლება გადაწყვიტა.
გასულ წელს, როცა გრძელ წვერსა და დრედებში გამოწყობილი კაცი ქალაქს ესტუმრა, გაიგო, რომ მსოფლიოში პანდემია მძვინვარებდა. ცოტა ხნის წინ კი, როცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა, დაუფიქრებლად გადაწყვიტა აცრა და სხვებსაც იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა.
"ვირუსმა გარჩევა არ იცის, ჩემს გამოქვაბულამდეც მოაღწევს", — ამბობს 70 წლის კაცი AFP-სთან ინტერვიუში.
პეტროვიჩის თქმით, არაფრით ესმის ვაქცინის სკეპტიკოსების. ის ფიქრობს, რომ [ვაქცინაციის] პროცესი მხოლოდ დაავადების მოსპობისკენაა მიმართული.
"სამივე დოზის მიღება მინდა — დამატებითისაც. ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, აიცრას".
სოციალური დისტანცია ბოლო 20 წლის განმავლობაში
პეტროვიჩის სახლამდე მიღწევა ადამიანებისთვის ადვილი სულაც არაა. იქამდე მისვლა მხოლოდ კლდეზე აცოცებით შეიძლება.
"ბინა" კი მოკრძალებულადაა მოწყობილი — კაცს მხოლოდ რამდენიმე სკამი, საწოლად თივის რულონი და ძველი, ჟანგმოკიდებული სააბაზანო ნიჟარა აქვს, რომელსაც ტუალეტად იყენებს.
პეტროვიჩი წლების განმავლობაში შავ ბაზარსა და უცხოეთში მუშაობდა. რამდენჯერმე იყო დაქორწინებული, თუმცა, მოგვიანებით, ბუნების მოყვარულმა ხასიათმა საზოგადოებისგან იზოლირებისაკენ უბიძგა. ამბობს, რომ ასე არნახული თავისუფლება იგემა.
"ქალაქში თავისუფალი არ ვიყავი. ყოველთვის ვიღაც გეღობება გზაზე — ან ცოლს ეკამათები, ან მეზობლებს, ანდაც პოლიციას", — აღნიშნავს კაცი ღიმილით, — "აქ კი, არავინ არ მეჩხუბება".
პეტროვიჩი უმეტესად თევზებით და სოკოთი იკვებება, თუმცა, ხანდახან მოლაშქრეების ნარჩენებსაც აწყდება. ქალაქში სიარული კი არცთუ დიდი ხნის წინ დაიწყო, როცა გამოქვაბულთან მოშინაურებული ცხოველები მგელმა შეუჭამა.
იზოლაციამდე კაცმა საზღვარგარეთ ნაშოვნი მთელი თავისი ფული ქალაქში სამი პატარა ხიდის აშენებას შესწირა.
"ფული დაწყევლილია, ხალხს აფუჭებს. ვფიქრობ, ფულის მსგავსად ადამიანის გარყვნა სხვა არაფერს შეუძლია", — დასძენს პეტროვიჩი.
ერთ-ერთი ხიდის თავზემოთ მან სამტრედეც ააშენა და, ასაკის მიუხედავად, ყოველთვის ყოჩაღად ადის პურის ნამცეცებით ფრინველების გამოსაკვებად.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები