სმარტფონის ეკრანი, რომელიც ბზარებს თავად იმთელებს, სულ უფრო რეალური ხდება
წარმოიდგინეთ სმარტფონის ეკრანი, რომელიც გაბზარვის შემთხვევაში, თავად მთელდება. მეცნიერების თქმით, ეს “წარმოდგენა”, შეიძლება მალე ჩვენს ყოველდღიურობაში შემოვიდეს.
სმარტფონის ძირს დავარდნა, როგორც წესი, დაბზარულ ეკრანთან ასოცირდება. დაბზარულ ეკრანს შეკეთება სჭირდება, რაც ფულთან არის დაკავშირებული. ბევრი ამის გამო, სმარტფონსაც ცვლის, ან ბოლომდე დაბზარულ ეკრანს იტოვებს. ამ ყველაფრის ფონზე, მეცნიერები მუშაობენ “თვითგამაჯანსაღებელი“ ეკრანის ტექნოლოგიებზე და ეს სულ უფრო რეალური ხდება.
კორეის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინსტიტუტის (KIST) გუნდმა შეიმუშავა თვითგანკურნებადი ელექტრონული მასალა, რომელსაც შეუძლია გამოასწოროს საკუთარი ბზარები და სხვა ფიზიკური დაზიანებები. ეს ყველაფერი კი ერთი საიდუმლო ინგრედიენტით. გაიცანით, სელის ზეთი.
სელის ზეთი მზადდება სელის მცენარის თესლისგან. ეს თესლი მკვლევარებმა უფერო პოლიმიდში (CPI) დაამატეს. ეს შუშის ალტერნატივაა, რომელიც უკვე გამოიყენება სმარტფონების ეკრანებში.
დამატებულ ზეთის ინგრედიენტს შეუძლია შეაღწიოს ბზარებში. თუ მეცნიერები ამ ტექნოლოგიას ფართო მასშტაბებზე აიყვანენ, მას შეეძლება დაზიანებული ეკრანის გამთელება.
”ჩვენ შევძელით შეგვექმნა თვითგანკურნებადი, უფერო პოლიმიდი, რომელსაც რადიკალურად შეუძლია გადაჭრას დაზიანებული პოლიმერული მასალების ფიზიკური თვისებები და სიცოცხლის ხანგრძლივობა”, - ამბობენ მკვლევარები.
მასალის დაპროექტების მეთოდი, ზეთის შეყვანას და მატერიის დაზიანების შემთხვევაში მის გამოყოფას მოიცავს. როდესაც ზეთის ნივთიერება ჰაერში მოხვდება, ის გამაგრდება და მასალა თითქმის ისეთივე ახალი იქნება, როგორიც დაზიანებამდე.
კიდევ უკეთესი, ეს ყველაფერი მუშაობს ოთახის ტემპერატურაზე და გარე ზეწოლის გარეშე, განსხვავებით მსგავსი თვითგამაჯანსაღებელი მასალებისაგან. ამასთან, მკვლევარების ცნობით, უფრო მეტმა ტენიანობამ და ულტრაიისფერმა სინათლემ შეიძლება დააჩქაროს “განკურნების” პროცესი.
ახალი კვლევების თანახმად, იდეალურ პირობებში, ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ მყოფ მასალას ბზარების 91 პროცენტის შეკეთება შეუძლია და ეს სულ რაღაც 20 წუთში.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექნოლოგიის ლაბორატორიიდან სმარტფონებში გადასაყვანად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა, ფაქტია, კვლევები დამაიმედებელია.
ამ ტექნოლოგიის პოტენციალი სმარტფონის გაფუჭებულ ეკრანებსაც შეიძლება გასცდეს. CPI არის მასალა, რომელიც ყველგან გამოიყენება, ხელოვნური კანიდან დაწყებული, მზის პანელებით დამთავრებული. შესაბამისად, ჩვენ სხვა ტექნოლოგიების გამძლეობის ხარისხის გაზრდაც შეგვეძლება.
შესაბამისად, ახლო მომავალში თუ შენიშნავთ, რომ დაბზარული ეკრანი თავისით მთელდება, არ შეგეშინდეთ, გახსოვდეთ, ეს მაგია არ არის, ეს მეცნიერებაა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები