თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზი მგზავრებს, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში ვერ ემსახურებოდა. თბილისის მერიის განცხადებით, შეფერხება ტექნიკურ პრობლემას უკავშირდებოდა.

"ამ ეტაპისთვის, მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მგზავრთა გადაყვანას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!", — ნათქვამია მერიის განცხადებაში.