პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და 2 წევრი ვერ აირჩია
ფოტო: On.ge
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ვერ აირჩია. ცესკოს თავმჯდომარის და წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ორ-ორი კანდიდატი იყო წარდგენილი. თუმცა, ვერც ერთ მათგანზე შეთანხმება ვერ მოხდა. საარჩევნო კოდექსის ახალი ცვლილებით კი, თითოეული მათგანის დასამტკიცებლად ხმების 2/3 არის საჭირო, რასაც მმართველი გუნდი ოპოზიციის გარეშე ვერ აგროვებს.
ცესკოს თავმჯდომარედ წარდგენილი იყო ორი კანდიდატურა — გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი. ორივე ცესკოს მოქმედი თანამშრომელია და მაღალ პოზიციებს იკავებენ, რამაც მათ მიმართ უნდობლობის საკითხი თავიდანვე გააჩინა. შესაბამისად, არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილის და ოპოზიციის მხარდაჭერა არ ჰქონდათ. პრეზიდენტმა ორივე მათგანი პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარუდგინა. იურიდიულ კომიტეტზე კანდიდატების განხილვისას გამოჩნდა, რომ მმართველი პარტია მხარს გიორგი კალანდარიშვილს უჭერდა. თუმცა, ეს მხარდაჭერა დასამტკიცებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან მმართველი გუნდი საჭირო 100 ხმას ვერ აგროვებს. შედეგად, სესიაზე კალანდარიშვილს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, სანტურიანს კი — 2-მა.
ამასთან, პარლამენტმა ვერც ცესკოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ მოახერხა წარდგენილი კანდიდატებიდან ვერც ერთის დანიშვნა, რადგან საჭირო 100 ხმა ვერც ამ შემთხვევაში მოგროვდა. ამჯერად პარლამენტს ცესკოს წევრობის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არჩევანი უნდა გაეკეთებინა გია ცაცაშვილი-ლელა ტალიურის და მაია ზარიძე-თამარ სართანიას წყვილებიდან თითოზე. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი მხარს ცაცაშვილს და ზარიძეს უჭერდა, საკმარისი ხმები მაინც ვერ მიიღეს — ცაცაშვილს მხარი 82-მა დაუჭირა, ზარიძეს — 81-მა. შესაბამისად, ცესკოს წევრობის ორივე ვაკანტური თანამდებობა პროფესიული ნიშნით ისევ ცარიელია.
საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას 100 ხმა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ 2/3 -ით არჩევა ვერ მოხერხდა, კენჭისყრა კვლავ 2/3-იანი კვორუმით უნდა ჩატარდეს და არჩევა თუ მაინც ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში, საჭირო იქნება 3/5 ანუ 90 ხმა. პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თუ ამ კვორუმითაც ვერ აირჩია, მაშინ არჩევისათვის 76 ხმა საკმარისი იქნება. ახალი კანონის მიხედვით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია 30 ივნისს გადადგა.
2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიცია თამარ ჟვანიას არჩევნების გაყალბების ხელშეწყობაში ადანაშაულებდა და მის გადადგომას მოითხოვდა. ჟვანიას გადადგომის მოთხოვნა ჟღერდებოდა ელჩების ფასილიტაციით გამართული შეხვედრების პერიოდშიც. ჟვანიას გადადგომის მოთხოვნებს არ იზიარებდნენ ქართულ ოცნებაში.
საარჩვენო კანონმდებლობის რეფორმა შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. 28 ივნისს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები საარჩვენო კოდექსში, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის ახალ წესს ითვალისწინებს.
გაიგე მეტი:
- ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ არცერთ კანდიდატურას ISFED მხარს არ უჭერს
- ენმ ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე არც ერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს
- როგორ აირჩევენ ცესკოს ახალ თავმჯდომარეს
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
კომენტარები