მეცნიერები ხსნიან, თუ რატომაა ექსტრემალური ამინდი დედამიწის სხვადასხვა წერტილში ერთდოულად
ბოლო თვის განმავლობაში ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მასშტაბით მომაკვდინებელი და ხშირად უპრეცედენტო ამინდები დაფიქსირდა. მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანის მიერ ატმოსფეროში განხორციელებულმა ცვლილებებმა, მსგავსი მოვლენები უფრო ხშირი გახადა.
"კლიმატი, ამინდი და წყალთან დაკავშირებული საფრთხეები სიხშირითა და ინტენსივობით გამოირჩევა და იზრდება",— თქვა მსოფლიოს მეტეოროლოგიის (WMO) გენერალურმა მდივანმა, პეტერ თაალასმა, გასული კვირის განცხადებაში. "ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ცენტრალურ ევროპასა და ჩინეთში კოკისპირული წვიმისა და დამანგრეველი წყალდიდობის შემთხვევებმა გამოკვეთა შედეგი, ადამიანის სიცოცხლესა და ეკონომიკაზე".
მსოფლიო ყოველთვის განიცდიდა ამინდის ექსტრემალურ გაუარესებას და მას მოჰყვებოდა მრავალი სიცოცხლის დაკარგვა. ახლა კი ეს მაჩვენებლები იმატებს. რამდენიმე წლის წინ მეტეოროლოგებს არ სურდათ, რომ რომელიმე მოვლენა გლობალური დათბობისთვის მიეწერათ, მაგრამ ახლა ეს შეიცვალა.
ასევე იხილეთ: 130 დაღუპული — კანადაში რეკორდული, 49.6 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა
"ჩრდილოეთ ამერიკაში ბოლოდროინდელი რეკორდული სითბო აშკარად უკავშირდება გლობალურ დათბობას", — დასძინა თაალასმა.
მეცნიერები ხსნიან ბოლოდროინდელ მოვლენებს, რომლებიც მსოფლიოს დაატყდა თავს. თბილ ჰაერს შეუძლია ბევრი წყლის შეკავება. ამის შესახებ დიდი ხნის წინ იყო საუბარი, რის გამოც გერმანიაში მომხდარი წყალდიდობა მოულოდნელი სულაც არ ყოფილა.
"თბილმა კლიმატურმა რეაქტიულმა ნაკადმა, შეიძლება უფრო არასტაბილური გახადოს ყველაფერი. ჩვენ ვნახეთ, რომ შესაძლოა ზამთარი უკიდურეს ცივ ამინდთან ასოცირდებოდეს, რადგან ზაფხულმა უკვე გვაჩვენა ანომალიური ცხელი წერტილები", —თქვა მეცნიერმა, რიჩარდ მათეარმა.
ცხელი ჰაერი ზრდის წვიმის რაოდენობას, რაც ქმნის წინაპირობას წყალდიდობისთვის. ასევე განაცხადეს, რომ მოვლენები ბევრად უფრო ექსტრემალურია, ვიდრე ელოდნენ.
იანვარში დოქტორმა ერიხ ფიშერმა წარადგინა ნაშრომი, სადაც ეწერა, რომ მოსალოდნელი იყო მსგავსი სახის ანომალიური ამინდები. ის გვაფრთხილებდა, რომ მსგავსი მოვლენები ჩვეულებრივი გახდებოდა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ წყალდიდობები, რეკორდული სიცხეები და ექსტრემალური მოვლენები არ შეჩერდება, სანამ გლობალური დათბობა არ შენელდება.
"ეს უპრეცედენტო მოვლენები უნდა გავითვალისწინოთ კრიტიკული სიტუაციების ინფრასტრუქტურის მომზადებისას", — წერენ მეცნიერები.
"ადამიანები უსულ უფრო მეტად არიან სტრესში კატასტროფების გამო. ჩვენ უნდა განვავითაროთ მედეგობა იმის ცოდნით, რომ კიდევ უფრო ბევრი რამაა მოსალოდნელი მომავალში", — განუცხადა მათეარმა IFLScience-ს.
ასევე იხილეთ: ყველაფერი, რაც პარიზის კლიმატის შეთანხმებაზე უნდა იცოდეთ
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში — შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები