შექმნეს ახალი მასალა, რომლითაც სმარტფონის გატეხილი ეკრანი წამზე ნაკლებ დროში გამთელდება
ნერვიულობთ როდესაც ვინმე თქვენს სმარტფონს ეხება?
ინდოეთის სამეცნიერო განათლებისა და კვლევის ინსტიტუტის (IISER) მკვლევარებმა შესაძლოა ახლახან სმარტფონის ეკრანის დასამზადებლად იდეალური მასალა იპოვეს. ეს მასალა მყარია და ამავდროულად თვითაღდგენა ახასიათებს.
მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ ისეთი მასალების შექმნაზე რომელთაც თვითაღდგენა შეეძლებოდათ. ამ კუთხით გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს მაგალითად ამერიკის ქიმიური საზოგადოების მკვლევარებმა მცირე ზომის მცურავი რობოტები შექმნეს, რომელთაც მაგნიტურად შეეძლოთ საკუთარი თავის "განკურნვა". სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარები კი საკითხს განსხვავებულად მიუდგნენ, მათ შექმნეს ჭკვიანი ქაფისებრი მასალა რომელიც რობოტებს საკუთრი თავის შეკეთებასა და საგნების ადამიანივით შეგრძნებაში ეხმარება.
თუმცა ეს კონკრეტული მასალა მის წინამორბედებზე გაცილებით უფრო მყარია.
"მას აქვს მოწესრიგებული შიდა კრისტალური სტრუქტურა, რაც უპირატესობას ანიჭებს ელექტრონიკისა და ოპტიკური პროგრამების უმეტესობაში", — განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა და IISER-ის წარმომადგენელმა, პროფესორმა ჩილა მალა რედიმ.
მოლეკულური განლაგების გამო, სპეციალურად შექმნილ კრისტალებში, ზედაპირებს შორის ძლიერი მიმზიდველი ძალა ვითარდება და ყოველთთვის, როდესაც ბზარი წარმოიქმნება, მიმზიდველი ძალები კვლავ აერთებენ ნაწილებს, ყველანაირ გარე სტიმულირების გარეშე, რომელიც თვითაღდგენად მასალებს სჭირდებათ, მაგალითად სითბო ან სხვა.
ასე რომ დიდი ალბათობით სამომვალოდ საკუთარი სმარტფონების ეკრანებზე დარდი აღარ მოგვიწევს.
ასევე იხილეთ:
კომენტარები