ინფექციისთვის დაგებული ნანო მახე — შექმნეს ახალი მეთოდი, რომელიც ვირუსებს ამწყვდევს
მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) მკვლევრებმა ვირუსული ინფექციების მკურნალობის ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც ინფექციებს უვნებლად აქცევს. შესაბამისი კვლევა ჟურნალ Nature Materials-შია გამოქვეყნებული.
"დნმ-ის ორიგამის" მეთოდის გამოყენებით, მკვლევრები გენეტიკური ქსოვილისგან ნანო-კაპსულებს ქმნიან, რომლებიც ვირუსებს "ამწყვდევენ" და მათ გამრავლების ან უჯრედისთვის ზიანის მიყენების საშუალებას არ აძლევენ.
შეიძლება ითქვას, რომ "დნმ-ის ორიგამი" დნმ-ს სამკუთხოვან ფორმებად განლაგებას უბრძანებს. ვირუსისთვის განკუთვილი "მახეები" ოცწახნაგანოვან სხეულში (რომელსაც 20 სამკუთხა წახნაგი აქვს) ჩააშენეს. სხეულების შიდა კედლები ისეთი მოლეკულებისგან შედგება, რომლებიც ვირუსებთან ქიმიურ ბმებს წარმოქმნის და მათ ამწყვდევს.
მკვლევართა გუნდი წლებია რაც დნმ-ის პროგრამირებაზე მუშაობს. მათი ბოლოდროინდელი ნამუშევარი "ცარიელი ნანო სხეულებია", რომლებიც ვირუსულ წარმონაქმნებს შთანთქავენ (შინაგან ცარიელ სივრცეში აკავებენ), რათა მათი გავრცელება შეაჩერონ.
"კვლევამ გვიჩვენა, რომ ვირუსული აქტივობის შესამჩნევად შემცირება სწორი ზომის ნახევარსფეროს მახესაც კი შეუძლია. თუ "მახის" შიგნით 5 ბმის წერტილს ჩავაშენებთ, მაგალითად შესაბამის ანტისხეულებს, ვირუსებს 80%-ით დავბლოკავთ. რაც უფრო მეტი ბმის წერტილი გვექნება, მით უფრო შევაფერხებთ ვირუსის გავრცელებას," — განაცხადა კვლევის თანაავტორმა, ჰენდრიკ დიცმა.
მკვლევრებმა ცდები თაგვების სისხლის შრატზე, ადამიანის უჯრედებზე და ვირუსზე ჩაატარეს. პატარა მახე-სხეულები შრატში 24 საათის განმავლობაში სტაბილურები იყვნენ და ორი ვირუსი, B ჰეპატიტი და ადენოვირუსი დაიჭირეს, რითიც ადამიანის უჯრედების ნიმუშში ვირუსების გამრავლება დაბლოკეს.
ჰენდრიკ დიცი ამბობს, რომ "დნმ-ის ორიგამის" ტექნოლოგია შესაძლოა წამლების ორგანიზმში ტრანსპორტირებისთვისთვისაც გამოიყენონ.
TUM-ის მკვლევარების შემდეგი ნაბიჯი ვირუსის მახეების ცოცხალ თაგვებზე დატესტვაა. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მალე ნანო-სხეულების შეყვანა ადამიანების სხეულებშიც გახდება შესაძლებელი და სპეციალიზებული ვირუსული მკურნალობის შესაძლებლობაც განვითარდება.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები