შექმნეს ობობის ხელოვნური ქსელი, რომელიც ბუნებრივზე ბევრად გამძლეა
ბუნება ხშირად აწარმოებს მასალებს, რომელიც მეცნიერებს ინოვაციებისკენ უბიძგებს. ერთ-ერთი უახლესი მაგალითი ამისა, არის ობობის ხელოვნური ქსელი, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ შეიქმნა.
მკვლევრების აზრით, რომლებმაც თავიანთი დასკვნები ჟურნალ ACS Nano-ში გამოაქვეყნეს, აბრეშუმის ბოჭკოს მათმა ხელოვნურმა ვერსიამ, ნამდვილს სიმტკიცით აჯობა.
მკვლევრებმა თავიანთი ახალი მასალის მოდელირება გადაწყვიტეს აბრეშუმზე, რადგან ცნობილია, რომ ესაა საკმაოდ მყარი მასალა. მათი ცდა ბოჭკოზე არის მეორედ, რადგან იგივე გუნდმა, იგივე ცდა პირველად 2018 წელს ჩაატარა.
ეს კვლევა არაა ერთადერთი, რომელიც ჩატარდა ობობის შთაგონებით. დაადგინეს, რომ ობობის შხამს შეუძლია თავიდან აგვაცილოს სხვადასხვა სახის ინფექციური დაავადებები და გართულებები. ვაშინგტონის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში დაიწყეს დაკვირვება გენეტიკურ ბაქტერიაზე, რომ ეწარმოებინათ აბრეშუმის ჰიბრიდული ცილები. ეს ყველაერი მოახერხეს სინთეზურ ბოჭკოში ნანოკრისტალების საჭირო რაოდენობის დამატებით.
"ობობებმა იციან, თუ როგორ უნდა დაართონ აბრეშუმის ბოჭკოები, ნანოკრისტალების საჭირო რაოდენობით", — განმარტა ფუჟონგ ჟანმა, რომელიც მთავარი მკვლევარია. "მაგრამ როდესაც ადამიანები ვიყენებთ დართვის ხელოვნურ გზებს, სინთეზურ ბოჭკოში ნანოკრისტალების რაოდენობა ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე მის ბუნებრივ ანალოგებში".
სწორედ ნანოკრისტალური ბალანსის საპოვნელად, მეცნიერებმა დაამატეს ახალი ამოლოიდური თანმიმდევრობა,რომლის მთავარი მიზანიც საჭირო რაოდენობის ნანოკრისტალების შექმნაა.
მეცნიერებმა საბოლოოდ წარმოქმნეს ჰიბრიდული პოლიმერული ამოლოიდური ცილა, 128 განმეორებადი ერთეულით. ამ ერთეულმა გამოიწვია გიგაპასკალური სიძლიერის ბოჭკო, რაც უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვეულებრივი ფოლადი.
მნიშველოვანია ისიც, რომ ჯერ კიდევ ათასობით ამოლოიდური თანმიმდევრობაა, რომელთა შესწავლაც შეიძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მასალა მომავალში გაუმჯობესდება.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში — შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები