9 და 10 აგვისტოს ვენერას ორი კოსმოსური ხომალდი ჩაუფრენს — რას ველოდებით
კოსმოსური ხომალდები BepiColombo და Solar Orbiter ვენერას 9 და 10 აგვისტოს ჩაუფრენენ.
უახლოეს დღეებში ვენერა დედამიწელებისგან ორმაგ ყურადღებას მიიპყრობს. NASA-ის Solar Orbiter, ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან (ESA) თანამშრომლობით, 9 აგვისტოს ვენერისკენ გაფრინდება და ერთი დღის შემდეგ ESA-ის სხვა კოსმოსური ხომალდი BepiColombo-იც (იაპონიის საჰაერო სივრცის კვლევის სააგენტო JAXA-სთან თანამშრომლობით) შეუერთდება.
ორივე კოსმოსურ ხომალდს გეზი შიდა მზის სისტემისკენ აქვს აღებული. Solar Orbiter მზის შესწავლის მისიით 2020 წელს გაეშვა, BepiColombo კი — 2018 წელს და აქედან მოყოლებული მერკურის მარშრუტზეა.
ორშაბათს, 9 აგვისტოს Solar Orbiter ვენერას დაახლოებით 7 995 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება, შემდეგ კი სამშაბათს, 10 აგვისტოს BepiColombo მივა პლანეტასთან დაახლოებით 550 კილომეტრის სიახლოვეზე.
მათთვის ეს ვენერასთან პირველი შეხვედრა არ იქნება, ვინაიდან Solar Orbiter-ის კოსმოსურმა ხომალდმა ვენერას მიმართულებით პირველი გაფრენა დეკემბერში განახორციელა და მომავალშიც, არაერთ მოგზაურობას გეგმავს მის გარშემო. BepiColombo, რომელმაც პლანეტას ოქტომბერში ჩაუფრინა, შემდგომში მერკურისაკენ გაემართება და ოქტომბერში დაგეგმილი ექვსი გაფრენიდან პირველ მათგანს შეასრულებს.
მეცნიერებს გეგმაში ჰქონდათ, რომ ვენერასთან ხომალდების სიახლოვის უპირატესობით ესარგებლათ თავ-თავიანთი დანიშნულებებისაკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ იღბლიანი შემთხვევითობა სულაც არაა, რომ ორივე ასე ახლოს მივა პლანეტასთან. Solar Orbiter-სა და BepiColombo-ს ვენერას ორბიტას გრავიტაციისგან გამოწვეული რხევები დაეხმარება დანიშნულების ადგილას მისაღწევად. Solar Orbiter ვენერას გრავიტაციას რამდენიმეჯერ გამოიყენებს, რათა მზეს მიუახლოვდეს და მზის პოლუსებზე კარგად დასაკვირვებლად მიმართულება შეცვალოს, რაც კოსმოსური ხომალდისათვის პირველი შემთხვევა იქნება, BepiColombo-ს კი გრავიტაციის "მიხმარება" დედამიწიდან, ვენერადან და თავად მერკურიდანაც დასჭირდება.
ESA-ის მოხსენებაზე დაყრდნობით, ვენერასთან ახლოს ორი ხომალდის გავლა "უპრეცედენტო შესაძლებლობას გვაძლევს, ვენერას გარემო სხვადასხვა ადგილმდებარეობიდან ერთდროულად შევისწავლოთ". საფრენი აპარატი ვენერაზე ისეთ ადგილებსაც შეათვალიერებს, რომელიც ჩვეულებრივ არ ჩანს ხოლმე.
ESA-ს მოხსენებით, საუბედუროდ, ვინაიდან ვენერა არც ერთი ხომალდის ძირითადი დანიშნულების ადგილი არ არის, მათი კამერების საშუალებით პლანეტას მაღალი გარჩევადობის მქონე სურათებს ვერ გადაუღებენ. Solar Orbiter მზესთან პირისპირ ყოფნას განაგრძობს, როცა BepiColombo-ზე არსებული მთავარი კამერა დაცული დარჩება, სანამ კოსმოსური ხომალდი მერკურიზე არ აღმოჩნდება.
მიუხედავად ამისა, BepiColombo-ის სამი საკონტროლო კამერა ვენერას ფოტოების გადაღებას შეძლებს. კამერები მომენტალურ შავ-თეთრ ფოტოსურათებს გადაიღებენ, როგორც ხომალდის მიახლოებისას, ასევე რამდენიმე დღის შემდეგ. როდესაც BepiColombo ვენერასთან ყველაზე ახლოს იქნება, კამერის ხედვის არეს პლანეტა ამოავსებს, ხოლო როგორც კი იგი ვენერასგან დაიძრება, პლანეტაც მის უკან დაიწყებს გაუჩინარებას. ESA პირველ სურათს 10 აგვისტოს საღამოს ელოდება, სხვა გამოსახულებათა დიდი ნაწილი კი, სავარაუდოდ, 11 აგვისტოს ჩამოაღწევს.
ESA-ზე დაყრდნობით, ვენერას აღბეჭდვის საშუალება შესაძლოა Solar Orbiter-საც მიეცეს. კომოსური ხომალდის SoloHI გამომსახველმა, რომელიც ჩვეულებრივ მზისიერ ქარს უღებს ხოლმე, შესაძლოა ვენერას გაუნათებელ მხარეზე დაკვირვება შეძლოს ერთი კვირით ადრე, სანამ მას ყველაზე მეტად მიუახლოვდება. სამწუხაროდ, უახლოეს დისტანციაზეც კი ხომალდები 575 ათასზე მეტი კილომეტრით იქნება ერთმანეთისგან დაცილებული, ამიტომაც ისინი ერთმანეთის აღბეჭდვას ვერ მოახერხებენ.
ESA-ის თქმით, მიუხედავად ამ ყველაფრისა, კოსმოსური ხომალდები მხოლოდ ფოტოსურათებისაკენ სულად არ ისწრაფვის. Solar Orbiter და BepiColombo ვენერას მაგნიტურ და პლაზმურ გარემოზე მონაცემებსაც შეაგროვებენ და მათი განსხვავებული ადგილმდებარეობებიც სწორედ აქ ხდება საინტერესო, რადგან გარემოს მონაცემების მრავალი პუნქტი დაფიქსირდება. ამასთანავე, JAXA-ის კოსმოსური ხომალდი Akatsuki-იც ვენერას ორბიტაზეა და საინტერესო მონაცემთა ნაკრებს გვთავაზობს, რომლის სრულყოფილ გაშიფვრასაც, ESA-ის გაანგარიშებით, თვეები დასჭირდება.
კომენტარები