საფრანგეთის საზღვაო ძალებში დრონების ჩამოსაგდებ ლაზერულ სისტემაზე მუშაობენ
დრონების შექმნის თავდაპირველი მიზანი — ძნელად მისაწვდომი ტერიტორიების დათვალიერება, თანდათან შეიცვალა და დღეს ეს მოწყობილობა იარაღების გადატანისა და მტრებზეც თავდასხმის ფუნქციებსაც ითავსებს. შედეგად, ქვეყნებმა სწრაფად დაიწყეს დრონებისგან თავდაცვის საკუთარი სისტემების შექმნა, რომელიც ხშირად მათ გაუვნებლებას ითვალისწინებს. ფრანგულ თავდაცვის კომპანია CILAS-ს კი სულ სხვა გეგმები აქვს — იგი დრონებს მაღალი სიმძლავრის ლაზერით ჩამოაგდებს.
HELMA-P (მაღალი ენერგიის ლაზერი მრავალჯერადი გამოყენებისთვის — სიმძლავრე) ცალთვალა უოლ-ის ჰგავს დისნეის და პიქსარის სამყაროდან, თუმცა ოდნავადაც არ არის ამ რობოტივით კეთილი და დიდსულოვანი. მოწყობილობის ოპტიკური სენსორების წყება ჰაერში დრონებისთვის თვალყურის სადევნებლადაა განკუთვნილი. იგი ასევე აღჭურვილია მძლავრი ორკილოვატიანი ლაზერით, რომელსაც დრონების ჩამოსაგდებად გამოიყენებენ.
სისტემას ერთი ადამიანი მართავს, რომელიც ინფორმაციას ოპტიკური სენსორებისგან იღებს და შემდეგ დრონების მოძრაობას ადევნებს თვალ-ყურს. საბრძოლო თვითმფრინავის მსგავსი მაკონტროლებლის გამოყენებით ლაზერის დამიზნება და გასროლაა შესაძლებელი.
სისტემა Ariane Group-თან თანამშრომლობის ფარგლებში ორ წელიწადში შეიქმნა, შემოწმებები კი 2020 წელს სამხრეთ დასავლეთ საფრანგეთში შეიარაღების გენერალური სამმართველოს (DGA) რაკეტების შემოწმების ცენტრში დაიწყო. CILAS-ის გუნდი ირწმუნება, რომ ტესტირებისას მოწყობილობამ მაღალი სიზუსტით ჩამოაგდო 37 დრონი. მას 1 კილომეტრი სიგრძის დიაპაზონი აქვს, რაც, კომპანიის თქმით, 3-4-ჯერ აღემატება აქამდე არსებული დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების დიაპაზონს.
საბოლოო შემოწმებებზე, რომელიც 7 ივლისს ჩატარდა და რომელსაც საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრიც ესწრებოდა, კომპანიამ წვიმის პირობებშიც წარმატებით მოახერხა მოწყობილობის დემონსტრაცია.
როგორც Naval News იუწყება, დრონების გარდა, CILAS-ს ლაზერის იარაღის შემოწმება უნდა ზღვაში მოტივტივე ობიექტებზე და მსუბუქ დამრტყმელ კატერებზე (FIAC). მას გამოიყენებენ ოპტიკური ჩახშობისა და ანტენების განადგურების მიზნითაც.
კომენტარები