ბრიტნიმ მხოლოდ 39 წლის ასაკში შეძლო, რომ პირველი iPad ეყიდა
ბრიტნი სპირსს ბედნიერებისთვის ახალი მიზეზი აქვს: მას პირველად აქვს საკუთარი iPad, რაც თავად "გარდამტეხ მომენტად" შეაფასა.
მომღერალმა ინსტაგრამის პირად გვერდზე, სადაც ამჟამად 33 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ვიდეო გამოაქვეყნა შემდეგი აღწერით: "iPad-ით ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი ჩანს. აქამდე არასდროს მქონია!!!"
39 წლის ბრიტნი სპირსი ვიდეოში აღფრთოვანებული უზიარებს თავის ფანებს, თუ როგორი ბედნიერია ამ ფაქტით:
"აქამდე მხოლოდ პატარა ტელეფონი მქონდა, მაგრამ ახლა iPad რომ მიჭირავს ხელში, თითქოს ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა და უზომოდ გახარებული ვარ. ეს უბრალოდ ცვლილებების დასაწყისია!"
გრემის მფლობელმა პოპვარსკვლავმა ისიც აღნიშნა, რომ აქამდე მის შვილებს, 16 წლის შონსა და 13 წლის ჯეიდენს, კი ჰქონდათ პლანშეტური კომპიუტერები, მაგრამ მას "საკუთარი არასდროს ჰქონია".
ამ ფაქტმა ფანებს კიდევ ერთხელ შეახსენა ბრიტნის მეურვეობის შედეგები: უკვე 13 წელზე მეტია, მომღერლის სამედიცინო საქმეებს, კარიერას, პირად ცხოვრებას და ფინანსებს მისი მამა, ჯეიმს სპირსი განკარგავს.
"კოშკში გამოკეტილი თანამედროვე პრინცესა გათავისუფლდა და სულ უმცირესი რაღაცებიც კი აბედნიერებს" — წერს ერთ-ერთი ფანი ვიდეოს კომენტარებში.
შეგახსენებთ, რომ ბრიტნი სპირსი თავისი ძალადობრივი მეურვეობის დასრულებას ითხოვს: წლების წინ ფანების მიერ დაწყებულ სოციალურ მოძრაობას #FreeBritney (თავისუფლება ბრიტნის), რომლის ორგანიზატორებიც მიიჩნევენ, რომ სასამართლოს მიერ ბრიტნისთვის დანიშნული კანონიერი მეურვე, მამამისი, არაკეთილსინდისიერად იყენებდა ძალაუფლებას, ცოტა ხნის წინ თავად მომღერალიც შეუერთდა და სასამართლოზე თავისი მძიმე გამოცდილების შესახებ ღიად ისაუბრა.
ამჟამად ამ საკითხზე როგორც სასამართლო, ისე საზოგადოებრივი მწვავე განხილვები გრძელდება და ბრიტნი კვლავ იბრძვის დამოუკიდებლობის მისაღწევად.
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
კომენტარები