სოციალური სამართლიანობის ცენტრი შრომის ინსპექციას თბილსერვისის შემოწმებისკენ მოუწოდებს
სოციალური სამართლიანობის ცენტრი შრომის ინსპექციას თბილსერვისის შემოწმებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მათ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ცენტრი, ასევე, მოუწოდებს მერიას, რომ თანამშრომელთა წუხილები დროულად შეისწავლოს და გადადგას ნაბიჯები დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
"ბილისის მერიისა და კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან საპროტესტო აქციის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებებში მინიშნება გაკეთდა წარსულში გაზრდილ ხელფასებზე და EBRD-დან აღებული ახალი სესხის მოცულობაზე, რითიც დამსაქმებელმა პრობლემებზე მყისიერი რეაგირება გამორიცხა და ცვლილებების 2022 წლამდე გადავადება დაანონსდა", — წერია განცხადებაში.
ისინი საგანგაშოდ აფასებენ თბილისი ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებას, სადაც მან პროტესტს "უკანონო" უწოდა.
"ეს კი იმ პირობებში, როდესაც პროტესტში მონაწილე მშრომელები დღეს აცხადებდნენ, რომ შრომითი ხელშეკრულების შინაარსი, მათ შორის, მხარეთა პასუხისმგებლობები, უფლებები და მოვალეობები მათთვის უცნობია. კომპანიის დირექტორის მოადგილემ, დავით ფაჩულიამ, კი თავად დაადასტურა, რომ თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლებს წერილობითი ხელშეკრულება არ გააჩნიათ საკუთარ დამსაქმებელთან", — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
მათი თქმით, თბილსერვისის თანამშრომელთა განცხადებებში იკვეთება შრომითი უფლებების და უსაფრთხოების არაერთი მძიმე დარღვევა, მათ შორის, ამორტიზებული ტექნიკითა და შეუსაბამო ეკიპირებით აღჭურვის პრობლემა.
„თბილსერვის ჯგუფი” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კომპანიაა, რომელიც 2007 წელს დაარსდა. თბილსერვისში დასაქმებული 5,000-ზე მეტი ადამიანის საქმიანობა მოიცავს ქალაქის ნარჩენების მართვას, ქუჩებისა და მოედნების დასუფთავებას, სანიაღვრე ქსელის მოწესრიგებას, საავტომობილო და საფეხმავლო გზების გაწმენდას, გარე განათების უზრუნველყოფას და ქალაქისთვის აუცილებელ სხვა არაერთ მომსახურებას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს თბილისის მერიასა და მის დაქვემდებარებაში მყოფ კომპანიას:
- დროულად შეასრულონ თანამშრომლების სამართლიანი მოთხოვნები;
- აღმოფხვრან კომპანიაში არსებული შრომითი უფლებების დარღვევები;
- დაუყონებლივ უზრუნველყონ დასაქმებულების სამუშაო პირობების გაუმჯობესება.
დღეს, 6 აგვისტოს თბილსერვისის ჯგუფის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების მომატებასა და ხელშეკრულების პირობების შესრულებას ითხოვდნენ. თანამშრომლები საუბრობდნენ იმაზეც, რომ მათ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, მათ შორის, მძიმე მდგომარეობაშია დასუფთავების მანქანები, უნიფორმები და ნაგვის ურნები.
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
კომენტარები