გიგანტური ასტეროიდები დედამიწას 10-ჯერ უფრო ხშირად ეჯახებოდნენ, ვიდრე წარმოგვედგინა
ახალი კვლევის თანახმად, უზარმაზარი ასტეროიდები, ისეთები დინოზავრების ერა რომ დაასრულეს, დედამიწას ბევრად უფრო ხშირად ეხეთქებოდნენ, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა.
კვლევის ავტორებმა განაცხადეს, რომ 15 მილიონი წლის წინ, დედამიწაზე ქალაქისხელა, ან კიდევ უფრო დიდი ასტეროიდები ეცემოდნენ. ამ თვეში, ეს კვლევა გოლდშმიტის გეოქიმიის კონფერენციაზე წარმოადგინეს.
ეს პერიოდი, 2.5-დან 3.5-მდე მილიარდი წლის წინათ, ასტეროიდების შეტაკების თანმხლებ, დედამიწის ზედაპირის ქიმიური ტრანსფორმაციებითაა გამორჩეული. მკვლევარების თქმით, ქანების შესწავლისას, ეს ცვლილებები დღესაც თვალსაჩინოა .
საიმონ მარჩი და მისი კოლეგები ასტეროიდული შეტაკებების მტკიცებულებად, აირად გარდაქმნილ და შემდეგ გაქვავებულ ასტეროიდების ნაწილებს იკვლევენ. ასტეროიდების დედამიწასთან შეჯახება მათი ნაწილების აირად გარდაქმნას იწვევდა და კოსმოსში სტყორცნიდა, რომლებიც გაგრილებისას დედამიწის ზედაპირს უბრუნდებოდნენ. ამის შედეგად, გამყარებული ასტეროიდების თხელი ფენა შეიქმნა, რომელიც დღესაც კი არსებობს.
მეცნიერებმა ასტეროიდების ზომისა და გავლენის მოდელირების ახალი მეთოდი შეიმუშავეს. რაც უფრო დიდია ასტეროდი, მით უფრო დიდია ქვებში შენახული გამყარებული ასტეროიდის ნაწილაკები. ამ მეთოდის გამოყენებით გამოთვლილი ასტეროიდების ზომები არსებულ გამოთვლებს არ დაემთხვა. მკვლევარების თქმით, ასტეროიდების დედამიწასთან შეჯახების სიხშირე და სიმძლავრე, 2.5-3.5 მილიარდი წლის წინანდელ პერიოდში, იმაზე 10-ჯერ უფრო დიდი იყო ვიდრე არსებული ნავარაუდები გამოთვლები იუწყებოდნენ.
ამ ასტეროიდულ შეჯახებებს, შესაძლოა, დედამიწის ჟანგბადის დონეზეც ჰქონოდა გავლენა.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძლიერი ასტეროიდული შეტაკებები ჟანგბადის დონის მნიშვნელოვან მერყეობას გამოიწვევდა დედამიწაზე. დედამიწაზე სიცოცხლის განვითარებაში ჟანგბადის როლიდან გამომდინარე, შესაძლო კავშირი ჟანგბადსა და ასტეროიდულ შეჯახებებს შორის ყურადღებას იმსახურებს. ეს ჩვენი კვლევის შემდეგი ეტაპია," — განაცხადა მკვლევარმა საიმონ მარჩიმ.
კეიპტაუნის უნივერსიტეტის მკვლევარმა, როსალი ტოსტევინმა აღნიშნა, რომ არსებობს ქიმიური ნიშნები რაც ადრინდელ ატმოსფეროში, სანამ ჟანგბადის დონე საბოლოოდ მოიმატებდა, პერიოდულ ჟანგბადის შემდინარე ტალღებზე მიუთითებს.
"ჩვენ ხშირად დედამიწის შინაგან პროცესებსა და სიცოცხლის განვითარებას მივიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებად ჟანგბადის ბალანსის ცვლილებებში. თუმცა, ჟანგბადის ტალღები, რომლებიც შესაძლოა ასტეროიდულ შეჯახებების შედეგად წარმოქმინილიყო და ატმოსფეროში ჟანგბადის დონე გაეზარდა, საინტერესო ალტერნატივაა" — თქვა როსალი ტოსტევინმა.
მთვარის მსგავსი კოსმოსური სხეულებისგან განსხავებით, რომლებსაც ატმოსფერო არ აქვთ, დედამიწის ცვალებადი გეოლოგიური აქტივობა, კლიმატი და ამინდი ასტეროიდების ისტორიის გამოკვლვევას ართულებს. ასტეროიდების შეჯახებებისა და მათი გავლენის მტკიცებულებები დიდი ხანია წაშლილია.
"ასტეროიდების შეჯახებები სერიოზულ გავლენას იქონიებდა დედამიწაზე. ასტეროიდების ნაშთების უმცირესი რაოდენობაა ჯერ კიდევ შემორჩენილი, ამიტომაც დამაჯერებელი მტკიცებულება ამ შეტაკებების ეკოლოგიურ შედეგებზე არ გვაქვს. დოქტორი მარჩის მიერ შემოთავაზებული მოდელი კი ნამდვილად გვეხმარება უფრო ზუსტად ვივარაუდოთ შეტაკებების რაოდენობა და ასტეროიდების ზომები," — განაცხადა როსალი ტოსტევინმა.
კომენტარები