ჟურნალისტებს სუს-ის შენობასთან მუშაობის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ინტერვიუს ჩაწერის დროს მოქალაქე, დავით ბაძგარაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ის განსაკუთრებული აგრესიისით ფორმულას ჟურნალისტის მიმართ გამოირჩეოდა, რომელსაც უთხრა, რომ უნდა რცხვენოდეს იმ ტელევიზიაში მუშაობა, რომელიც დავით კეზერაშვილის დაფინანსებულია.
"ბოროტად შესრულებულ ჟურნალისტურ საქმიანობას ვცდილობ რომ ხელი შევუშალო. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას თქვენზე გული ერევა", — ამბობს ბაძგარაძე, რომელიც Facebook-ზე ძალადობრივი და ჰომოფობიური ალტ ინფოსა და პრორუსი ლევან ვასაძის პარტიის ერთობა, რაობა,იმედის მხარდამჭერ პოსტებს აზიარებს.
მისივე თქმით, ის თავის გზაზე მიდიოდა, რა დროსაც ჟურნალისტები დაინახა და თავისი უარყოფითი ემოცია გამოხატა.
"გაჩერდა მანქანა გზის მეორე მხარეს, ჩაუწია შუშას. მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მერე დატრიალდა ზევით და ჩამოვიდა, გააჩერა უსაფრთხოების სამსახურის პარკინგზე. ნახევარი საათის განმავლობაში, თუ მეტი არა, სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდა", — ამბობს ფორმულას ჟურნალისტი, ნინო ვარძელაშვილი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ფორმულას საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნანა ინწკირველი მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიას ჟურნალისტებზე ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას უკავშირებს.
"სულ უფრო და უფრო მძიმდება სიტუაცია და რთული ხდება. რაც ყველაზე ცუდია, ასეთ ფაქტებზე რეაგირება არ არის. ბუნებრივია, ხელისუფლებისა და საპატრიარქოს განცხადებები ჟურნალისტების მიმართ აგრესიას ხელს უწყობს", — ამბობს ინწკირველი On.ge-სთან.
ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ 5-6 ივლისს. ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5 ივლისს 53 ჟურნალისტი დაშავდა. მათგან ერთი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივნისს გარდაიცვალა.
კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები იყვნენ: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტ-ინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიიყვანეს ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.
აღანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.
ასევე, 22 ივლისს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და ამ დრომდე არ უბრუნებს. მან ემა გოგოხიას მიკროფონი სენაკის თეატრში წაართვა და შეუარცხყოფა მიაყენა.
გაიგე მეტი:
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
კომენტარები