ეუთო-ში მეგობართა ჯგუფი საქართველოს ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უდასტურებს
აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზე ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მეგობართა ჯგუფის მიერ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე გაკეთებული მოხსენების საფუძველზე ავრცელებს. განცხადება 12 აგვისტოს ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის სახელით ეუთო-ში აშშ-ის წარმომადგენელმა გააკეთა და შესაბამისად, განცხადებაც თავად გამოაქვეყნეს.
საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრიდან 13 წლისთავზე, მეგობართა ჯგუფი გამოხატავს ღრმა მწუხარებას საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობა, გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე.
მეგობართა ჯგუფი მიესალმება ევროკავშირის მედიაციით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას ქართული მხარის მიერ. რუსეთს კი მოუწოდებს:
- დაუყოვნებლივ შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, დააბრუნოს თავისი სამხედრო ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი გადაადგილება;
- გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
ასევე, მოუწოდებს:
- შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის გადაწყვეტილება, მათ შორის, დაუშვას იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
განცხადებაში მეგობართა ჯგუფი გამოხატავს შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული პროვოკაციების, მათ შორის, ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მავთულხლართების ინსტალაციასა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივ ჩაკეტვასთან დაკავშირებით. ასევე, გმობს საოკუპაციო ხაზთან უკანონო დაკავებებს და ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის მკვლელობებს. ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევები და რუსეთს მოუწოდებს:
- შეწყვიტოს დაბრკოლებების შექმნა დამნაშავეთა მიმართ სამართლის აღსრულებისთვის;
- დაუშვან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები.
გარდა ამისა, მეგობართა ჯგუფი რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის მიზნით მიმდინარე პროცესებს "დეფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ კიდევ ერთი ნაბიჯად" აფასებს და რუსეთს მოუწოდებს:
- შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის მის მიერ ოკუპირებულ სეგმენტზე რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად დადგენისა და სოფელი აიბღას რუსეთის კრასნოდარის მხარესთან მიერთების პროცესი;
მეგობართა ჯგუფის განცხადებაში გამოხატულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი მხარდაჭერა და აღნიშნულია ისეთ ძირითად საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობა, როგორიც არის ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების უზრუნველყოფა.
ასევე აღნიშნულია ერგნეთისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებისადმი მხარდაჭერა და გალში აღნიშნული მექანიზმის მუშაობის უპირობოდ განახლების მნიშვნელობა.
ამ განცხადებაში მკაფიო მხარდაჭერაა გამოხატული, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მანდატის სრულად შესრულების მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ისეთ ინიციატივებზე, როგორიცაა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიის გადახედვა და ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.
ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნები არიან — ამერიკის შეერთებული შტატები, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, ესტონეთი, ირლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა.
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
კომენტარები