7 მითი ვაგინალური სოკოვანი ინფექციის შესახებ
ფოტო: Drew Dau / Unsplash
ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში მრავალი წინაღობა იქმნება. გარდა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა, პრობლემა სტიგმაში და გავრცელებულ მითებშია, მათ ნაწილს, კერძოდ გენიტალური სოკოვანი ინფექციის შესახებ, ერთად დავამსხვრევთ:
მითი #1: გენიტალური სოკოვანი ინფექცია მხოლოდ ქალებს აწუხებთ
რეალობა: კანდიდა, ანუ სოკოს სახეობა, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს ინფექციურ დაავადებას, ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმშია (ქალი, კაცი, ბავშვი). გამოვლენისთვის კი ხელსაყრელ პირობებია საჭირო: მაღალი ტენიანობა, სველი და მოტკეცილი საცვლების ან საცურაო კოსტუმის დიდხანს ტარება, დაქვეითებული იმუნიტეტი და სხვა.
მითი #2: დაავადება გადადის წყლით (ზღვაში, აუზში)
თუ ყოველ ზაფხულს გტანჯავთ ერთი და იგივე შეკითხვა და ზუსტი პასუხი არ გაქვთ, გეტყვით: მიუხედავად იმისა, რომ ნესტიანი, სველი, დახუთული გარემოპირობები ხელშემწყობია სოკოს გამრავლებისთვის, რეალურად მისი გადადება/გავრცელება აუზში ან ზღვაში არ ხდება.
მითი #3: სოკოვანი ინფექცია აუცილებლად გამოხატულია ქავილით
მამაკაცებსა და ქალებში ინფექციას სხვადასხვა გამოვლენა აქვს. ქალების შემთხვევაში ხაჭოსებრი, თეთრი გამონადენი აუცილებელი პირობაა, ასევე შესაძლოა იყოს დისკომფორტი, სასქესო ბაგეების ქავილით გამოხატული. მამაკაცების შემთხვევაში კი - სასქესო ორგანოს შეწითლება, გამონაყარი და ტკივილიც კი შეიძლება იყოს აღნიშნული დაავადების ნიშანი.
მითი #4: ყველაფერი დამოკიდებულია ჰიგიენაზე
მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების რიცხვშია: სველი საცურაო კოსტუმის, თეთრეულის დროული გამოცვლა, ფიზიკური დატვირთვის შემდგომ გადავლება, ჰიგიენური საფენისა და ტამპონის ხშირი ცვლა, ბამბის და ნატურალური ქსოვილის საცვლების ტარება, სამწუხაროდ ყველაფერი ჰიგიენაზე დამოკიდებული არ არის. მეტიც, ხშირად ზედმეტი მონდომებით კიდევ უფრო ვარღვევთ ბუნებრივ მიკროფლორას, მაგალითად სურნელოვანი სპრეებით, პუდრის ტიპის საშუალებებითა და ძლიერი საპნებით, რაც ზრდის ინფექციების რისკს.
მითი #5: იოგურტი პრობლემას აგვარებს
უცნაურად ჟღერს? გავრცელებულია მითი, რომ ქალებს, რომელთაც კანდიდოზი პერიოდულად აწუხებთ, კვების რეჟიმის ცვლილება სჭირდებათ. დიახ, შესაძლოა დიაბეტის მქონე პაციენტებს, ან მათ, ვინც ნახშირწყლებს დიდი რაოდენობით მოიხმარენ, მართლაც ჰქონდეთ გარკვეული შემსუბუქება რაციონში შაქრის შემცირებით, თუმცა იოგურტისა და პრეობიოტიკებით მდიდარი სხვა პროდუქტების აქტიური მიღება პრობლემას არ აგვარებს.
მითი #6: ვაგინალური სოკოსგან გათავისუფლება შესაძლებელია თვითმკურნალობით
არსებობს ვირუსების ძალიან ბევრი ტიპი, რომელთაც ერთნაირი სიმპტომატიკა ახასიათებს; მათი ნაწილი სქესობრივი გზით გადადის, ნაწილი კი სერიოზულ პათოლოგიაზე მიუთითებს. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, აუცილებელია იმის გარკვევა საქმე გვაქვს რეალურად კანდიდოზთან თუ სხვა ინფექციურ დაავადებასთან.
ძალიან პოპულარული სამედიცინო ჟურნალის, Everyday Health-ის მონაცემებით, იმ ქალების ორი-მესამედი, ვინც სოკოს საკუთარი ძალებით ებრძვის და თვითმკურნალობას ინიშნავს, სულ არ არის აღნიშნული ვირუსით ინფიცირებული.
მიუხედავად იმისა, რომ თვითმკურნალობის გზები საქართველოსა და ევროპაშიც კი, ცნობილია (ძმრით გამორეცხვა, ნიორი, ბორის მჟავის სანთლები) ყოვლად დაუშვებელია მათი გამოყენება, რადგან ასე პაციენტი იზიანებს საშოს მიკროფლორას და შესაძლოა უარესი პრობლემების წინაშე დადგეს.
ზუსტი დიაგნოზი წარმატებული მკურნალობის აუცილებელი წინაპირობაა, ამისთვის გინეკოლოგი რამდენიმე ანალიზს დაგინიშნავთ და შესაძლოა აუცილებელი იყოს ნაცხის აღებაც. მხოლოდ ამის შემდგომ დაინიშნება შესაბამისი მკურნალობა: ადგილობრივი გამოყენების კრემი, სანთელი თუ სხვა საშუალება.
მითი #7: ვაგინალური სოკო რთული დაავადებაა
საბედნიეროდ, კანდიდოზის მკურნალობა ხელმისაწვდომი და საკმაოდ მარტივია. შესაბამისად, იშვიათია მისგან გამოწვეული გართულებები.
დაჯავშნეთ ვიზიტი სამედიცინო ცენტრ ციტოს უროლოგის ან გინეკოლოგის კაბინეტში, მიიღეთ კვალიფიციური სამედიცინო სერვისი ერთ სივრცეში და აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
კომენტარები