“კაცები ზრუნავენ” თბილისის ქუჩებში გამოჩნდა
კამპანიის “კაცები ზრუნავენ” ეგიდით დღეიდან თბილისის ქუჩებში ასეთ ბანერებს ნახავთ.
ბანერებზე აღბეჭდილი არიან კამპანიის "კაცები ზრუნავენ" მონაწილეები თავიანთ შვილებთან ერთად და სხვა მამებს მოუწოდებენ, მეტი დრო დაუთმონ შვილებსა და ოჯახს.
საბა ჯაჯანიძე თავის მეუღლესთან, ანა კვანჭილაშვილთან ერთად, ტყუპებს ზრდის. წყვილს მოვალეობები თანაბრად აქვს განაწილებული. ისინი თანაბარი პასუხისმგებლობით ინაწილებენ გასეირნებას, ბანაობას, საკვების მომზადებას, გართობასა და ყველაფერს, რაც პატარებს სჭირდებათ.
"ჩემთვის იმდენად ბუნებრივი რამაა შვილებზე ზრუნვა, არ ვთვლი, რომ რამე განსაკუთრებულს ვაკეთებ. თუმცა, ისიც ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ასე არ ფიქრობს. შესაბამისად, თუ ვინმესთვის ჩემი პროექტში ჩართულობა პოზიტიური მაგალითი იქნება, ნამდვილად გამიხარდება. ბავშვის გაზრდაში ორივე მშობლის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ეს იმდენად შრომატევადი რამაა, შეუძლებელია, მხოლოდ ერთმა ადამიანმა გაართვას თავი. ისევე, როგორც ოჯახის ყველა საქმე თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს, რომ ყველა ბედნიერად გრძნობდეს თავს.", - ამბობს საბა.
ირაკლი ბაკურიძე ორი გოგონას მამაა. ის ისევეა ჩართული შვილების მოვლასა და აღზრდაში, როგორც მისი მეუღლე, მარიამ კორინთელი. მამა და შვილები ერთად სეირნობენ, თამაშობენ და კითხულობენ. ირაკლი მათთვის თითქმის ყოველდღე ამზადებს სხვადასხვა კერძს, შვილების ბანაობაც მისი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია..
"პროექტში “კაცები ზრუნავენ” დაუფიქრებლად ჩავერთე, რადგან ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარებისთვის, მამებსა და შვილებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის, იმისთვის, რომ შვილები მომავალში მზრუნველი პარტნიორები, თავადაც ყურადღებიანი მშობლები იყვნენ. ამას გარდა, ყველაფერი ის, რაც კამპანიისთვის გავაკეთე - წერილის დაწერა შვილისთვის, ფოტოების, ვიდეოების გადაღება სახალისო პროცესი აღმოჩნდა და კიდევ ერთი შანსი, რომ ჩემს შვილს უფრო მეტად დავმეგობრებოდი, რაღაცები აღმომეჩინა როგორც საკუთარ თავში, ისე მასში. ამ პროექტამდე ბევრ რამეს შესაძლოა, გაუაზრებლად ვაკეთებდი, შემდეგ კი დავფიქრდი, რა არის კარგად, რის შეცვლას ვისურვებდი, კიდევ რისი გაკეთება შემეძლო ჩემი გოგოებისთვის, სადმე მცდელობას ხომ არ ვაკლებდი. კიდევ ძალიან გამახარა იმან, რომ ჩემი გოგონასადმი დაწერილი წერილი, "წერილი ლეას", უამრავმა ადამიანმა წაიკითხა და როგორც ბევრმა მომწერა, ზოგი მშობლისა თუ მომავალი მშობლის ცნობიერებაში რაღაცები შეცვალა, ბევრი რამ სხვა თვალით დაანახათ.", - ამბობს ირაკლი ბაკურაძე.
კამპანია "კაცები ზრუნავენ" გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა 2016 წლიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-თან თანამშრომლობით წამოიწყო გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში.
კამპანია ეფუძნება ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზსა და ითვალისწინებს საქართველოს სოციალურ-კულტურულ კონტექსტს. კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით - საზოგადოების გაძლიერებას.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები