როგორ წარმოედგინათ საოჯახო ტექნიკის მომავალი ძველად (6 ფოტო)
საუკუნის წინ მცხოვრებ ადამიანებს დღევანდელი ტექნოლოგიური პროგრესი რომ ენახათ, ალბათ ბევრი რამ აღაფრთოვანებდათ, მაგრამ უმეტესობა ჩათვლიდა, რომ განვითარების იმ ტემპს ჩამოვრჩით, რომელიც ძველად დაგვისახეს.
ამ სტატიაში 9 ფოტოს ნახავთ, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ ჩვენმა წინაპრებმა საოჯახო ტექნიკის მომავალი სწორად განსაზღვრეს და ბევრი დეტალიც გადაჭარბებით შეაფასეს.
1. მოსასმენი გაზეთი
ძველად ეგონათ, რომ ერთ დღეს მოსასმენი გაზეთი საოჯახო ნივთი გახდებოდა და არც შემცდარან. ჯერ კიდევ 1920 წელს დაიწყო რადიო მაუწყებლობა და მალევე შეიქმნა ისეთი მოსასმენი გაზეთი, რომლის ყურებაც შეგეძლო. დღეს ხომ ტელევიზორი ყველა ოჯახს აქვს.
2. რობოტი, რომელიც ყავას ამზადებს
წარსულის კიდევ ერთი წარმოდგენა ახდა და ყავის აპარატი უკვე მარტივად ხელმისაწვდომია. მართალია ის ილუსტრაციაზე გამოსახულ ვიზუალს არ იმეორებს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ბევრად პრაქტიკულიც კი არის.
3. დამლაგებელი რობოტი
წინაპართა წარმოდგენები 21-ე საუკუნეში მაინც ავასრულეთ და რობოტი მტვერსასრუტები შევქმენით, თანაც ბევრად დახვეწილი ვიზუალით. მას საქმის შესასრულებლად 10 ხელი სულაც არ სჭირდება.
4. ულტრათანამედროვე სამზარეულო
ამ ილუსტრაციაზე გამოსახული წარმოდგენების ნაწილი მართლაც ახდა. უახლეს გაზქურებს თითქმის იდენტური დიზაინი აქვთ, თუმცა შუშის ღუმელი და ღია მაცივარი ჯერ კიდევ არ არის მარტივად ხელმისაწვდომი.
5. გამოსაცვლელი ოთახი
გამოსაცვლელი ოთახი, რომელშიც უბრალოდ დაჯდები და ის ვარცხნილობას შეგირჩევს, პედიკურს გაგიკეთებს და ტანსაცმელს შეგირჩევს ჩვენთვისაც კი ზედმეტად ფანტასტიკური ჩანს, თუმცა ძველად დარწმუნებულები იყვნენ, რომ მომავალში ეს ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა.
6. თამაშების ოთახი
ეს ჩანახატი სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწარმოების ილუსტრაციას ჰგავს, მასზე თამაშების ოთახია გამოსახული, რომელიც მომავლის გარდაუვალი ნაწილი ეგონათ, თუმცა ეს სულაც არაა რეალობა. შეიძლება მდიდრული სახლის ოთახი ვინმემ ამ ილუსტრაციას მართლაც დაამსგავსოს, მაგრამ დღევანდელი ადამიანისთვის ორგანულ გარემოდ ნამდვილად ვერ ჩაითვლება.
ალტა კომპიუტერული და საოჯახო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზიაა, რომელიც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობს და მომხმარებელს ათასობით პროდუქტს სთავაზობს. აქ საოჯახო ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანი დაგხვდებათ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები