ლაშა ბექაური: ჩემი ძიუდო დღეს ზურაბ კახაბრიშვილის წყალობით ვაჩვენე
"ის მსოფლიოში საუკეთესო ექიმია"
დღეს, 28 ივლისს საქართველომ ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მიიღო. გამარჯვება ქვეყანას 21 წლის ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა მოუტანა, რომლისთვისაც ეს ასევე პირველი ოქროს მედალია. ამ ტრიუმფისთვის ბექაური საქართველოსგან მილიონ ლარს მიიღებს.
ბექაურმა მადლობა გადაუხადა საკუთარ ექიმს, ზურაბ კახაბრიშვილსაც, რომლის ემოციური ფოტოც დღეს ყველამ იხილა. სპორტსმენმა 1 თვის წინ მხარის ტრავმა მიიღო და არ იცოდა, შეძლებდა თუ არა ოლიმპიადაში მონაწილეობას.
"ზურაბ კახაბრიშვილი მსოფლიოში საუკეთესო ექიმია, რადგანაც როცა ერთი თვის წინ ბუდაპეშტში მხარი დავიზიანე, ძალიან გვეშინოდა, რომ ტოკიოს ოლიმპიადაში ვერ ჩავერთვებოდი. მისი წყალობით, დღეს თავს საუცხოოდ ვგრძნობდი და შევძელი, რომ ძიუდოში ჩემი შესაძლებლობები მეჩვენებინა. ახლა კი, ოლიმპიური ჩემპიონიც ვარ, ცხოვრება მშვენიერია!"
ქართველი ჩემპიონის ამ განცხადებას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF) ავრცელებს.
ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც კაცების 90კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა. ამ წონით კატეგორიაში 33 ქვეყნის 33 სპორტსმენი იბრძოდა გამარჯვებისთვის.
ფოტო: IJF
ფოტო: IJF
"ახლა წარმომიდგენია, ჩემი ხალხი როგორი გახარებულია. ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა გულშემატკივარს. მსურს, ეს გამარჯვება მთელ საქართველოს მივულოცო".
ფოტო: Reuters
ფოტო: Reuters
"გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი და ავიხდინე დიდი ოცნება. ძალიან მიყვარხართ — მთელი საქართველო. მადლობა ჩემს არხილოსკალოს, ჩემს ქედებს და გუდამაყარს. მიყვარხართ", — თქვა მან.
ფოტო: IJF
ფოტო: IJF
ნახევარფინალში ლაშა ბექაურმა რუსი მეტოქე, მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა, სწორედ მაშინ გადაიღეს ექიმის ემოციური ფოტოც.
ფოტო: Getty Images
2 წლის წინ ლაშა ბექაურმა პოლიციელები ძალადობაში დაადანაშაულა. როგორც ის მაშინ ყვებოდა, სპორტსმენი სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით წაიყვანეს მანქანით.
"შენ არ იცი, როგორ უნდა გველაპარაკოო, შენ კუნთები გერჩის, როგორც გეტყობაო და ეგრევე გინება დამიწყეს. მეც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას ვუწევდი არ მეგონა ესე თუ მოიქცეოდნენ... რას ვხედავ, დამიწყეს გინება და დარტყმები. მეც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა გავუწიე და მეც ვაგინებდი (ამათ თავს არ დავუხრიდი სულ რო მოვმკვდარიყავი). ორი მიჭერდა, თან მირტყამდნენ. მერე რომ ვეღარ მერეოდნენ, მესამე ჩაისვეს და გააგრძელეს", — წერდა სპორტსმენი.
19 წლის ბექაურის იმდროინდელი ნაამბობით, ის ვარჯიშიდან შინ ბრუნდებოდა, როდესაც დააკავეს, ხოლო განყოფილებასთან მიყვანის შემდეგ ძალადობაში სხვა პოლიციელებიც ჩაერთვნენ:
"უნდოდათ გავმტყდარიყავი. ერთი სატანისსახიანი შემოვარდა მერე, ვინაა ესო, რა პანიკებშიაო... მაგინებდა ისიც, ტატამზე ხო არ ჰგონია თავიო. იარაღი ამოიღო, კუნთებით თუ ვერა, აი, იარაღი აქ მაქვსო... დამთავრდა შენი კარიერაო მიმეორებდა".
ლაშა ბექაური ამბობდა, რომ ძალადობასთან ერთად მისთვის ნარკოტიკული საშუალების ჩადებაც განიხილებოდა, პარალელურად კი მასზე ფსიქოლოგიურადაც ძალადობდნენ.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები