იმედის 100%-იანი წილის მფლობელი ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებული კომპანია გახდა
ფოტო: Wikipedia
ტელეკომპანია იმედის მესაკუთრე შეიცვალა — პატარკაციშვილის ოჯახმა საკუთრების უფლება ჰანიველ პარტნერზის (Hunnewell Partners), რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი რუხაძეა, კონტროლირებად კომპანიას გადასცა. ამის შესახებ განცხადებას ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ავრცელებს.
"ტრანზაქცია დასრულდა 2021 წლის აგვისტოში, რასაც წინ უძღოდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მხრიდან თანხმობის მიღება. გარიგების პირობებით, მედიაჰოლდინგ იმედის მფლობელი კომპანია ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუფის (Georgian Media Production Group) 100%-ანი წილი გადაეცა მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი-ს (Media Finance Group B.V.), რომელიც შედის ჰანიველ პარტნერზის კომპანიათა ჯგუფში", — ნათქვამია განცხადებაში.
ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპის წილის გასხვისებაზე თანხმობა ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა, ინა გუდავაძემ, კომუნიკაციების კომისისგან იანვარში გამართულ სხდომაზე მიიღო. მაშინვე ითქვა, რომ მედიაჰოლდინგს ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანია Media Finance Group ყიდულობს, რომლის მფლობელებიც არიან აშშ-ის მოქალაქეები — იგორ ალექსეევი, ირაკლი (ოთარ) რუხაძე და ბენჟამენ ალბერტ მარლსონი.
მაშინ რუხაძე აცხადებდა, რომ მან ტელეიმედი პარტნიორებთან ერთად 2 წლის წინ შეიძინა, ახლა მხოლოდ ფორმალური გადაფორმების თანხმობა მიიღო.
მფლობელის შეცვლა უკვე ასახულია საჯარო რეესტრში. ამასთან, Media Finance Group 25%-იან წილს ფლობს ტელეკომპანია მაესტროში და 100%-იან წილს რადიო იმედში.
ბიზნესმნენ ბადრი პატარკაციშვილის მიერ 2001 წელს დაარსებული იმედი მისი გარდაცვალების შემდეგ, 2008 წლიდან მისი ნათესავის, ჯოზეფ ქეის, მფლობელობაში გადავიდა, რასაც მაშინდელი მმართველი პარტიის მიერ არხის სრულად გაკონტროლება მოჰყვა. გარდაცვლილი პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძე, წლების განავლობაში დაობდა კომპანიის დასაბრუნებლად. თუმცა, მას მხოლოდ ქართული ოცნების 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გადაეცა, მაგრამ არა სასამართლოს გზით, არამედ ჯოზეფ ქეისთან შეთანხმებით. ამის შემდეგ კი არხი უკვე ქართული ოცნების ღია მხარდამჭერად ითვლება.
-
შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას
გადახედვა
-
ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი? ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი?
გადახედვა
-
კობახიძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანია უცხოეთიდან გრანტებით იყო დაფინანსებული კობახიძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანია უცხოეთიდან გრანტებით იყო დაფინანსებული
გადახედვა
-
რას ამბობს კიტ ჰარინგტონი ჰარი პოტერის სერიალში მონაწილეობაზე? რას ამბობს კიტ ჰარინგტონი ჰარი პოტერის სერიალში მონაწილეობაზე?
გადახედვა
-
"ვერავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ" — მინისტრი 21-ე სკოლის საკითხზე "ვერავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ" — მინისტრი 21-ე სკოლის საკითხზე
გადახედვა
-
"[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე "[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა
გადახედვა
-
"სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით" — დირექტორი 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე "სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით" — დირექტორი 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე
გადახედვა
-
საქართველომ რუს დეზერტირს ერთწლიანი საერთაშორისო დაცვა მიანიჭა — მედია საქართველომ რუს დეზერტირს ერთწლიანი საერთაშორისო დაცვა მიანიჭა — მედია
გადახედვა
-
ტრამპმა თეთრ სახლში სომეხი რელიგიური ლიდერები მიიღო ტრამპმა თეთრ სახლში სომეხი რელიგიური ლიდერები მიიღო
გადახედვა
-
სახლში შეჭრილ მძარცველს ცუგა სათამაშოთი მიეგება, კუდს უქიცინებდა და არც პოლიციის გამოჩენისას დაუყეფია — ნახეთ ვიდეო სახლში შეჭრილ მძარცველს ცუგა სათამაშოთი მიეგება, კუდს უქიცინებდა და არც პოლიციის გამოჩენისას დაუყეფია — ნახეთ ვიდეო
-
შალვა პაპუაშვილი "ნამახვანჰესის" პროექტის ჩაშლაში NGO-ებს ადანაშაულებს შალვა პაპუაშვილი "ნამახვანჰესის" პროექტის ჩაშლაში NGO-ებს ადანაშაულებს
გადახედვა
-
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა
გადახედვა
-
"ნებართვა არ ჰქონდათ" — მგფ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს "ნებართვა არ ჰქონდათ" — მგფ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": ანექსიასთან დაკავშირებით, "ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულებრივ დუმილს და უმოქმედობას "გახარია საქართველოსთვის": ანექსიასთან დაკავშირებით, "ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულებრივ დუმილს და უმოქმედობას
გადახედვა
-
ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება
გადახედვა
-
ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს
გადახედვა
-
ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მეორე კვარტალში მშენებლობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლება დაფიქსირდა მეორე კვარტალში მშენებლობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლება დაფიქსირდა
გადახედვა
-
სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ჰოვიკ აბრამიანის ძმა დააკავეს სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ჰოვიკ აბრამიანის ძმა დააკავეს
გადახედვა
კომენტარები