მოყვარულმა ასტრონომმა იუპიტერის გარშემო მოძრავი ახალი მთვარე აღმოაჩინა
2021 წლის ივლისი კოსმოსური მიღწევებისთვის დიდი თვე აღმოჩნდა. ცოტა ხნიწ წინ რიჩარდ ბრენსონი და ჯეფ ბესოზი კოსმოსში წარმატებით გაფრინდნენ, რაც მიანიშნებს, რომ კოსმოსური ტურიზმი რეალური ხდება. ამ ყველაფრის პარალელურად კი კეთდება ახალი აღმოჩენები, რომლებიც უფრო და უფრო გვაოცებს.
ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა ახალი შემთხვევა, როდესაც მოყვარულმა ასტრონომმა— კაი ლიმ, პლანეტარული მთვარე აღმოაჩინა, რომელიც იუპიტერს ეკუთვნის, რადგან მის გარშემო ბრუნავს.
Space.com-ზე დაყრდნობით, იუპიტერს უკვე აქვს ათობით მთვარე. მათი რიცხვი დაახლოებით 80-ია. კაი ლის მიერ აღმოჩენილ მთვარეს კი S / 2003J24 უწოდეს.
"მე ამაყად ვამბობ, რომ ეს არის პირველი პლანეტარული მთვარე, რომელიც მოყვარულმა ასტრონომმა აღმოაჩინა",— უთხრა ლიმ Sky And Telescope-ს.
ლის დაკვირვების საფუძველზე, რომელიც წარმოდგენილია, მაგრამ ჯერ არაა გამოქვეყნებული ჟურნალში, გაირკვა, რომ კოსმოსური ქვის ფოტოზე, რომელიც ნასამ 2003 წელს გადაიღო, სინამდვილეში იუპიტერის პლანეტარული მთვარე იყო. ესაა 45 კილომეტრის სიგანის ობიექტი, რომელიც იუპიტერის ორბიტაზე მოძრაობს.
მიუხედავად იმისა, რომ ნასას აქამდე ჰქონდა S / 2003J24-ის გამოსახულება, წლების განმავლობაში სხვადასხვა ტელესკოპების დაკვირვებისა და ლის ძალისხმევის წყალობით, მეცნიერებს მიეცათ საფუძველი, რომ დაედასტურებინათ მთვარის ნამდვილად არსებობა.
ამავე დროს, ნასა და სხვა კოსმოსური სააგენტოები ამჟამად ავითარებენ უფრო დიდ და უკეთეს ტელესკოპებს, რომლებიც თეორიულად საშუალებას მისცემს მათ, განსაზღვრონ სხვა პლანეტების მთვარეები მზის სისტემის გარეთაც კი.
თუ სტატიაში განხილილი თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში — შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები