გირჩი — მეტი თავისუფლება ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას დაუჭერს მხარს
გირჩი — მეტი თავისუფლება თვითმმართველობის არჩევნებში ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას დაუჭერს მხარს. ამასთან, გირჩის წარმომადგენელი იქნება თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი.
"დიდხნიანი მსჯელობისა და კენჭისყრის შემდგომ, გადავწყვიტეთ, რომ გირჩი — მეტი თავისუფლება თბილისში, თვითმმართველობის არჩევნებზე კონკურენტად არ უდგება და მხარს უჭერს საერთო ოპოზიციურ კანდიდატს, ნიკა მელიას. ეს გადაწყვეტილება არ იყო მარტივი, თითქმის ნახევარი პარტიის წევრებისა, ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობოდა, თუმცა 55%-მა მხარი დაუჭირა აღნიშნულ იდეას და ინიციატივას", — აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ცოტნე კობერიძე.
მისივე თქმით, გირჩი — მეტი თავისუფლება ამ არჩევნებზე მიიღებს მხარდაჭერას ოთხ ან მინიმუმ სამ სამაჟორიტარო ოლქში.
"გვესმის ის პასუხისმგებლობა, რაც ამ გადაწვეტილებას მოჰყვება. ასევე, გვესმის, რამდენად რთულია, რომ გირჩს დაუთმონ ეს სამაჟორიტარო ოლქები".
მისივე თქმით, გირჩი არჩევნებზე დამოუკიდებლად გადის და თითქმის ყველგან ეყოლება კანდიდატები და ექნება პროპორციული სია. კობერიძემ აღნიშნა, რომ დიდ როლს შეიტანენ, რათა ეს არჩევნები იყოს რეფერენდუმი და დამარცხდეს ქართული ოცნება, "იდეა ძალადობის".
"გირჩი იქნება გარანტია იმისა, რომ ამ არჩევნებზე დამტკიცდება, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის თავისუფალი საქართველო", — თქვა მან.
გადაწყვეტილების შესახებ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ. მას კორონავირუსი აქვს და ბრიფინგზეც ამის გამო არ იმყოფებოდა.
მისი თქმით, ყველა კვლევით ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ თბილისში მერობის კანდიდატად დადგომის შემთხვევაში მეორე ტურში გადასვლის შანსი არ აქვს.
"ამ ადგილობრივ არჩევნებზე მთავარი ამოცანაა ოპოზიციამ ჯამში აიღოს 58%-ზე მეტი. ამისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციამ აჩვენოს, რომ აქეთ ფლანგზე არსებობს კომპრომისების და თანამშრომლობის რესურსი. ეს მნიშვნელოვანია ახლაც და მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც მივაღწევთ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს და დადგება მომავალი კოალიციური მთავრობის შესაძლო ფორმირების საკითხი. ამას ელოდება როგორც ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ისე ამას ელოდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები", — წერს ჯაფარიძე.
ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას, სავარაუდოდ, ოპოზიციის დიდი ნაწილის მხარდაჭერა ექნებათ. გირჩი — მეტი თავისუფლების გარდა, საჯარო მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ევროპულმა საქართველომ. სავარაუდოა, რომ ეს ოთხი პარტია თბილისში ერთმანეთს კონკურენტენს არ დაუყენებს. ამ დროისთვის უცნობია ლელოს ოფიციალური პოზიცია. რაც შეეხება სტრატეგია აღმაშენებელს, გიორგი ვაშაძე "მესამე ძალის" შემქნის მნიშვნელობაზე საუბრობს.
უკვე ცნობილია თბილისის მერობის ქართული ოცნების კანდიდატით — ამ პოსტის დაკავება უკვე მეორედ სურს კახა კალაძეს.
-
გადახედვარუსეთში, სასწავლო პროგრამაში შევა გაზმანოვის, ლიუბეს და სხვა მუსიკოსების "პატრიოტული" სიმღერები რუსეთში, სასწავლო პროგრამაში შევა გაზმანოვის, ლიუბეს და სხვა მუსიკოსების "პატრიოტული" სიმღერები
-
გადახედვაუჩვეულო ჰიპოთეზის თანახმად, სამყარო 27 მილიარდი წლისაა და მასში ბნელი მატერია არაა უჩვეულო ჰიპოთეზის თანახმად, სამყარო 27 მილიარდი წლისაა და მასში ბნელი მატერია არაა
-
-
გადახედვაარის თუ არა ტიკტოკი ნამდვილად საშიში დასავლეთისთვის — რა რისკებია არის თუ არა ტიკტოკი ნამდვილად საშიში დასავლეთისთვის — რა რისკებია
-
გადახედვა"ძმები ბერიძეების სატენდერო მადა 5 მილიონ ლარს ასცდა" — TI-ის კვლევა "ძმები ბერიძეების სატენდერო მადა 5 მილიონ ლარს ასცდა" — TI-ის კვლევა
-
-
-
გადახედვაშესაძლოა, iPhone-ებს მალე Google-ის AI-ზე მომუშავე ფუნქციები დაემატოს შესაძლოა, iPhone-ებს მალე Google-ის AI-ზე მომუშავე ფუნქციები დაემატოს
-
გადახედვამამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერობასთან ერთად, ფრაქციის თავმჯდომარეც იქნება — რა ცვლილებებია მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერობასთან ერთად, ფრაქციის თავმჯდომარეც იქნება — რა ცვლილებებია
-
-
გადახედვა"ეს თემა დახურულია ჩვენთვის" – კობახიძე ვეტინგის შესახებ "ეს თემა დახურულია ჩვენთვის" – კობახიძე ვეტინგის შესახებ
-
-
გადახედვაპინოქიო, მძინარე მზეთუნახავი და ბემბი საშინელებათა ფილმის გმირებად იქცევიან პინოქიო, მძინარე მზეთუნახავი და ბემბი საშინელებათა ფილმის გმირებად იქცევიან
-
-
გადახედვაშესაძლოა, მარსზე წყალს იმაზე მცირე ხანს ეარსება, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით შესაძლოა, მარსზე წყალს იმაზე მცირე ხანს ეარსება, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით
-
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომელიც საქართველოში ამზადებდა ევროპის ქვეყნების მართვის მოწმობებს და სხვა ყალბ საბუთებს დააკავეს 2 პირი, რომელიც საქართველოში ამზადებდა ევროპის ქვეყნების მართვის მოწმობებს და სხვა ყალბ საბუთებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაც-ვიღაცები კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ პრეზიდენტი: ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაც-ვიღაცები კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ
-
გადახედვაპუტინმა ჩეჩნეთში ხმების 99% მიიღო პუტინმა ჩეჩნეთში ხმების 99% მიიღო
-
გადახედვაგზამკვლევი — როგორ შეგიძლია მიიღო იურიდიული დახმარება, თუ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გაქვს გზამკვლევი — როგორ შეგიძლია მიიღო იურიდიული დახმარება, თუ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გაქვს
-
გადახედვაგამოიყვანეს გენმოდიფიცირებული ძროხა, რომელსაც ადამიანის ინსულინის შემცველი რძე აქვს გამოიყვანეს გენმოდიფიცირებული ძროხა, რომელსაც ადამიანის ინსულინის შემცველი რძე აქვს
კომენტარები